კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ჰყავს თუ არა მერსი სულხანიშვილს პოლიტიკოსი საყვარელი და რატომ მოიშიშვლა მან მკერდი საჯაროდ

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 მერსი სულხანიშვილი – ტელესახე, რომელმაც საზოგადოებას თავი არა მხოლოდ საკუთარი პროფესიით, არამედ სექსუალური გარეგნობითა და პატარ-პატარა სკანდალებით დაამახსოვრა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სატელევიზიო ეთერში მკერდი მოიშიშვლა. მერსი ჟურნალისტია, თუმცა ამ ეტაპზე დროებით პაუზა აქვს აღებული და შემოთავაზებებს ელოდება ტელევიზებიდან.
მერსი სულხანიშვილი:
ცოტა ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა, რაც ეკრანზე აღარ ვარ და სიმართლე გითხრათ, მენატრება. ველოდები, როდის დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას, რადგან ეკრანი არის ის, რაც ყველაზე მეტად მენატრება და მავსებს.  ჩემი პროფესია და კარიერა ჩემი ცხოვრების აზრია და მგონია, ახლა  ცხოვრების რაღაც ნაწილი მაკლია. თუმცა, დაკავებული ვარ სხვადასხვა გადაღებით.
– ფიზიკურად შეიცვალე. სულ სხვა იმიჯი მოირგე.
– ხო, ამობენ, რომ შევიცვალე, თუმცა მე ვერ ვატყობ. ზოგადად, სხვისი შეფასებები უფრო საინტერესოა ხოლმე. რაც შეეხება იმიჯს, მაშინ მიმყავდა გადაცემა, რომელიც შეეხებოდა მოდას და საჭირო იყო, ისეთი იმიჯი მქონოდა.  აწი რა ფორმატის გადაცემაც მექნება, იმ ფორმატის იმიჯს მოვირგებ, ეს არ მიჭირს. მთავარია, ვაკეთო ჩემი საქმე და კომფორტულად ვიყო. ხშირად ვამბობ ხოლმე, თუ, რაიმეში არ შევმცდარვარ ცხოვრებაში, ეს ჩემი პროფესია არის-მეთქი.
– და რა შეცდომა დაგიშვია?
– უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ, შეცდომა ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება დაუშვას, მთავარია, არ გაიმეოროს. მეც მქონია პატარ-პატარა შეცდომები, თუმცა მათზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.
– პლასტიკურ ქირურგიას მიმართავ ხოლმე?
– ჯერჯერობით არა, თუმცა ესთეტიკური ჩარევები მაქვს. კბილები შევიცვალე და ვიყენებ ბოტოქსს, კიდევ, წლების წინ ტუჩი მაქვს გაკეთებული. დანარჩენი რაც ვარ, ეს ვარ.
– მერსი, საზოგადოება შენგან სკანდალებს იყო მიჩვეული. სკანდალური მერსი აღარ არსებობს?
– იყო  პერიოდი, როცა ჩემმა კოლეგებმა შემფუთეს სკანდალურად. როცა ამ თემას ეხებიან, სულ მიკვირს, რადგან  არ ვარ სკანდალური. არ მიყვარს ახსნა-განმარტებების გაკეთება, მაგრამ „სკანდალური მერსი“ – ასეთი შეფასება არ მომწონს. მე ყოველთვის ჩემგან დამოუკიდებლად ვეხვევი სკანდალში, რაც ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია და დისკომფორტს მიქმნის.  
– პოპულარობისთვის თავად არ მიგიმართავს სკანდალისთვის?
ცხოვრებაში ისედაც იმდენი რაღაც ხდება, კიდევ ზედმეტად რაღაცაზე ვიფიქრო და მოვიგონო, ჩემთვის ცოტა მიუღებელია. არასოდეს მსგავსი რამ არ გამიკეთებია პოპულარობისთვის.
– მაშინ, რატომ მოიშიშვლე მკერდი საჯაროდ?
– დღეს ამ თემაზე რომ მესაუბრებიან ხოლმე, აღარ ვპასუხობ, რადგან უკვე სასაცილოა. იმიტომ, რომ მაშინ იმ მდგომარეობას ასე სჭირდებოდა და ეს იყო შოუ.
