კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№35 რა ტრაგედიის შემდეგ გადაწყვიტა თამარ ცომაიამ ამერიკაში წასვლა და როგორ დაიმკვიდრა მან თავი ამერიკული მოდის ინდუსტრიაში

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 თამარ ცომაია აქსესუარების ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერია, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს. ის ქმნის სათვალეებისა და ქუდების, როგორც ყოველდღიურ, ასევე საქორწილო ხაზს. „თამარას“ სათვალეები ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა... მისი ბრენდის – „თამარას“ სათვალეებს ბევრი ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანი ატარებს, როგორც ამერიკაში და საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.
თამარ ცომაია:
ბავშვობიდან ვხატავდი. ყოველთვის მინდოდა, დიზაინის კუთხით შემექმნა რაღაც და მეღვაწა ამ სფეროში, მაგრამ პროფესიით იურისტი ვარ, რადგან ეს დედაჩემის სურვილი იყო. 22 წლის ვიყავი, ცხოვრებისეული დიდი დარტყმა რომ მივიღე – დედა გარდამეცვალა. სიმსივნით იყო დაავადებული, ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. ეს არის ჩემთვის უდიდესი ტკივილი. მამაჩემი 19 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ამერიკაში. ჩემი დაც იქ ცხოვრობს. ბავშვობიდან ჩემს ქვეცნობიერში არსებობდა ამერიკა, ქვეყანა, რომელშიც მინდოდა, მეცხოვრა. მას შემდეგ, რაც დედა გარდამეცვალა, სანამ ამერიკაში ჩავიდოდი, გულის პრობლემებით გარდამეცვალა მამაც. ისე რომ, ვერც ვნახე. ამასობაში, გარდაიცვალა ბებიაც.  მყავს ათი წლის შვილი და ფაქტობრივად, პატარა ბავშვით დავრჩი მარტო. აღარ მინდოდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, აქ აღარ მომიწევდა გული, აღარ მყავდნენ საყვარელი ადამიანები და გადავწყვიტე, ახალი ცხოვრება დამეწყო – ახალი პროფესიით, ახალი შემართებით, ახალ ხალხთან ერთად. წავედი ამერიკაში და გადავწყვიტე ახალი ცხოვრების დაწყება. ვიფიქრე, რატომაც არა, სწორედ ახლა ვისაქმიანებ იმ სფეროში, რომელიც ყოველთვის მომწონდა, ყოველთვის მიზიდავდა და ნამდვილად ჩემია-მეთქი. ძირითადი მოტივაცია ეს იყო, რომ მე ამერიკაში წავედი.
– სათვალეების გაკეთების იდეა საიდან მოგივიდა?
– სანამ ამერიკაში გადავიდოდი, „თბილისი ფეშენ-ვიქშიც“ მივიღე მონაწილეობა. მქონდა გამოფენა. ეს იყო ჩემი პირველი დებიუტი, სადაც პირველად
წარმოვადგინე ჩემი აქსესუარები, ქუდები. მასში ვაქსოვდი დიდ სიყვარულს და  ასე ვთქვათ, შევედი ამ სფეროში. როდესაც უკვე ამერიკაში ჩავედი, იქაური ცხოვრების ტემპმა მიბიძგა, ამერჩია სამოღვაწეო სფერო, რადგან ყოველთვის ამბიციური ვიყავი და მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა. დაფიქრებაც კი არ დამჭირდა ამ საკითხზე, ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა. შევიძინე უამრავი მასალა, ხელსაწყო. მოვაწყვე სახლში სტუდიო. თანდათნობით გავიცანი ფოტოგრაფები, დიზაინერები. ძალიან ჩავერთე იქაური მოდის ინდუსტრიაში. ყოველთვის თვალს ვადევნებდი სხვადასხვა ჩვენებას. მინდოდა, ვყოფილიყავი ამ ინდუსტრიის ნაწილი ამერიკაში. მაქვს ორი ხაზი, როგორც საქორწილო, ასევე ყოველდღიური. იყო ბევრი შემოთავაზება. ორი ჩვენება გავაკეთე მანჰეტენზე. ერთი ცნობილი დიზაინერი დაინტერესდა ჩემით, შემომთავაზა ჩვენების გაკეთება. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩემი პარტნიორი, რომელიც ნიუ-იორკში გავიცანი – ნინო წერეთელი. მას ეკუთვნის იდეა, რომ ერთად გაგვეკეთებინა სათვალეების ხაზი. მე მანამდე საქართველოშიც ვაკეთებდი, მაგრამ მან ნახა ჩემი გაკეთებული ნივთები, მოეწონა და ორი წელი ვქმნიდით სათვალეებს ერთი ბრენდის ქვეშ. მაგრამ, ისე მოხდა, რომ ნიუ-იორკული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, მე უფრო აქტიური აღმოვჩნდი. გამოვეყავით ერთმანეთს და ახლა იყიდება, როგორც „თამარა“, ნიუ-იორკის ბრენდის ქვეშ.

