კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ არ მიიღო მონაწილეობა მარიამ კუკუნაშვილმა „ცეკვავენ ვარსკვლავებში” და რატომ აღარ ქორწინდება ის თავის ქმარზე

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ბიზნესლედი მარიამ კუკუნაშვილი, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელის, „ნიუ ლაიფის” დამფუძნებელია და რომლის ბიზნესის ფილიალები ათზე მეტ ქვეყანაშია, ამავე დროს, პროფესიონალური ცეკვით არის დაკავებული და კონკურსებზე გასვლასა და წარმატებების მიღწევასაც ახერხებს. ის ახლახან დაბრუნდა საქართველოში გერმანიიდან, სადაც პროფესიონალ მოცეკვავეთა კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მაღალი რეიტინგით დაწინაურდა.
მარიამ კუკუნაშვილი:
ცეკვა  ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობაში  სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი, ხოლო შემდეგ სტუდენტობის პერიოდში, ვიყავი სამედიცინო ინსტიტუტის ქართული ცეკვების ანსამბლში. შემდეგ, სამსახურისა და დაკავებული რეჟიმის გამო, საერთოდ ჩამოვშორდი. ბოლო 5 წელია, რაც ინტენსიურად მოვკიდე ხელი ლათინურ ცეკვებსა და ტანვარჯიშს. ჩემი მეწყვილეა შაკო მელანაშვილი. ბოლო კონკურსი ლათინურ ცეკვებში გერმანიაში ჩატარდა, ავიღეთ მე-15 ადგილი და მსოფლიო რეიტინგში 106 წყვილს გავუსწარით. უახლოესი გეგმა არის ის, რომ მსოფლიოს ტოპ 50 წყვილში შევიდეთ, შემდეგ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონებიც გავხდეთ.
– პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” არ გქონიათ შემოთავაზება?
– ზემოთ ვახსენე, რომ ინტენსიურად ბოლოს 5 წლის წინ მოვკიდე ხელი ამ საქმეს. ეს სწორედ „ცეკვვავენ ვარსკვლავების“ დამსახურებაა, რადგან მათ დამირეკეს და პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. თავიდან პროექტისთვის დავიწყე მზადება. ბოლოს კი, ჩემი თანამშრომლობა „ცეკვავენ ვარსკვლავებთან” არ შედგა, ცეკვას კი შემოვრჩი ასე, ყოველდღიურ რეჟიმში. ახლა რომც შემომთავაზონ, უარს ვიტყვი... წლები მომემატა, დავბრძენდი და ვფიქრობ, რომ ყვითელი შოუების ვარსკვლავობა ჩემი საქმე არ არის...
– ცეკვის დროს გამოირჩევით იმითაც, რომ დახურული კაბებით გამოდიხართ, რატომ?
–  ხშირად მეკითხებიან, ზედმეტად დახურული კაბები ხომ არ გაცვია „ლათინის” კონკურსზეო. არა, სიშიშვლე არ არის სექსუალურობა. რამდენი წყვილიც არ უნდა ცეკვავდეს ხოლმე პარკეტზე, უპირველესად, ვხედავ და ვამჩნევ კარინა ლისენკოს (ან სხვა ჩაცმულსაც), იმიტომ რომ აცვია, იმიტომ რომ აღვიქვამ, რომ ქალი ცეკვავს..
სექსუალურობისა და ემოციების ჩაკრა მით უფრო ძლიერია და მით მეტი ენერგეტიკის მატარებელს ხდის ადამიანს, რაც მეტად ზომიერია ჩაცმაში. სხვაგვარად კი აბნევ, ფანტავ ენერგიას, ასიმილირებული ხდები გარემოსთან და თავდაჯერებულობის დეფიციტს აფრქვევ. რატომ გიჟდებოდნენ ადამიანები ოდრიზე, მონიკა ბელუჩიზე... იმიტომ, რომ კარდაშიან-რიჰანასნაირებისგან განსხვავებით ისინი არ დაიარებიან ტიტველ სხეულზე ჩამოცმული კაბებად წოდებული ბადეებით. ცეკვა ჩემთვის ხელოვნება და სპორტია, ვიღაცისთვის კი – სექსი პარკეტზე. ამიტომ მირჩევნია, ცეკვით მივიქციო ყურადღება და არა ჩემი სხეულის შიშველი ნაწილებით.
– როგორ ახერხებთ ამდენ საქმეს?
