კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდის არ მიდის ადამიანის ლოცვა ღმერთამდე?
პასუხი
: ლოცვას არ აქვს ფასი, როდესაც ის უგულისყუროდ არის წარმოთქმული და გულწრფელად არ მიემართება ღმერთთან. ასეთი მლოცველების შესახებ თავად უფალი ბრძანებს: „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან“ (მათე, 15.8).
კითხვა: რა ასაკიდან შეიძლება ჯვრისწერა?
პასუხი:
ჯვრისწერა ღვთის დიდი საიდუმლოა და ადამიანს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მისი მადლი. ბუნებრივია, ნაადრევ ასაკში ეს გაცნობიერებული არ აქვთ ხოლმე. ცოლ-ქმარმა ღვთისა და ერთმანეთის მორჩილებით უნდა იცხოვროს, ამას კი წინასწარი სულიერი მომზადება სჭირდება. მოგეხსენებათ, ოჯახის შექმნისთანავე უამრავი სირთულე იჩენს თავს არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ სულიერადაც. მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა უფრო ადვილია, ვიდრე სულიერი თანხმობის. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი კარგად არ იცნობს მეუღლის ხასიათს, თავსდატეხილ ოჯახურ სიძნელეებს ვერ გაუძლებს. ამიტომ ნაადრევად შექმნილი ოჯახები მალევე ინგრევა. ასე რომ არ მოხდეს, ახალგაზრდები დაოჯახებამდე მოძღვართან უნდა მივიდნენ, ჰკითხონ მას რჩევა. როდესაც მომავალი მეუღლეები ქორწინდებიან მტკიცე რწმენით არიან მომზადებულნი, მაშინ ოჯახი „ერთ სულ და ერთ ხორც“ ჩამოყალიბდება და ღვთის ნებით, ბედნიერი იქნება.
კითხვა: შეიძლება თუ არა ნათლიად მოძღვარი ავირჩიოთ?
პასუხი:
ნათლიად მოძღვრის არჩევა შესაძლებელია.
კითხვა:  ცოდვად ხომ არ ჩაეთვლება ქრისტიანს, სერიოზულად დაკავდეს აღმოსავლური ორთაბრძოლებით?
პასუხი:
აღმოსავლური ორთაბრძოლების იდეოლოგია და ფილოსოფია ანტიქრისტიანულია, თუმცა მისი ელემენტები შესაძლებელია იყოს გამოყენებული წვრთნის დროს საჯარისო ფორმირებებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილი იქნება ის ფილოსოფია და რელიგიური საფუძვლები, რომელსაც საბრძოლო ხელოვნების მათეული ილეთები ეყრდნობა. ამდენად, აღმოსავლური ორთაბრძოლების იდეოლოგია მიუღებელია, ხოლო მისი ცალკეული ხერხების გამოყენება შესაძლებელია.
კითხვა: უფალი გვიქადაგებს, რომ ჩვენი მტრები შევიყვაროთ. რაში გამოიხატება მათი სიყვარული?
პასუხი:
მტრებისადმი სიყვარული ქრისტიანმა უნდა გამოხატოს შემდეგნაირად, აპატიოს მას წრფელი გულით, დაეხმაროს გასაჭირში და ილოცოს მათთვის.скачать dle 11.3