– გარდა სათვალეებისა. კიდევ სხვა აქსესუარებს თუ ქმნი?
– გარდა სათვალეებისა, მაქვს ქუდების ხაზიც. ჩასვლისთანავე, უცებ ავუღე ალღო ნიუ-იორკს.  ორ მაღაზიაში არის ჩემი საქორწილო აქსესუარები. ერთი ჩემი მაღაზია მანჰეტენზეა, მეორე – ბრუკლინში, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანი ყიდულობს და ატარებს „თამარას”.
–  გარდა დიზაინერობისა, სხვა საქმით თუ ხარ დაკავებული?
– ამერიკაში ძალიან რთულია მხოლოდ შენი, კერძო ბიზნესით იცხოვრო. მე ვმუშაობ მანჰეტენზე ერთ-ერთ საქორწილო კაბების მაღაზიაში, სადაც კაბის ფასი ოციათასი დოლარიდან იწყება.  ვქმნი დიზაინს და თვლებით  ვაფორმებ საქორწილო კაბებს... ჩვენთან წარმოდგენილია ცნობილი დიზაინერის, გალიან ლაჰას საქორწილო კაბები. ვხატავ მის საქორწინო კაბებს, მათთვის ვქმნი სკეტჩებს. კაბების ფასი ოცი ათასიდან, ზევით იწყება. სამსახურის მერე და დასვენების დღეებში, ფაქტობრივად, არ ვისვენებ. ყოველთვის, დასასვენებლად რომ მივდივარ, მიმაქვს ჩემი სამუშაო ნივთებიც – პროფესიონალი ფოტოაპარატი, რომ რასაც ვქმნი, გადავიღო და ლამაზად წარმოვაჩინო. მაგალითად, მექსიკაში არის ძველი პირამიდები, სადაც წავედი და წავიღე ქუდი, რომელიც მექსიკურ სტილშია გაკეთებული. იქ იყო შემოსაზღვრული ადგილი, სადაც განსაკუთრებული პალმის ჯიშებია. შევედი, დავდე ერთ პალმაზე ქუდი და ვუღებდი ფოტოებს. გამოვარდა ვიღაც მექსიკელი კაცი, რომელმაც ჩხუბი დამიწყო ესპანურად და ვერ გავიგე, რატომ მეჩხუბებოდა. ლამის პოლიციაც ჩარია. ბოლოს მიმითითა ბანერზე, სადაც ეწერა, არ შეიძლებაო. მე თვითონაც გადამიღია სიცივეში,
ნახევრად შიშველს ფოტოები. მექსიკიდანაც ჩამოსულა ფოტოგრაფი ფოტოების გადასაღებად. ასევე, ვთანამშრომლობ ქართველ ფოტოგრაფთან, ძალიან ნიჭიერ ბიჭთან – ლაშა ბაღათურიასთან.

– როგორია შენი ამერიკა, მართლა ოცნებების ასრულების ქვეყანაა?
– ნიუ-იორკში ძალიან დიდი კონკურენციაა და ღამეები გამითენებია იმაზე ფიქრში, რა შემექმნა. დიდი შრომის ჩადების გარეშე, ვერაფერს მიაღწევ. ნიუ-იორკში წარმატება ითხოვს თავდაუზოგავ შრომას, დროს. გარდა იმისა, რომ მოიფიქრებ და შექმნი, ეს ყველაფერი ლამაზად უნდა შეფუთო. ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც შეიძლება, შექმნა ნემსი და ნემსით მილიონერი გახდე. ოღონდ, მთავარია, როგორ შეფუთავ ამ ყველაფერს. ერთხელ მე და ჩემი ყოფილი პარტნიორი ნინო წერეთელი მეტროთი ვმგზავრობდით და ვსაუბრობდით კოლექციაზე, რომელიც ახალი დასრულებული გვქონდა. ნინოს ვეუბნებოდი, ძალიან კარგი იქნება, თუ ამ კოლექციაში წითურ გოგონას გადავიღებთ-მეთქი. ამ დროს იღება მეტროს კარი და შემოდის წითურთმიანი გოგო. ნინოს ვეუბნები: ნახე, რა კარგი გოგოა, ასეთი გოგო გვჭირდება გადაღებისთვის, ხომ არ შევთავაზოთ-მეთქი. მე, საერთოდ, ხმამაღლა მიყვარს ლაპარაკი.  გადავუჯექი ამ გოგოს, გავუბი საუბარი. რას წარმოვიდგენდი, რომ ეს გოგო  ქართველი იქნებოდა. ორ დღეში უკვე გადაღება გვქონდა. ეს მაგალითია იმისა, რომ ამერიკა ისეთი ქვეყანაა, თუკი რაღაც გულით გინდა, თვითონ მოდის.
скачать dle 11.3