კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რა მომაკვდინებელი დაავადება უკავშირდება კონდიციონერს და როგორ ავიცილოთ მისგან მომავალი საფრთხეები

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 კონდიციონერი თანამედროვე ტექნიკის მიღწევაა, რომლის გარეშეც დღევანდელ დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ მის დადებით მხარეებთან ერთად, ხშირად შეიძლება, შეხება გვქონდეს მის უარყოფით მხარეებთანაც, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს გულისხმობს. თუ რა დაავადებები შეიძლება, გამოიწვიოს კონდიციონერმა და როგორ ავიცილოთ თავიდან მისგან მოსალოდნელი საფრთხეები, გვესაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფტიზიატრიის და ასევე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინაში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე.
კახა ვაჭარაძე:
კონდიციონერის სიკეთეზე, ალბათ, ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან ყველამ იცის, რომ ის ჩვენი ერთადერთი და შეუცვლელი მეგობარია, როცა გვინდა, რომ აუტანელ სიცხეში გავგრილდეთ. თუმცა, ისევე როგორც მედიკამენტს ვიყენებთ სამკურნალოდ, მაგრამ გვერდითი მოვლენები აქვს, ასევეა კონდიციონერიც. მის უკან მთელი რიგი საფრთხეები იმალება. რა საფრთხეებია ეს? უპირველეს ყოვლისა, კონდიციონერს აქვს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: ჰაერის გამოშრობა, ზედმეტი გადაციება, ჰაერის ტემპერატურის დარღვევა, დეიონიზაცია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რასაკვირველია, ტენიანობის დარღვევა. არის კიდევ ერთი, ძალიან საშიშია – პირდაპირ, მექანიკური ჰაერის ჭავლით დაზიანება.
– რა დაავადებები შეიძლება, გამოიწვიოს კონდიციონერმა?
– უპირველეს ყოვლისა, კონდიციონერის გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება, შეხება გვქონდეს ისეთ საფრთხეებთან, როგორიცაა: გაციება, რესპირაციული ინფექციები – ქრონიკული სასუნთქი სისტემის დაავადებების გამწვავება, ბრონქიტი, პნევმონია. ხშირად ხდება ხმის დაკარგვა, კუნთოვანი სისტემის დაზიანება, ნერვული დაავადებები, ჰერპესის გამწვავება, შარდ-სასქესო სისტემის, განსაკუთრებით ქალბატონებში, ცისტიტების გამწვავება, სახსრების ტკივილი. ეს არის ის გართულებები, რაც მცირედ პროცენტში, მაგრამ მაინც აღინიშნება და რეალურად, ამის საშიშროება არის. ერთ-ერთი გართულება, რაც კონდიციონერთანაა დაკავშირებული, პნევმონიების რისკი და ერთ-ერთია „ლეგიონელა” პნევმონიის ბაქტერიების დაავადება. ეს არის სპეციფიკური დაავადება, რომელიც კონდიციონერთანაა დაკავშირებული. თუმცა, ეს ეხება დაბალხარსხიან კონდეციონერს, თორემ არის კონდეციონერები, რომლებთანაც ეს რისკი დაბალია. მათ აქვთ ბაქტერიოციდული მოქმედება და თავად ანადგურებენ ამ ბაქტერიებს. ის გადაეცემა, როცა ბევრი ადამიანი ტრიალებს ოთახში. გამოიყოფა ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, CO, ვირუსები, ბაქტერიები, რომელიც ყველა ადამიანს ინდივიდუალური გვაქვს. ლეგიონელა მიეკუთვნება ატიპიურ მიკროორგანიზმების რიცხვს და საკმაოდ აგრესიულად მიდის – რღვევის პროცესებით, სისხლიანი ნახველით, ჰექტიური ტემპერატურით, მაღალი ცხელებით და გამოსავალიც საკმაოდ მძიმეა. ლეგიონელათი სიკვდილი მერყეობს ხუთიდან ოც პროცენტამდე. საკმაოდ მაღალია, თუმცა მისი მკურნალობა შესაძლებელია და არ უნდა დაფრთხეთ.
– როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი, რომელიც ნაკლებ საფრთხეს შეიცავს?