– რადგანაც სკანდალებზე ვსაუბრობთ, ერთი წლის წინ, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარმა ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. დამნაშავე იყავი მაშინ?
– ამ თემას არ ვეხები, რადგან ეს იყო ჩემთვის ძალიან მტკივნეული. რაც საჭირო იყო, მაშინ ვთქვი, თუმცა ბევრი რამე არ მითქვამს. იმ მომენტში ძალიან არასასიამოვნო ამბავი მოხდა და პირადად ჩემთვის ტრაგედია იყო. ეს არის თემა, რომლის უბრალო გახსნებაც არ მინდა. ერთადერთი, რაც არის სამწუხარო, საზოგადოებამ ყველაფერი არასწორად გაიგო. ვიდეო, რომელიც გავრცელდა, არ იყო სრული სახით წარმოდგენილი. მსგავსი ჩანაწერი მეც რომ მენახა სხვა პირის მოქმედებით, შეიძლება, იმაზე უარესი რეაქციაც კი მქონოდა, რაც საზოგადოებას ჰქონდა ჩემ მიმართ. არ დავიწყებ გარჩევას, ვინ იყო დამნაშავე და ვინ არა, ღმერთმა განსაჯოს.
– თითქოს ამ ფაქტმა შენს ცხოვრებაზე იმოქმედა და იმის მერე, დიდად აღარ ჩანხარ.
– იმოქმედა, მაგრამ ამას არ შეუცვლია ჩემი ცხოვრება. ხალხმა ჩათვალა, რომ შევიცვალე, მაგრამ არა. წლიდან წლამდე უკეთესობისკენ ვიცვლებით ადამიანები. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ წარსული და უნდა ვიცხოვროთ მომავლით. ზოგადად, ძალიან სამართლიანი ვარ. ბავშვობიდან მქონდა ეს თვისება და თუ, მართალი ვარ, ვიცავ ჩემს პოზიციას. იმ მომენტში მინდოდა, სიმართლე ყველას გაეგო. ჩემთვის თითოეული ადამიანი თანასწორია, შესაბამისად, იმ მომენტში ჩვენ, ორივე, ვიყავით თანასწორი. რადგან ის განსხვავებულ პროფესიას ემსახურებოდა, ვერ ვხვდები, მისთვის რატომ უნდა დამეთმო. ჩემი შეცდომა რაც იყო, ისაა, რომ თმენის ვალდებულება მმართებდა, რაც ვერ გამოვიჩინე.  არ უნდა ავყოლოდი პროვოკაციას.
– ამ ამბის შემდეგ მონასტერში წახვედი?
კი, მონასტერში ვიყავი ერთი კვირა. ერთადერთი პოზიტივი, რაც ამ ამბავს მოჰყვა, მონასტერში გატარებული მართლა სულიერად მშვიდი და ლამაზი დღეები იყო. მარტივად მივიღე იქ წასვლის გადაწყვეტილება, რადგან ძალიან მინდოდა. მონასტერში ცხოვრება არის საინტერესო. იქ არ არის სიყალბე და არავინ არავის არ ექიშპება. ყველაფრისგან ვიყავი დასვენებული და მოწყვეტილი. ვეხმარებოდი დედაოებს, ბაღში ვუვლიდი  ბოსტნეულს. ამის მერე გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მქონდეს ძალიან დიდი სახლი და ბევრი მცენარე. ბოსტანში ფუსფუსი ძალიან მომეწონა. სიხარულით ვრწყავდი ხოლმე კიტრს, პომიდორს, კარტოფილს, მწვანილს.
– მერსი, ჭორი დადის, თითქოს ერთ-ერთი პოლიტიკოსის საყვარელი ხარ.
– ალბათ, ჭორიკნებს სწყურიათ მსგავსი ჭორების მოსმენა და იგონებენ ასეთ ამბებს.  მოდი, მათ ვკითხოთ, ვინც ამ ამბებს იგონებს,  რომელი პოლიტიკოსია ამჯერად ჩემი საყვარელი.
