კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ჩვენი დროის ერთ-ერთი წარმატებული კომპანია

თანამედროვე ქართულ რეალობაში უამრავმა სამშენებლო კომპანიამ დაიმკვიდრა სახელი, რომლებიც მეტ-ნაკლები სირთულისა თუ მასშტაბის პროექტებს ახორციელებენ და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხიც არაერთგვაროვანი მახასიათებლებით გამოირჩევა. ამ ფონზე რთულად მოსაძიებელია კომპანიები, რომელთაც გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია აქვთ. შპს „ჯი.აი.ემ.ჯი“ სწორედ ასეთ იშვიათ მათგანს წარმოადგენს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც გამოცდილი კადრი და პროფესიონალიზმი ჰქვია.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ინჟინერია, პროექტირება, ლითონკონსტრუქციები, მანქანათმშენებლობა, მშენებლობა და სხვა.
შპს „ჯი.აი.ემ.ჯი“ 2010 წელს დაფუძნდა. პირველი შეკვეთა თურქეთში, ერზრუმის სამთო-სათხილამურო კომპლექსისთვის ფუნიკულიორების მშენებლობა იყო. ჩვენი დროის ერთ-ერთი
წარმატებული კომპანიის დამაარსებლები არიან ბატონი გია წიქარიშვილი და ბატონი გოჩა თედორაძე. მათ სახელებს უკავშირდება ისეთი წარმატებული სამშენებლო პროექტები, როგორებიცაა: მცხეთა-სტეფანწმინდის 107-ე კილომეტრზე ხიდის ლითონკონსტრუქციების დამზადება და მონტაჟი, ქობულეთის კულტურის სახლის ფასადის მოწყობა, სადახლოს გამშვები პუნქტის ლითონკონსტრუქციებისა და ფასადის მოწყობა; რაბის სტადიონებისთვის განათების ბოძების დამზადება-მონტაჟი და სხვა.

შპს „ჯი.აი.ემ.ჯი“-ის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი სხვადასხვა დროს მუშაობდნენ მსხვილ კომპანიებში (საავიაციო ქარხანა, „დელტა“, „ელიტა ბურჯი“, თბილქალაქპროექტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა),
სადაც დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება მიიღეს. ამ კომპანიის მზარდი რეპუტაცია შემთხვევითი არ არის,  იმ გამოცდილების ბუნებრივი შედეგია, რაც მათ წლების განმავლობაში დაუგროვდათ, ეს კი კომპანიის საიმედოობისა და ნდობის განმსაზღვრელია.
შპს „ჯი.აი.ემ.ჯი“ გამოირჩევა ოპერატიულობითა და მობილურობით, შესრულების ხარისხით, გეგმის თანმიმდევრული წარმართვით დროში და ახალგაზრდა თაობის პროფესიული დონის ამაღლების მიმართულებით.
კომპანიას აქვს ყველა რესურსი, ნებისმიერი სირთულისა და მიმართულების პროექტის განსახორციელებლად.
კომპანიამ წარმატებით განახორციელა რამდენიმე მსხვილი და მცირე პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველა პროექტი დასრულდა დადგენილ ვადებში და პროფესიონალურად. არსებობის მცირე პერიოდში კომპანიამ სოლიდური ისტორიის შექმნა შეძლო.скачать dle 11.3