– ყველაფერი დროის მენეჯმენტის ამბავია. კვირის განრიგი ყოველთვის წინასწარ მაქვს გაწერილი. ზოგადად, სპორტსმენის რეჟიმი რთულია.  მოსამზადებელი პერიოდი კი – განსაკუთრებით რთული. ცეკვა არ არის ვარჯიში მხოლოდ ცეკვაში, რადგან იმისათვის რომ კარგად იცეკვო, გაწელვა და ტანვარჯიშიც გინდა, იმისათვის რომ ფორმაში იყო სცენაზე მუცლის პრესი, ხელი, ფეხი, ყველაფერი ნავარჯიშები უნდა გქონდეს. ვარჯიშს დღეში 3-5 საათს ვუთმობთ. პროფესიონალურ სპორტს მეტი დროც სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, სამსახურის გამო, ეს ის მაქსიმუმია, რაც შეიძლება ცეკვას მოვახმარო. ეს ჩვენთან არის ასე, რომ 30 წლის გახდებიან და ცეკვას ანებებენ თავს. უცხოეთში კი ეს არის უბერებელი სპორტი. ამ ცეკვების ფედერაციას აქვს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია და იქ არის ხალხი, ვინც 50 წლის ასაკში  ცეკვავს და ოცი წლის გოგონებს ჰგვანან. აქ კი, თუ აღარ ხარ თინეიჯერი, რაღა დროს ცეკვაა. რომ ვუყურებ 50-60 წლის მოცეკვავე წყვილებს, დაფრინავენ პარკეტზე, საქართველოში ასე არაა, კი არ ვარ ესთეტიკური ფაშიზმის მომხრე და სულაც არ მიმაჩნია, რომ ყველა გამხდარი და ტანწერწეტა უნდა იყოს, მაგრამ მაინც – რატომაც არა. რატომ უნდა მოდუნდე. ალბათ, ადამიანი თვითონ უნდა იყოს ბუნებით ესთეტი.  ადამიანი თუ ბუნებით ესთეტია, რაოდენ დაკავებულიც არ უნდა იყოს, მაინც გამონახავს დროს ვარჯიშისთვის.  ცხოვრების წესი ძალიან ინდივიდუალურია, მე თუ ცეკვაში ვიპოვე სიამოვნება, სხვამ ქარგვასა და კერვაში იპოვა. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ ცეკვა უნივერსალური საშუალებაა. მაგრამ ქალბატონებს  ვურჩევ, რომ მეტად შეიყვარონ საკუთარი თავები, მეტი დრო გამოყონ პირადი საჭიროებების, მოთხოვნილებებისა და ოცნებებისთვის. იყვნენ მეტად აქტიურები... ოჯახი და გათხოვება მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როდესაც შენგან მსხვერპლშეწირვას არ მოითხოვენ...
– მეუღლე როგორ ეგუება თქვენს ასეთ რეჟიმს?
– მგულშემატკივრობს და ძალიან ხელს მიწყობს. მიუხედავად იმისა, „თელას” სტუდიაში ვცეკვავ, მეუღლემ ცეკვის დარბაზი სახლშიც გამიკეთა და სამსახურშიც. თუმცა, ამ ბოლო დროს შეშფოთებულია ჩემი ყოველთვიური საკონკურსო რეჟიმით და მთხოვს, რომ ოჯახისა და დასვენებისთვის კვირაში ერთი დღის ნაცვლად ორი დღე გამოვყო. ბუნებრივია, არც ისე ადვილი ასატანია ცოლი, რომელიც  ყოველდღე შუაღამის 1 საათზე, დამაზოლებული ფეხებით და კოჭლობით ბრუნდება სახლში.
– თქვენი ოჯახური ტრადიცია, რომ ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში იხდიდით ქორწილებს, თუ გრძელდება?
– უცხოეთში არსებობს ასეთი ტრადიცია  „ვედინგ რენიუალ” – ქორწინების განახლება. ფაქტობრივად, ყოველ წელს ჩვენც ამას ვაკეთებდით. ვპატიჟებდით მეგობრებს და სრულიად არაქართულ და არატრადიციულ ქორწილებს ვაწყობდით. გადავიხადეთ სამხრეთ აფრიკაში, იამაიკაზე, ტაილანდში. ეს სამი ყველაზე კარგად დაგვამახსოვრდა. იამაიკაზე საქართველოდანაც იყვნენ ჩამოსული მეგობრები. ქართული ხალხური ქორწილები არ მომწონს, სიმართლე გითხრათ, არც დავდივარ. იქ თანამედროვე ქორწილები გვქონდა,  ტაილანდში, ქორწილში, სულ არ მეცვა კაბა, რაც მთავარია – თეთრი, დახეული მაისური გვქონდა, აქაური ქორწილი არის სერიოზული სტრესი ნეფე-პატარძლისთვის და მე ვაწყობდი ისეთ ქორწილს, სადაც პატარძალი ყველაზე უკეთ ერთობოდა. შემდეგ მოგვბეზრდა. გართობის ალტერნატიული საშუალებებით დავკავდით. მე ცეკვით ჩავანაცვლე.
