კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 სწავლა-განათლება


მეცნიერება ღვთის სიბრძნეა, ხოლო განათლება საღმრთო ბუნებაა, რომლის არსებითი მნიშვნელობა ნათლის მფენობაა. რომლის დისკოში არა კერძო ერთ-მხარე შესწავლა შეიცავს განათლების სიდიადეს, არამედ მას შინა ყოველ მხრივ აღვსებითნი განხილვანი მოეთხოვებიან განათლების სიდიადით გამსჭვალულ მეცნიერს.
არიან მეცნიერნი ცალმხრივნი, რომელთა შეისწავლეს მხოლოდ სტიხიონთა ძალები რაოდენად მაინც, მაგრამ თავის სულიერი ძალების შემეცნებაში დიდ ნაკლულევანებას იჩენენ. ამისთვის იგინი ცალი თვალით ვლენან და ვერ ხედვენ სისწორით და სისრულით სწავლა-მეცნიერების არსებითს გვამს, რამეთუ სამოსელსა ებღაუჭებიან და შინაგანის კაცისა აღსავალი ვერ ცნეს. სწავლული, რომელიც ზნეობრივად სულიერ სიმაღლეს, სიმართლეს, გულმშვიდობას, კაცთ-მოყვარებას, მოწყალებას, სიწმინდეს არ აქცევს ყურადღებას. მას დაუფვლია მისი მეცნიერება მწვირეში და რა ვსთქვათ, ნუთუ გმობა არ იქნება და ცრუ ფარისევლად არ გამოვჩნდებით ჭეშმარიტების წინაშე, რომ ასეთ სწავლულთა უწოდოთ განათლებული?
 კაცი, როგორც თავისუფალი არსება შორის სწავლა მეცნიერებისა და შორის განათლების განხორციელებისა, მნებლობას უთმობს ადგილს. ხოლო განათლების მოთხოვნილების ზნეობრივად განხორციელებას საჭირია: „უარყავ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი“.  თავის უარყოფა და ჯვრის აღება მრავალთათვის საძნელო შეიქმნა და უარყვეს, რაც მათ მიერ შემეცნებულ განათლების წინ ისეთი მოქმედებაა, როგორიც მზიან დღის წინ თვალის დახუჭვა.
ვერც სწავლა-მეცნიერება, ვერც ღვთისმეტყველება, ვერც ხელმწიფობა და ვერც პატრიარქობა კაცის ზნეობრივ სულიერ განათლებას თავით თვისით ვერ შეადგენს. თუ ადამიანმა თავის მნებლობით არ შეათანხმა წოდებისდაგვარ სულიერი ძალები, მაგალითად, სწავლა დამთავრებულმა კაცმა იცის, რომ განათლებული სინდისი ზიზღს უცხადებს სიბოროტეს და ხედავს, რომ განათლება ზნეობრივად ღმერთკაცობაა, მაგრამ ზოგიერთმა შეიყვარა ლოთობა, არაწმიდება და ღალატ-გამცემლობა და მას შინა მონა ქმნილმა დასთრგუნა სწავლის შედეგი – განათლება. თანასწორად ამისა, სასულიერო პირებმაც იციან თავიანთი პირობა და ღირსების საზნეობო განათლება, მაგრამ მრავალნი ჭურ ეშმაკისად გამოჩნდნენ ისტორიაში ბოროტ ცხოვრებით. ამნაირად, განათლება მნებელობით სუფევს და მიმდინარეობს, რომლის შეწყნარება თუ უარყოფა თავისუფალი ადამიანის ნებელობის საქმეა და არა თავით თვისით შედეგთა გავლენაზეა დამოკიდებული. სწავლა-მეცნიერება თავით თვისით ვერ განაკეთილშობილებს ადამიანს, ვისაც აფრთოვანებს განათლების მიღება და ეტრფის იმას, რომ განათლების ღვთაებრივ შარავანდედით გამოჩნდეს მნათობად მამულისა პირველად მან უნდა გამოუჩინოს ძლევა თავის თავზე, თავის ბოროტ თვისებების შებრძოლებით და სულიერ ძალების გამტკიცებით. სწავლა-მეცნიერება შეერთებულად ზნეობრივ აღზრდილობასთან შეიქმს ადამიანს სასახელო და მამულის სასიქადულო განათლებულ პიროვნებად.

