კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ ვუმკურნალოთ ალერგიას სახლის პირობებში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ალერგია თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და რთული პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ამ სეზონსა და გაზაფხულზეა ყურადღებამისაქცევი. როცა ალერგიის ძალიან მძიმე ფორმებთან გვაქვს საქმე, ბუნებრივია, ექიმს უნდა მიმართოთ. მაგრამ, შედარებით მსუბუქი ფორმის ეფექტური მკურნალობა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
დაფნის ფოთლის ნახარში
ალეგიის სამკურნალო თვისებები დაფნის ფოთლის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, ბევრ სხვასთან ერთად. კონკრეტულად, ალერგიის დასამარცხებლად გამოიყენეთ დაფნის ფოთლის ნახარში მცირეწლოვან ბავშვებშიც კი. დაფნის ფოთლის ნახარშით გარედან უნდა დაამუშაოთ ალერგიული გამონაყარი. მაგრამ, თუ ზრდასრული მკურნალობს, რეკომენდებულია მისი დალევა. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია ქავილისა და ტიპური სიწითლის განკურნება. თუ ალერგიული გამონაყარი სხეულის დიდ ნაწილზეა, მიიღეთ დაფნის აბაზანები. ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ დაფნის ფოთლის ნაყენიც. ალეგიული გამონაყრის სამკურნალოდ, შეგიძლიათ, კანზე წაისვათ დაფნის ფოთლის ზეთი, რომელსაც აფთიაქებში შეიძენთ.
გულყვითელა
10 გრამ გულყვითელას ყვავილებს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ 1-2 საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში სამჯერ.
ასკილი და ბაბუაწვერა
კარგად დააქუცმაცეთ ასკილის ნაყოფი და ბაბუაწვერას ფესვები. შეგიძლიათ, მისი   ხორცსაკეპში გატარებაც. შემდეგ კარგად აურიეთ 2 სადილის კოვზი ნარევი და გახსენით 1,25 ჭიქა წყალში. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
ქატო
ერთ სადილის კოვზ. ქატოს დაასხით 4 სადილის კოვზი მდუღარე წყალი. დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 10 წუთით. დილით, უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და 15-20 წუთის შემდეგ მიიღეთ მზა ქატო. მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი თვეა.
ორკბილა
ვისაც გართულებული ალერგია ხანგრძლივად აწუხებს, სრული გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა, რამდენიმე წელი სვას ორკბილას ახალი ნახარში, ჩაისა და ყავის მაგივრად. ნახარში უნდა დალიოთ მოდუღებიდან  20 წუთის შემდეგ. ნახარში უნდა იყოს ოქროსფერი.

კვერცხის ნაჭუჭი
ალერგიის სამკურნალოდ უმჯობესია, გამოვიყენოთ თეთრი ფერის ნაჭუჭი. კარგად გარეცხეთ კვერცხი, ამოიღეთ შიგთავსი და გააშრეთ.  დაფქვით ყავის საფქვავში ფქვილისებურად. ორგანიზმმა რომ უკეთ შეიწოვოს, დაუმატეთ 6 წვეთი ლიმონის წვენი. ამ გზით, იზრდება ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისების უნარი. ზრდასრულობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ერთი ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, ან ნახევარი ჩაის კოვზი – დღეში ორჯერ. აუცილებელია, წყლის დაყოლება. რაც შეეხება ბავშვებს, ძალიან მნიშვნელოვანია დოზების დაცვა: ერთი წლის ბავშვს მიეცით ერთი მწიკვი, ანუ, იმდენი, რამდენიც დანის წვერზე თავსდება. ორ წლამდე ბავშვს – ორჯერ მეტი. შვიდი წლისას, შეგიძლიათ, ნახევარი ჩაის კოვზამდე გაუზარდოთ დოზა. 14 წლის ზემოთ კი, უკვე ერთი ჩაის კოვზი უნდა დალიოს დღეში. ყველა შემთხვევაში, აუცილებელია წყლის დაყოლება. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი თვეა. თუმცა, უმჯობესია, თუ ის 3-6 თვე გასტანს. კვერცხის ნაჭუჭი კურნავს ძალიან ბევრ ალერგიულ რეაქციას, განსაკუთრებით, კანისას. შესამჩნევი შედეგია გამოვლენილი პატარა ბავშვებში.
გვირილა
1 სადილის კოვზ გვირილას ყვავილებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. შეფუთეთ 20-30 წუთით და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში სამი-ოთხჯერ.
ნიორი
სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ ერთი კილოგრამი წვრილად დაჭრილი ნიორი. დაასხით ერთი ლიტრი დამდგარი წყალი და დადგით ბნელ ადგილას 1 თვის განმავლობაში. ერთი ჩაის კოვზი მზა ნარევი გახსენით ერთ ჭიქა ცხელ რძეში და დალიეთ დილით, უზმოზე 30 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი გრძელდება – ნარევის დამთავრებამდე.
ჭინჭარი
ერთ სუფრის კოვზ ჭინჭრის ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ქილა შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-5 ჯერ დღეში ან თითო ჭიქა 3-ჯერ დღეში. მას სვამენ ალერგიული გამონაყრის, ჭინჭრის ციების, ფურუნკულებისა და ეგზემის დროს, როგორც კარგ სისხლგამწმენდ საშუალებას.

რა დაავადებებს
კურნავს ბარაქის ხე

ბარაქის ხე, ალბათ, ბევრს აქვს ოჯახში და ტრადიციული გაგებით, მისგან სიუხვესა და ბარაქას ელიან. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ მცენარეს და რამდენი დაავადების დროს შეგიძლიათ მისი გამოყენება სამკურნალო დანიშნულებით.
ტუჩზე ჰერპესის დროს
რამდენიმე ფოთლიდან გამოწურული წვენი საათში ერთხელ მიიდეთ ჰერპესზე. პროცედურა ორ დღეზე მეტხანს არ ჩაიტაროთ.