– ამ ყველაფერთან ერთად  მოგზაურობისთვის კიდევ გრჩებათ დრო?
– 100 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თითოეულში – რამდენიმეჯერ. მოგზაურობას რაც შეეხება, ცეკვაც მოგზაურობასთან არის დაკავშირებული, ჩემი სამსახურიც. აქედან გამომდინარე, მოგზაურობა აღარ მიყვარს. რაც უნდა მენახა, უკვე ვნახე. ესტონეთის კონკურსისთვის ვემზადებით და მერე მიწევს კორეა, სინგაპური, მალაიზია, ტაილანდი და ისე არ მინდა წასვლა, მეტი რომ არ შეიძლება. ტაილანდში – მეოცედ, სინგაპურში – მეათედ. როცა არაფერი გრჩება სანახავი, მერე აღარაა საინტერესო. მირჩევნია, აღარ მიწევდეს ამდენი ფრენები, ვიყო საქართველოში და ოჯახისთვის, საცეკვაოდ მეტი დრო მქონდეს. აქ რომ ვივარჯიშებ და უკვე შევალ ფორმაში, ჩემი ათდღიანი გაფრენა საკმარისია იმისთვის, რომ ვარჯიში თავიდან გამიხდეს დასაწყები. აზია, მექსიკა მიყვარს ყველაზე ძალიან, აფრიკის ქვეყნები – ნამიბია, ეთიოპია, კენია... გარკვეული პერიოდი მექსიკაში ვცხოვრობდით. მე კომფორტული მოგზაურობა უფრო მიყვარს და განსაკუთრებით დამამახსოვრდა ეთიოპია, სადაც ძალიან მძიმე პირობებია. ცხოვრობენ სხვადასხვა ტომები, რომელთაც სკოლის გახსნას სთავაზობენ, მაგრამ უარზე არიან. ყოველდღე მიწევდა ამ დასახლებების შეცვლა და ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება. ფაქტობრივად, მიწაზე ცხოვრობენ, ძროხას უხვრეტენ არტერიას და სისხლს იღებენ, რადგან სისხლი დიდი რაოდენობით პროტეინებისა და საკვები ელემენტების შემცველია და დიდხანს ჰყოფნით. კენიაში არის სამბურუს ტომები, რომლებსაც ასეთი ტრადიცია აქვთ: გოგოს ჰყავს ტომიდან ბოიფრენდი, რომელზეც გათხოვების უფლება არ აქვს, რადგან საქმრო მამამისმა უნდა შეურჩიოს. ეს ბოიფრენდი ყიდულობს მისთვის მძივს და როდესაც გოგონა დააპირებს გათხოვებას, ეს მძივი უკან უნდა დაუბრუნოს. ქართული გავლენით ვკითხე: გოგონა ქალიშვილია-მეთქი. გაუკვირდათ ამ კითხვის დასმა – პაპუასები ხომ არ ვართო. სექსიც აქვთ, ჩვეულებრივი ურთიერთობა, უბრალოდ, მისგან ბავშვი არ უნდა გააჩინოს და შემდეგ გათხოვდეს მამის არჩეულ საქმროზე. ეთიოპიაში ერთი კვირის განმავლობაში არ მქონდა ცხელი წყალი, საპონი და ერთი კვირა, ფაქტობრივად, ტალახიანი ხელებით დავდიოდი. ყოველდღე გვიწევდა ადგილის შეცვლა, გარეთ მოწყობილ კარვებში ვიძინებდით, გარშემო მაიმუნები რომ დარბიან. ძალიან გამიჭირდა, რადგან მანამდე „კომფორტ თრეველერი“ ვიყავი, საღამოს უკვე ნერვები მახრჩობდა: ანტიჰიგიენა, საჭმელს რომ ვერ შეჭამ.  მაინც ღირდა იმ სილამაზის სანახავად, მაგრამ რომ გითხრათ, მეორედაც მომინდება იმ ყველაფრის ნახვა-მეთქი – არა.
скачать dle 11.3