კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ვისთან ერთად აქვს სალომე ქათამაძეს ამერიკის აპარტამენტში საკუთარი აურა დაყენებული და რატომ ჰქონდა უფლება მამამისს, მასზე გაბრაზებულიყო

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 სამი წლის შემდეგ, სალომე ქათამაძე საქართველოში დროებით დაბრუნდა. როგორც ყველასთვის ცნობილია, მომღერალი ნიუ-იორკში ცხოვრობს და თავისი პროფესიით მუშაობს. თავდაპირველად სალომე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ბოსტონში, სასწავლებლად წავიდა, თუმცა შემდეგ სწავლის გაგრძელება გადაიფიქრა და ნიუ-იორკში გადაინაცვლა სამუშაოდ. მას მსმენელისთვის სიახლე აქვს, ცოტა ხანში ორ ალბომზე აპირებს მუშაობის დაწყებას. სალომე თავად გიამბობთ, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები უცხოეთში.
სალომე ქათამაძე:
ამერიკაში სასწავლებლად წავედი, თუმცა მერე აღარ გავაგრძელე. მივიღე დაფინანსება და  ყველაფერი, მაგრამ ნიუ-იორკში დარჩენა გადავწყვიტე.  ბოსტონში ცხოვრება ძალიან რთული იყო, ამიტომ  ჩავთვალე, არ მჭირდებოდა იმ განათლების მიღება, რაც უნდა მიმეღო ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში. ეს ყველაფერი რაღაც დონეზე შესწავლილი მქონდა, უბრალოდ, ის მომენტი მექნებოდა, რომ „ბერკლის” დიპლომს ავიღებდი. აქედან გამომდინარე, გამოვიყენე ეს შანსი და სხვა რაღაცებს დავუთმე ის დრო, რაც სწავლაში უნდა დამეხარჯა. გადმოვედი ნიუ-იორკში, სადაც ვმღერი და ჩემი პროფესიით ვმუშაობ. სამსახურის დაწყება არ გამჭირვებია, რადგან რამდენიმე დაწესებულებას უკვე ჰქონდა ინფორმაცია ჩემს შესახებ. ისე გამოვიდა, რომ მარტივად დავიწყე მუშაობა, თუმცა არ იფიქროთ, იქ ცხოვრება მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე გამარტივებულია, კიდევ უფრო ბევრი არის გართულებული. ყველას ჰგონია, რომ ამერიკაში დიდი ხელფასებია – ასე არ არის. ცხოვრების ჩვეულებრივი რეჟიმია, მთავარია, ყურადღება მიაქციო ყველა დეტალს. თუ რაღაც გამოგრჩა, მერე შეიძლება, მთლიანი ჯაჭვი დაგერღვეს.
– მიეჩვიე იქაურობას?
– ძალიან მივეჩვიე. ისეთი ადგილია, სადაც თავისუფლად ვგრძნობ თავს. იქ არ აინტერესებთ,  სად და ვისთან ერთად ხარ, როდის მიდიხარ სახლში და მსგავსი რაღაცები. თავისუფალი ცხოვრებაა. საკუთრი ცხოვრების ბატონ-პატრონი თავადვე ხარ და  კითხვებით არავინ გაწუხებს. არც არავინ გაკვირდება გამადიდებელი შუშით. ეს არის კომფორტული, თუმცა ცხოვრების რითმი საკმაოდ დაძაბულია.
– როგორი რეჟიმი გაქვს?
–  ვიღლები. თუმცა, სამსახურში არც თუ ისე  დატვირთული რეჟიმი მაქვს. ფსიქოლოგიური განცდები და ფიზიკური მუშაობა ერთად, საბოლოო ჯამში, ძალიან გღლის, მით უმეტეს იმ შტატში, რომელსაც ნიუ-იორკი ჰქვია.
– მარტო ცხოვრობ?