ძუნწის განკურნება
წმიდა პატრიარქს შეეძლო ძუნწები და ვერცხლისმოყვარენიც აღეძრა მოწყალებისათვის. ასე მაგალითად, მას გაგონილი ჰქონდა ეპისკოპოს ტროილის სიძუნწის ამბავი. ამიტომ ერთხელ თან გაიყოლა იგი საავადმყოფოში სნეულთა და უქონელთა მოსანახულებლად. როცა შენიშნა, რომ მას თან ოქრო ჰქონდა წამოღებული, მიმართა: „მამაო ტროილ! აი, გეძლევა საშუალება, ამ უპოვარ ძმებს ნუგეში სცე მოწყალების გაღებით“.
ტროილს შერცხვა სიძუნწის გამოვლენა. უკლებლივ ყველას, პირველიდან უკანასკნელამდე, მოწყალება ჩამოურიგა და ოცდაათი ლიტრი ოქრო პირწმიდად დახარჯა. შინ დაბრუნებულმა კი იმდენი იდარდა ოქროს გაცემის გამო, რომ ლოგინად ჩავარდა. ნეტარმა იოანემ (პატრიარქმა) მასთან მსახური გაგზავნა და სადილად მოიხმო. ტროილმა შეუთვალა, რომ ავად იყო და ვერ შეძლებდა მისვლას. პატრიარქი მიხვდა მისი დასნეულების მიზეზს, აიღო ოცდაათი ლიტრი ოქრო და ტროილის მოსანახულებლად გაეშურა.
„აი, მოგიტანე ოქრო, რომელიც საავადმყოფოში ვისესხე შენგან“, – მიმართა მან ეპისკოპოსს, – „აიღე, მე კი მომეცი ხელწერილი, რომ გადმომცემ იმ ჯილდოს, რომელსაც უფალი გიმზადებდა გაცემული მოწყალებისთვის“.
ოქროს დანახვამ ტროილი გაახარა, მყისვე მომჯობინდა და იქვე დაწერა: „მოწყალეო ღმერთო! ჩემს მეუფეს, იოანეს, ალექსანდრიის პატრიარქს გადაეცი ჯილდო იმ ოცდაათი ლიტრი ოქროსთვის, რომელიც მე გლახაკებს დავურიგე, რადგან მან დამიბრუნა ჩემი ოქრო“.
ნეტარმა იოანემ აიღო ხელწერილი და სადილზე მიიპატიჟა. ტრაპეზის დროს წმიდა იოანე გულში ღმერთს ევედრებოდა, გამოეხსნა მისი სტუმარი საშინელი ვარცხლისმოყვარეობისგან (სიძუნწისგან). და აი, ღამით ტროილმა ხილვაში ნახა ენით აუწერელი მშვენიერი სახლი, რომლის კარზეც ჩანდა წარწერა: „ეპისკოპოს ტროილის სავანე და საუკუნო განსასვენებელი“. ეპისკოპოსმა ძალიან გაიხარა, მაგრამ აი, უეცრად გამოჩნდა ვიღაც მრისხანე დიდებული, მეფის კარისკაცს რომ ჩამოჰგავდა და მსახურებს მიმართა: „მთელი სამყაროს მეუფე გიბრძანებთ, წაშალოთ ეს წარწერა“. მსახურები მყისვე დაემორჩილნენ, რის შემდეგაც დიდებულმა ბრძანა: „დააწერეთ ასე: „ეს არის სავანე და საუკუნო განსასვენებელი იოანესი, ალექსანდრიელი პატრიარქის, რომელმაც იგი ოცდაათ ლიტრ ოქროდ შეისყიდა“.
გამოღვიძებული ტროილი ძრწოლით აღივსო, რომ ვერცხლისმოყვარეობის გამო ზეცაში მისთვის გამზადებული სავანე დაკარგა. ტროილი სასწრაფოდ გაეშურა ნეტარ იოანესთან და მოუთხრო, რაც იხილა. წმიდა პატრიარქმა ჩვეული სიმდაბლით დამოძღვრა და მშვიდობით დატოვა. ამის შემდეგ ტროილი გამოსწორდა და გლახაკთმოყვარე და მოწყალე გახდა.скачать dle 11.3