კიდურების დაჭიმულობისას
კიდურების დაჭიმულობისა და ნაღრძობის დროს ბარაქის ხის ფოთლის წვენში დასველებული დოლბანდი დაიფინეთ დაზიანებულ სახსარსა თუ კუნთზე. დააფარეთ ცელოფანი და დააფიქსირეთ ბინტით. სახვევი სამ საათში ერთხელ ცვალეთ.
ცისტიტისა და პიელონეფრიტის დროს
ბარაქის ხის 5 ცალი ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში ერთხელ.
მწერების ნაკბენისთვის
მწერების ნაკბენისას ტკივილის, შესივების და გართულებების მოხსნა შეიძლება, თუ ამ მცენარის გაჭრილ ფოთოლს მაშინვე დაიდებთ ნაკბენზე. 1 წუთის შემდეგ ტკივილი და შესივება შემცირდება.
კოჟრების სამკურნალოდ
ფეხის კოჟრის მოსაცილებლად სასურველია, მთელი ღამის განმავლობაში, დაზიანებულ ადგილას, ბარაქის ხის კანმოცლილი ფოთოლი დაიდოთ. ეს პროცედურა გაიმეოროთ კოჟრის გაქრობამდე.
მსუბუქი დამწვრობის, იარებისა და დაჭიმულობის სამკურნალოდ
ბარაქის ხის რამდენიმე ფოთოლი გახეხეთ და მტკივან ადგილზე დაიდეთ. შეიხვიეთ ბინტით და ხუთ საათში ერთხელ გამოიცვალეთ საფენი.
ყელის ტკივილისას
გამოწურეთ 10 ცალი ფოთოლი, დაასხით 300 მილილიტრი თბილი წყალი. გადაწურეთ და მიღებული ნაყენი გამოივლეთ ყელში დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
ართრიტისა და ართროზის სამკურნალოდ
გამოწურეთ 15 ცალი ფოთოლი და მიღებული წვენი ძილის წინ წაისვით მტკივან ადგილზე.
კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადებებისთვის
უზმოზე კარგად დაღეჭეთ და შეჭამეთ ორი ფოთილი.

სასწაულმოქმედი მცენარე


ასფურცელას იყენებენ ღვიძლისა (ლამბლიოზი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი) და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ასევე, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების ანთებითი პროცესების, შარდის ბუშტის ანთების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. კარგია შაკიკის, თავისა და სახსრების ტკივილის, ასევე მალარიის დროს და მადის მოსამატებლად.
გარეგანად იყენებენ კომპრესებისა და აბაზანის სახით ჭრილობების, წყლულების, ნიკრისის ქარის და სახსრების ანთების დროს.
ჭიების დასაყრელად 20 გრამი ასფურცელას ყვავილი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჩადგით წყლის აბაზანაზე 15 წუთით. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი  წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
სამკურნალოდ ძირითადად ასფურცელას თანაყვავილედს იყენებენ, რომელსაც ყვავილობისას აგროვებენ. ყვავილედებს 2 სანტიმეტრის სიგრძეზე ჭრიან, აშრობენ ჩრდილში 25 გრადუს ტემპერატურაზე. ინახავენ 1 წლის განმავლობაში.
ასფურცელა შეიცავს ეთერზეთს, ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ტანაცეტინს, ფისებს, შაქარს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს. აქვს ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ოფლმდენი, ჭიის საწინააღმდეგო, შემკვრელი, ციებ-ცხელების საწინააღმდეგო თვისებები. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და მადას.
ასფურცელას ბალახის ნაყენი: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 საათი და გაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ასკარიდას, ჰიპაციდური გასტრიტის, კოლიტის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ჰიპერტონიული დაავადების, ნერვული აღგზნების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების (კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის ფონზე) დროს. მოიბანეთ დაჩირქებული ჭრილობები.
ასფურცელას ყვავილის ნაყენი: 5 გრამი ყვავილს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე, დააყენეთ ერთი საათი და გაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 4-5-ჯერ დღეში კოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. უფრო მაგარი ნაყენი (20:200) მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე გასტრიტის, კოლიტის, ჰიპერტონიული დაავადების, ჭიების დროს.
ასფურცელას თესლის ნაყენი: 5 გრამ თესლს დაასხით 100 მილილიტრი 60 გრადუსი ტემპერატურის წყალი, დააყენეთ 3 საათის განმავლობაში. გამოიყენეთ ოყნისთვის მახვილა ჭიების დროს 7-8 დღის განმავლობაში.
ასფურცელას ბალახის ნახარში: 1 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში გაწურეთ. მიიღეთ თბილი, 100 გრამი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ – კოლიტის, გასტრიტის, ჰიპოტონიური დაავადების დროს. მოიბანეთ ძველი ჭრილობები, წყლულები, გაიკეთეთ კომპრესი ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, ამოვარდნილობის, კონტუზიის დროს.
ასფურცელას ყვავილების ნახარში: 400 მილილიტრ ადუღებულ რძეს დაამატეთ 20 გრამი ასფურცელას ყვავილი, 2-3 კბილი ნიორი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-10 წუთის განმავლობაში გაწურეთ, გამოიყენეთ ოყნისთვის ჭიების დროს.
არ გამოიყენოთ ასფურცელა ფეხმძიმობის, პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს და მცირეწლოვნების სამკურნალოდ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ასფურცელა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის დიდი დოზებით ან ხანგრძლივად ხმარება ფაღარათსა და ღებინებას იწვევს. ამიტომ, გამოიყენეთ ფრთხილად.
скачать dle 11.3