– მე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხზე. მსოფლიო გადასულია ორ მნიშვნელოვან სლოგანზე – უსაფრთხოება და ეფექტურობა, რაც ნებისმიერი ნივთის ყიდვისას უნდა გაითვალისწინო. რაც უფრო მაღალია კონდიციონერის ხარისხი, მით უფრო ახალი და დაცული ტექნოლოგიებითაა ის აღჭურვილი და უფრო ნაკლებია ის რისკი, რაზეც ვსაუბრობთ. ეს არის ბაქტერიოციდული აღჭურვილობები,  ჰაერის ფილტრი, რომელიც ხელს უშლის გარე, მავნე ბაქტერიების შემოსვლას, ასევე სპეციალური, ეგრეთ წოდებული, ჭკვიანი ვიდეოთვალი, რომელიც აცილებს პატრონს ჰაერის ჭავლს, რომ პირდაპირ არ ხდებოდეს მასზე ზემოქმედება. კონდიციონერი, რომელიც თვითონ აკეთებს იონიზაციას და არ ხდება დეიონიზაცია, იმ გარემოში, სადაც დამონტაჟებულია, არეგულირებს ტენიანობას. ეს იდეალური ვარიანტია. როდესაც კონდიციონერს შეიძენთ, უნდა გაითვალისწინოთ მისი პარამეტრები – რაოდენ შეესაბამება ის იმ გარემოსა და სივრცეს, სადაც უნდა დამონტაჟდეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა კონდიციონერს აქვს თავისი მოქმედების არეალი გათვლილი კვადრატულ სივრცეზე. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი პარამეტრები, თუ რომელ კედელზე დამონტაჟდეს და საით იყოს ჭავლი მიმართული.
– რამდენად მნიშვნელოვანია გარეთ და კონდეციონერიან სივრცეში არსებული კლიმატის ცვალებადობა?
– ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვალებადობა. საერთოდ, მოწოდებულია რომ სხვაობა გარე და შიდა ტემპერატურას შორის უნდა მერყეობდეს 4-დან 6 პროცენტამდე. როდესაც გარეთ ძალიან მაღალი ტემპერატურაა, შემოდიხარ და კონდეციონერი 17-18 გრადუსს გვიჩვენებს, ეს კატასტროფის ტოლფასია. რატომ? – ძალიან დიდია ტემპერატურის ცვალებადობა.  საერთოდ, ოთახში ტემპერატურა უნდა იყოს პლუს-მინუს 25-დან 30 გრადუსამდე. ძალიან მოიმატა რესპირაციულმა დაავადებებმა, სინუსიტებმა, ალერგიებმა ზაფხულში. როცა დიდი სიცხიდან შევდივართ რადიკალურად დაბალი და გამომშრალი ტემპერატურის ქვეშ, ორგანიზმი ვეღარ ასწრებს დამცავი ფუნქციების გადაწყობას – იმუნიტეტიც ქვეითდება და ხდება სასუნთქი გზების გამოშრობა. რა უნდა ვქნათ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად? – კონდიციონერიან სივრცეში შესვლამდე, უნდა შევყოვნდეთ შესასვლელ ოთახში. რამდენიმე წუთში ორგანიზმის ტემპერატურა 40 გრადუსიდან ჩამოვა 30 გრადუსამდე და დარეგულირდება.
–  როგორ ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი საფრთხეები?
–  თუ გავითვალისწინებთ შემდეგ  დამცავ მექანიზმებს, რისკი საკმაოდ შემცირდება. კონდიციონერი აუცილებლად მაღალი ხარისხის  უნდა იყოს. საჭიროა ბიოფილტრების ხშირი ცვლა ან რეცხვა, მტვერსასრუტით გაწმენდა. თუკი ერთხელ მაინც გინახავთ კონდიციონერის ფილტრი, შეამჩნევდით, როგორი დაბინძურებულია. ამიტომ, წელიწადში 2-ჯერ უნდა გაიწმინდოს. განსაკუთრებით იქ, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებია (ორგანიზაციები, ოფისები, კლინიკები). ხაზგასმით საშიშია ცენტრალური კონდიცირების შემთხვევა. ამ დროს ინფექციამ შეიძლება, ერთი სივრციდან მეორეში გადაინაცვლოს, მეორიდან – მესამეში და ასე შემდეგ. ამიტომ, ბიოფილტრების გაწმენდა-გარეცხვისას ბაქტერიების გავრცელების საფრთხე ნაკლებია. როდესაც დიდი ხანი მუშაობს კონდიციონერი აუცილებელია, გამოვრთოთ, გავაღოთ ფანჯარა ან კარი. გავანიავოთ, აღვადგინოთ ბუნებრივი ბალანსი და ნატურალური ჰაერი შემოვიდეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, შეგვიძლია, ჩავრთოთ კონდიციონერი. ღამით კონდიციონერის ქვეშ ძილი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში, ხდება ორგანიზმის გადაციება. არ ხდება  მისი რეგულირება, გამორთვა და მისი ჰაერით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, რისკი ერთიორად მაღალია.  
скачать dle 11.3