კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ უნდა გავარჩიოთ კარგი და ცუდი მოძღვარი და როდის შეუძლია სასულიერო პირს ადამიანში ღმერთის მოკვლა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

აგვისტო და მარიამობის მარხვის პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იყო საქართველოსთვის. დღეს მიმდინარე მოვლენები ადამიანებში დიდ აგრესიას ბადებს და ხშირად ეს ურთიერთდაპირისპირების მიზეზიც ხდება. მოყვასის სიყვარული ნელ-ნელა უჩვეულო ხდება თანამედროვე ქრისტიანობისთვის. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი): 


– მარიამობის მარხვა განსაკუთრებით მძიმე იყო საქართველოსთვის. ცეცხლოვანი განსაცდელი დაატყდა ჩვენს ქვეყანას. ვინ ააბრიალა, რატომ ააბრიალა ეს სხვა საქმეა, მაგრამ მინდა, გახსოვდეთ, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. წმიდა წერილში, ძველ და ახალ აღთქმაში ცეცხლი პირდაპირ არის ღვთისგან მოვლენილი სასჯელი. ქრისტე ერთგან ამბობს: ნუ გგონია, რომ მე მშვიდობის მოსატანად მოვედი; პავლე მოციქული წერს: ჩვენი ღმერთი დამსჯელი ცეცხლია; პეტრე მოციქული კი ამბობს: პირველი კაცობრიობა წყლით დაისაჯა, ხოლო ახლანდელი კაცობრიობა წარღვნის შემდგომ ცეცხლითა და გოგირდით დაისჯებაო. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ საქართველოს ფასი არ ვიცით. გავრბივართ საქართველოდან და ჩვენს მიწებს ურჯულოებზე ჩალის ფასად ვყიდით. ვინც ქვეყანა, ქართველი ხალხი ასეთ რთულ სიტუაციაში ჩააგდო, ჩვენს მიწას ურჯულოებს უგდებს,  აუცილებლად დაისჯება. როგორც სახარებაში წერია: ვინც მახვილს აიღებს, ის მახვილითვე მოისპობა. ნუ გვავიწყდება, რომ ეს საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაა და ვინც ღვთისმშობლის მიწას ასე ცუდად მოექცევა, ღმერთი მის საგვარეულოს აღგავს მიწისაგან პირისა. თუმცა, ამით არ უნდა ვინუგეშოთ თავი, უნდა მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი დაუდევრობის ბრალია. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, ღმერთი გვამხელს, გვაჩვენებს, რომ საქართველო შეიძლება დაემსგავსოს სოდომ-გომორს.
– რას გულისხმობთ, მამაო?
– რა მოხდა, მერე რა, ჩაატარონ აღლუმი, ჩაატარონ ჯემ-ფესტი. მერე რა, რომ განსხვავებული ორიენტაციისაა; მერე რა, რომ ეწევა; მერე რა, რომ მრუშია და ამდენი მერე რა მოხდათი, ხომ ნახეთ, რაც მოხდა – გადაიწვა საქართველო. არ მითხრას ვინმემ, რომ შემთხევით მოხდა, ვიღაცამ ნამწვი გადააგდო... ასე არ ჩნდება ხანძარი. ეს ყველაფერი ხელოვნურადაა მოწყობილი, მაგრამ ღვთისგან დაშვებით. უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი რამ: თუ არ ვიქნებით კარგი ქრისტიანები, კარგად არ ვილოცებთ, კარგად არ ვიმარხულებთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ჩვენი ქვეყანა. მათეს სახარებაში მაცხოვარი მუდმივად ამხელს მწიგნობრებს, ფარისევლებს – იმ ხალხს, ჩვენსავით რომ ჰგონია კარგია, სასუფეველი დაიმკვიდრა, სხვას სჯობია და გაბრწყინებულია ჩვენსავით, თანამედროვე ქრისტიანებივით. იესო ქრისტე კი ეუბნება მათ: თქვენ არ იცით, რას აკეთებთ; არ იცით, რა გწამთ; თქვენ ოჯახი არ გიყვართ, ვერ ცხონდებით, წყალობა და სამართალი დავიწყებული გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ, ცოლი სახლიდან გააგდოთ, მრუშები, მეძავები ხართ. ამ საუბრის შემდეგ მიდის მასთან მდიდარი ჭაბუკი, რომელიც ეკითხება: მოძღვარო, სახიერო, რა გავაკეთო, რომ ვცხონდე. მან სიჭაბუკეში იშოვა სიმდიდრე, მაგრამ მაინც რაღაც აკლია. ეძებს ღმერთს, ცხონებას. ქრისტე ეუბნება: დაიცავი მცნებები. ბავშვობიდან ვიცავ მცნებებს. მე ასეთი ადამიანი არ მინახავს: მდიდარია, სიმდიდრე დააგროვა, ისე რომ, არ გარყვნილა და ბავშვობიდან იცავს უფლის მცნებებს. ეკითხება მაცხოვარს: რაღა მაკლია?
