კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რამდენი მიწის ნაკვეთი და ბინა აქვს დეპუტატ შოთა შალელაშვილსა და მის ოჯახს ისრაელში, რუსეთსა და საქართველოში და რომელ ბანკებში ინახავს ის ხუთ-ნახევარ მილიონ აშშ დოლარს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი  „ქართული ოცნებიდან“ და ამჟამად ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრი შოთა შალელაშვილი 1959 წელსაა დაბადებული უმაღლესი განათლება მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიიღო (1978-1987 წლებში). მისი შრომითი ბიოგრაფია კი 1976 წელს დაიწყო სამტრედიის რაიკავშირის უნივერმაღში, სადაც მუშად 1978 წლამდე იმუშავა. 1984 წელს მოსკოვის ბაკუნინის სახელობის კვების კომბინატის საამქროს უფროსი გახდა, 1985-1989 წლებში კი – სამტრედიის საკონსერვო კომბინატის ინჟინერ-ტექნოლოგი; 1987-1989 წლებში სამტრედიის რაიკოოპერატივის თავმჯდომარის მოადგილედ დაწინაურდა. 1989-1991 წლებში ასოციაცია „საქართველოს“ სამტრედიის ფილიალის დირექტორად მუშაობდა; 1991-1993 წლებში – მოსკოვის კომერციულ ბანკ „პროგრესბანკის“ ვიცე-პრეზიდენტად. 1993-1995 წლებში მრავალდარგობრივი კომპანია „სოფას“ გენერალური დირექტორი გახლდათ; 1995-1999 წლებში – „ინტერის“ დირექტორი, 2000-2002 წლებში –„დაგრეგოს“ გენერალური დირექტორი; 2002-2005 წლებში – შპს „ოპალლის“ დირექტორი; 2005-2009 წლებში „ტრანსსერვისის“ დირექტორი; 2009-2014 წლებში – შპს „სანტრეას“ დირექტორი, ხოლო 2014-2015 წლებში – შპს „სავინიონის“ დირექტორი. 2016 წლის შემოდგომიდან კი საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია.
შესაბამისად, შოთა შალელაშვილმა ჯერჯერობით ერთადერთი დეკლარაცია 2016 წლის 30 დეკემბერს შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა 1965 წელს ხაშურში დაბადებული მეუღლე ირა ფიჩხაძე და 1999 წელს ისრაელში დაბადებული შვილი მარიკ შალონი.
შოთა შალელაშვილის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი ისრაელში (8 820 კვ. მ.); ბინა ისრაელში (165 კვ. მ.); ბინა რუსეთში, მოსკოვში, (155 კვ. მ.); ბინა თბილისში, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე (259 კვ. მ.); მიწის ნაკვეთი სამტრედიის რაიონში (600 კვ. მ.); ასევე, მეუღლესთან ერთობლივად ფლობს მიწის ნაკვეთს ისრაელში (6 650 კვ. მ.). ირა ფიჩხაძის საკუთრებაა: მიწის ოთხი ნაკვეთი ქობულეთში (17 149, 1 556, 248 და 2 052 კვ. მ. ფართობების) და სამი არასაცხოვრებელი ფართი ქობულეთში (4 428, 8 739 და 221 კვ. მ. ფართობების).
შოთა შალელაშვილს ჰყავს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა: MERCEDES S-500, NISSAN TEANA, MERCEDES GL-450 და AUDI S8. მის მეუღლეს კი – FORD EXPLORER.
დეპუტატი  და მისი შვილი ბანკ LEUMI ISRAEL-ის ორ დეპოზიტზე ინახავენ 256 651 და 100 000 აშშ დოლარს; ასევე, დეპუტატს „თი ბი სი ბანკის“ დეპოზიტზე ერიცხება 94 700 აშშ დოლარი, „ქართუ ბანკის“ დეპოზიტზე კი: ორ-ნახევარი და სამი მილიონი აშშ დოლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაღდ ფულად, შოთა შალელაშვილს ჰქონდა 18 000 ევრო და 5 000 აშშ დოლარი, ირა ფიჩხაძეს – 25 000 აშშ დოლარი.
თუ დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციას ვერწმუნებით, შოთა შალელაშვილის ოჯახის შემოსავალი 2016 წლის განმავლობაში იყო დეპუტატის თვე-ნახევრის სადეპუტატო ხელფასი: 5 550 ლარი.
скачать dle 11.3