– იმასაც ამბობენ, რომ მანქანა გაჩუქა...
– არა, ტყუილია. მანქანა დედამ მაჩუქა.
– მაშინ, რა ხდება შენს პირადში?
პირადში ძალიან კარგადაა ყველაფერი, ბედნიერი ვარ. არ დავკონკრეტდები, ვინმე ჩანს თუ არა, ერთს გეტყვით, რომ ვარ ძალიან ბედნიერი. ახლა პირად ცხოვრებაში ყველაზე კარგი პერიოდი მაქვს. იცი, როგორ ეტაპზე ვარ, ხანდახან ვეკითხები საკუთარ თავს: მერსი, ეს მართლა შენ თავს ხდება? მეშინია, თვალი არ მეცეს (იცინის). ცხოვრებით რომ კმაყოფილი ვარ, აი, ზუსტად ეგრე ვარ ახლა.
– ანუ შეყვარებული ხარ?
– ჯერ არ არის ჩემი პირადი ისეთ დონეზე, რომ ეს დავაკონკრეტო. თან, პირადი ხომ პირადია?! ამ ეტაპზე არ ვთვლი, რომ რამე მაქვს სათქმელი, უბრალოდ, მართლა ყველაზე ბედნიერი ვარ.
– მატერიალური უზრუნველყოფის გამო თუ იქნებოდი მამაკაცთან?
– ფულით შეძენილი ურთიერთობა ხვალ ისევ, ფულზე გაიცვლება. მატერიალური უზრუნველყოფა კი კარგია, მაგრამ მატერიალურის გამო რაღაც გავაკეთო, ეს არის სრული  აბსურდი. ადამიანი რომ მომწონს, საერთოდ არ ვიცი რა დევს მის ჯიბეში. ფულით ყველაფერს ვერ იყიდი.
– საბერძნეთში დასასვენებლად იყავი?
– დასასვენებლად – ნაკლებად. ბევრმა არ იცის, რომ საბერძნეთში არისტოტელეს უნივერსიტეტში ჩავაბარე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და აკადემიური მაქვს აღებული და უნდა გამეგრძელებინა და ამიტომ ჩავედი. შეიძლება ითქვას, საქმიანი ვიზიტით ვიყავი, თუმცა, ნაწილობრივ, დასვენებაც გამომივიდა.
– თბილისურ სიცხეებს სად აფარებ თავს?
– აგარაკზე ვარ ხოლმე. შავი ზღვისპირეთისთვის არ მიმიშურებია, რადგან ამ ეტაპზე რაღაც საქმეები მაქვს და ხანგრძლივ დასვენებას ვერ ვახერხებ. ისე გამოვიდა, რომ დასვენება და საქმე შევუთავსე საბერძნეთში ვიზიტს.
– რუჯი არ გიყვარს?
– ნაკლებად ვარ რუჯის მოყვარული. არ შემიძლია, საათობით ვიჯდე აუზზე ან სანაპიროზე და ველოდო, როდის გავშავდები. ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, შესაბამისად, ჩემთვის  რუჯის მიღება ფუჭად დაკარგულ დროსთან ასოცირდება. ერთ ადგილზე დიდიხანს ვერ ვჩერდები. უცხოეთშიც როცა მივდივარ, მაქისმუმ, ერთი კვირა გავძლო, მერე უკვე ცუდად ვხდები, რადგან უკიდეგანოდ პატრიოტი ვარ. ახლა რომ ვიყავი წასული, ფრენა გადაიდო და ისტერიკა დამეწყო. დედაჩემიც კი ჩამოვიყვანე. ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი ვახშმად მიწვეული და რომ ვიცოდი, ჩემი თვითმფრინავი უნდა აფრენილიყო, ჩვეულებრივი ისტერიკა დამემართა. მინდოდა, სასწაული მომხარიყო და საქართველოში აღმოვჩენილიყავი. ბოლოს, როგორც იქნა, თვითმფრინავის ბილეთი რომ ავიღე, ქუჩაში ვყვიროდი საქართველოში ვბრუნდები-მეთქი.
скачать dle 11.3