– ალბათ, ეს ის კითხვაა, რომელიც ყველა ქრისტიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას.
– ამ კითხვას, არ მგონია, ვინმე უსვამდეს საკუთარ თავს. საკმარისია ყველაფერი, რაც გვაქვს? რა თქმა უნდა, არა. მდიდარ ჭაბუკს ყველაფერი აქვს, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მაინც რაღაც აკლია. ქრისტე მას ეუბნება: დაიცავი მცნებები და აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაცხოვარი 10 მცნებიდან მხოლოდ ხუთს ახსენებს. მან ისეთი მცნებები დაასახელა, რაც მოყვასთან ურთიერთობას ეხება. „არა კაც კლა” – ეს ძალიან მნიშვნელოვანი მცნებაა. შეიძლება, ადამიანი არ მოკლა, მაგრამ ისეთი რაღაც უთხრა, ისეთი შეურაცხყოფა მიაყენო, რომ სიტყვით მოკლა. იესო ქრისტე პირდაპირ ამბობს: ვინც თავის ძმას ეტყვის, „რაკა” ჯოჯოხეთს დაექვემდებარებაო. არ უნდა მიაყენო ადამიანს შეურაცხყოფა. შენი ერთი სიტყვით შეიძლება, ის ფიზიკურად, სულიერად მოკლა, ცხოვრების აზრი დააკარგვინო. სამწუხაროდ, ეს ხშირად ძალიან ბევრ მოძღვარს ემართება. შეიძლება, მოძღვარმა ისე უხეშად გიპასუხოს, რომ ღმერთი მოკლას შენში, ან საერთოდ, შენ მოგკლას.
– როგორ უნდა მიხვდეს ქრისტიანი, რომელიც პირველად მიდის ეკლესიაში, ვინ არის კარგი ან ცუდი მოძღვარი?
– მოძღვრიდან თუ სითბო და სიყვარული მოდის, ის კარგი მოძღვარია. თუ მისგან უხეშობა, მრისხანება მოდის, მაშინ ის ცუდი მოძღვარია – ეს წმიდა მამების სწავლებაა. ვინც არ იღიმის, არ გეფერება, არ გასწავლის, არ უყვარხარ, სულ გეჩხუბება, დაჯღანულია, უხასიათოდაა, როგორ შეიძლება, კარგი მოძღვარი, ან კარგი ქრისტიანი იყოს. ხშირად ადამიანს არ ეცინება, არ არის კარგ ხასიათზე, მაგრამ მასთან რომ სხვა მიდის  თავჩაღუნული, უნდა გაამხიარულოს და მიახვედროს: შენ მეტი ხარ, ვიდრე ეს სოფელი; შენ უფრო მეტი მიზანი გაქვს,  ვიდრე ისაა, რასაც მისტირი. ნუ გეშინია, ღმერთი შენთან არის, ღმერთი სიყვარულია. ენა უსამართლობის სამყაროა, რომელიც ადამიანს მოკლავს და მთელ ჩვენს სხეულს გეენიაში ჩააგდებს. ჩვენი ყოველი სიტყვა იწერება და პასუხს ვაგებთ უფლის წინაშე, რა თქმა უნდა, თუ აღსარებაში არ მოვინანიებთ. მეორე მცნება, რომელიც ქრისტემ უთხრა ეს არის „არა იმრუშო”. ამაში იგულისხმება სიძვაც, ბილწი სანახაობები, ბილწი მზერა, ბილწი ფილმები, ყველაფერი, რაც შენ არ გეკუთვნის. შეყვარებას არავინ გიშლის, მაგრამ ქმრის ან ცოლის ჯიბრზე, არავინ არ უნდა შეიყვარო. ცოლი რომ არ გიყვარს და ვიღაცას ეტრფი, ეს არ არის სიყვარული, ეს მრუშობა, სიძვაა. ღმერთი