– ჩემს მეგობართან ერთად ვცხოვრობ. გვაქვს ძალიან ლამაზი აპარტამენტი. მაქვს ძალიან კარგი სამეგობრო წრე და ამის გამო, მადლობელი ვარ ცხოვრების, ღმერთის. პირველი საამაყო ჩემს ცხოვრებაში, იმის მერე, რომ ღმერთმა ნიჭი მაჩუქა, არის ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები.
– სწორი გადაწყვეტილება მიიღე, როცა  წახვედი?
– კი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ამერიკაში წასვლა და იქ კარიერის გაგრძელება ოცნებად არ მქონია. ნამდვილად საინტერესო იყო ეს ქვეყანა ჩემთვის, მაგრამ არ ვოცნებობდი. უფრო ფილმებიდან მქონდა კარგი შთაბეჭდილებები, იქაური ახალი წელი და შობა მაინტერესებდა. არც ისეთი აღმოჩნდა, როგორიც ფილმებშია, თუმცა ბევრად საინტერესოს დავარქმევ იმ ფილმს, რომელშიც მე ვცხოვრობ ნიუ-იორკში. მართლა ზღაპარია, ოღონდ  ეს ზღაპარი შენ თვითონ უნდა შექმნა.
– უფრო კონკრეტულად მოგვიყევი შენს ზღაპარზე. საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას აპირებ?
– ჩემი ზღაპრული ცხოვრება ნიუ-იორკში ძალიან ლამაზი და კარგია. ვერ გეტყვი, უდარდელი ცხოვრება მაქვს-მეთქი. ყველას გვაქვს რაღაც პატარ-პატარა სურვილები, ნატვრები, რომლებიც, თუ მუშაობ, აუცილებად აგიხდება. საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას არ ვაპირებ. არ მაქვს სურვილი, ისე წავიყვანო ჩემი საქმე, რომ აქ დავბრუნდე. ყველანაირად შევეცდები, დავრჩე იქ და წავიდე წინ და წინ. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავის არ ეგონოს, რომ ზღაპარში ჩადიხარ, ამ ყველაფერს დიდი წვალებით აღწევ.  
– უცხო ქვეყანაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას რთული პერიოდი არ გქონია?
– კი, იმდენი რთული პერიოდი მქონდა, რა დათვლის. აქედან ყალიბდება ყველაფერი. ყველაზე მეტად გამიჭირდა ჩემი ოჯახის სიშორე, მოწყვეტა იმ ბუდეს, სადაც ვცხოვრობდი, სადაც გავიზარდე. თან, იმ დროს წავედი, როცა პოპულარული ვიყავი. ჩავედი ნიუ-იორკში და შეიძლება ითქვას, არავინ ვიყავი. თუმცა, ეს, რაღაც მხრივ, სასიამოვნოც არის, რადგან ჩვეულებრივად აგრძელებ ცხოვრებას.
– აქ პოპულარულ ცხოვრებას გირჩევნია?
– საერთოდ, ძალიან პოპულარული რომ ვიყო არ ვოცნებობ, რადგან მსგავსი ტიპის ადამიანებს მოსვენების საშუალება არ აქვთ: ინტერვიუები, პაპარაცები, ბევრი კითხვა ყოველთვისაა მათ ირგვლივ.   არ ეძლევათ საშუალება, პირადი ცხოვრება ჰქონდეთ. არ მინდა პოპულარობამ შემბოჭოს, თუმცა, რაღაც დოზით უარსაც არ ვიტყოდი.
– ფიზიკურად შეიცვალე. თუ საიდუმლო არ არის, რამდენი კილოგრამი დაიკელი?
არ ვიწონები და არ ავწონილვარ საერთოდ. არც მაინტერესებს, რამდენს ვიწონი. სარკეში ვიხედები და, თუ მომწონს ჩემი თავი, ესე იგი მომწონს. იშვიათად არ მომწონს ხოლმე (იცინის). დიეტებს არ მივმართავ, უბრალოდ ცომებს აღარ ვჭამ. აქტიური უნდა იყო, რომ წონის დაკლება შეძლო. როცა რაღაც გიხარია,  გწყინს, ენერგიას ხარჯავ, ამ დროს კალორიაც იწვება. მე კიდევ, ძალიან მიყვარს აქტიური ცხოვრება, სიარული, სეირნობა, ცეკვა და შეიძლება ითქვას, ბუნებრივად გავხდი. მქონდა პერიოდი, როცა სულ ვიჯექი და ხშირად ვიყავი სახლში, ვჭამდი, აი, სწორედ მაშინ გავსუქდი, თორემ სულ გამხდარი ვიყავი. ჩემს რაციონში შევზღუდე ცომეული და ცხიმიანი.