არ კრძალავს სიყვარულს, ღმერთი კრძალავს ვნებას, ცოდვას, უკანონო ურთიერთობას. „არა იპარო” – ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე დიდი უნდა მოიპარო. ქმრის ჯიბიდან რომ ფული ამოიღე, უკვე ქურდი ხარ. გაზს, დენს რომ იპარავ, მაშინაც ქურდი ხარ. მოწყალებას რომ არ გასცემ, ეკლესიას რომ არ ეხმარები, ქურდი ხარ. თან, მღვდელს განიკითხავ: როგორ მოითხოვა ჯვრისწერის, ნათლობის დროს ფულიო. იმიტომ ითხოვენ, რომ შენ არაფერს სწირავ და შენ არ ხარ ვერცხლისმოყვარე? რომ არაფერს სწირავ ეკლესიას, იმიტომ გთხოვს მღვდელი თანხას. არ არის საჭირო მაინცდამაინც თანხის გადახდა, შეგიძლიათ, მეზობელთან მიხვიდეთ, სახლი დაულაგოთ, კერძები მოუმზადოთ. იციან ხოლმე: ეს ბიჭი მიყვარს, მინდა, ჩემი ქმარი გახდეს. თუ არ გახდება მისი ცოლი, მერე ამბობენ: არ ვუყვარვარ ღვთისმშობელს, ქრისტეს, რა უბედური ვარო. უბედური მაშინ იქნებოდი, თუ იმ კაცს გაჰყვებოდი ცოლად. რადგან ღმერთმა იცის, რომ არ შეიძლება მას გაჰყვე ცოლად. ღმერთმა წინასწარ იცის ვინ ვისთან იქნება ბედნიერი. „არა ცილისწამო” – გადაშალეთ გაზეთები, ტელევიზორს შეხედეთ, ყველგან ცილისწამება, სიცრუეა. ცილისწამება კაცისკვლის ტოლფასია. როცა თავად მიხვდებით, როგორი ცოდვილები ხართ, მერე აღარ მოგინდებათ სხვაზე ლაპარაკი, სხვის განკითხვა და ცილისწამება. „გიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი”. საკუთარი თავის სიყვარული არ არის ნარცისიზმი.  მე თუ საკუთარი თავი მიყვარს, ცხონებაში უნდა დავეხმარო, მივიდე ქრისტესთან. როცა საკუთარი თავის გადარჩენაზე ვფიქრობ, მეუღლესაც ვეხმარები. თუმცა, ბევრ ქალბატონს საკუთარი თავი სამოთხეში ჰგონია, ხოლო ქმრები ჯოჯოხეთში ჰყავთ. იოანე ოქროპირი ამბობს: ძალიან გამიკვირდება ისეთი ხალხის დანახვა სამოთხეშიო. მხოლოდ მცნებების დაცვით ვერ მოხვდები სამოთხეში. როგორც იმ ჭაბუკმა, შენც უნდა თქვა: მე რაღაც მაკლიაო. „პატივი ეცი დედასა და მამას” – ეს მცნება ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი შვილები მოძღვართან საკუთარი სურვილით უნდა მივიდნენ და არა მუჯლუგუნის კვრით – ისინი ისევ უკან წავლენ. ჩვენ ისეთები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ქცევით ღმერთი შევაყვაროთ შვილებს და არ შევაზიზღოთ. სულ სხვაა სულიერო ცხოვრება და სხვაა ეკლესიაში სიარული. პატივი ეცი დედასა შენსა და მამასა შენსა, იგულისხმება, რომ უნდა გიყვარდეს მამა ღმერთი და ეკლესია. მათი სიმბოლური გამოსახულება კი შენი მშობლები არიან.
скачать dle 11.3