– ამბობენ, ყოფილ მეუღლეს ურიგდებაო, მართალია?
– პირადზე არ ვლაპარაკობ საერთოდ არსად. იმდენი ვილაპარაკე ადრე, რომ აღარაა საჭირო. არ მიყვარს, როცა ჩემს პირადში ვიღაც იყურება და იქექება. პირადი უნდა იყოს პირადი. თუ სურვილი მექნება ჩემი პირადის გასაჯაროების, თავად გავახმაურებ. შეიძლება ითქვას, ტაბუ დავადე ამ თემას (იცინის). სწორედ ამის გამო  არ მინდა, ძალიან პოპულარობა. არ მინდა ადამიანებს ინტერესი გაუჩნდეს, ვინ არის ჩემ გვერდით, რამდენი შვილი მყავს, სად არიან ბავშვები, სად დავდივართ მე და ჩემი შეყვარებული და ასე შემდეგ.
– რამდენი ხანი აპირებ საქართველოში დარჩენას?
–  სულ ჯამში 20 დღე გამომდის, პირველი ჩამოსვლაა სამი წლის განმავლობაში. რაც წავედი, ოჯახი არ მინახავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ჩამოსვლა ჩემთვის, რადგან პირველად ცხოვრებაში, ამდენი ხნით და ამ მანძილით დავშორდი ჩემებს. არ მქონია აქამდე მსგავსი მომენტი.  რომ მოვდიოდი, აღელვებული ვიყავი. იყო მონატრება და ყველაფერი ერთად. როცა მექნება საშუალება, აუცილებლად ჩამოვალ ხოლმე.
– ოჯახში რამდენად შეეგუენ შენს ემიგრანტობას?
– შეეგუენ. მაგრამ თავიდან სულ იყო რეკვები: სალომე, მალე ჩამოდი გვენატრები... დედაჩემი იყო გაგიჟებული.  მეც მიჩუყდებოდა ხოლმე გული ამაზე. თუმცა, როცა იცი, ჯერჯერობით არ გაქვს საშუალება და ვერ მიდიხარ, არც ისე მოწყენილი ხარ. რომ მივიღე საბუთი და ვიცოდი, შემეძლო წამოსვლა, ძალიან აღელვებული და ბედნიერი  ვიყავი.
– გვარი შეიცვალე?
– არ შემიცვლია გვარი. მდივანი არის დედაჩემის მეუღლის, დედაჩემის, ჩემი დისა და ძმის გვარი. ყველგან ვამბობ, რომ კუკას ვეძახი მამას, რადგან ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე. უდიდესი და უძვირფასესი გრძნობაა ამ ადამიანის არსებობა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი საუკეთესო მეგობარიც არის. ყველაფერზე შემიძლია ვესაუბრო. თუმცა, მამასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც ყველასთან. ვმეგობრობ ოჯახის წევრებთან, კარგად ესმით ჩემი, ჩემს გადაწყვეტილებებს პატივს სცემენ. „ფეისბუქზე“ მეწერა, უბრალოდ, მდივანი, თუმცა მაინც სალომე ქათამაძეს მეძახიან.
– როგორც ცნობილია, ამ ფაქტმა მამა გაანაწყენა...
– ისეთი მომენტი იყო, რომ ჰქონდა უფლება გაბრაზებულიყო.  ადრე მეწერა რეუჟინცკაია – ბებიაჩემის დედა იყო ამ გვარის, პოლონური გვარია. მომწონდა და დავიწერე. ამაზეც შეიძლება გაბრაზებულიყო.
скачать dle 11.3