კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 იმის გამო, რომ თბილისში ბინა არ მაქვს, შეყვარებული ცოლად არ მომყვება

თათია ფარესაშვილი ნუკრი, 22 წლის.

ინტიმური საუბრები

ყოველთვის მიზანდასახული და პრინციპული ვიყავი. ბავშვობიდან ვცდილობდი, ცხოვრებაში ბევრისთვის მიმეღწია, მქონოდა ჩემი შემოსავალი, ვყოფილიყავი მატერიალურად უზრუნველყოფილი. მოკლედ, სკოლის დამთავრების შემდეგ, ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილება მივიღე – რაიონიდან თბილისში ჩამოვედი, ბინა ვიქირავე და მუშაობა დავიწყე – რემონტებს ვაკეთებდი ბინებში. მართალია, ჩემი ოცნების სამსახური არ იყო, მაგრამ შემოსავალიც მქონდა და თავისუფალი დროც მრჩებოდა. მოკლედ, ვისთანაც მდგმურად ვიყავი, იმ სახლის დიასახლისის ქალიშვილი მომეწონა. ვერ ვბედავდი მეთქვა, თუმცა, აშკარად მემჩნეოდა. მეზობლები მეხუმრებოდნენ, რა იყო, ბიჭო, ნინის რომ დაინახავ, რას წითლდები და იბნევი, ხომ არ გიყვარსო. ვუარობდი, მაგრამ აშკარა იყო, მის მიმართ არ ვიყავი გულგრილი. ერთ დღესაც, გავბედე და გავუმხილე ჩემი გრძნობა. აღმოჩნდა, რომ მასაც მოვწონდი, თუმცა, ისიც მითხრა, ჩვენ რომც ავაწყოთ ურთიერთობა, ჩემი ოჯახი წავა წინააღმდეგიო. ნინის მამა ადრე გარდაეცვალა, დედა და ბებია ზრდიდნენ. ასე იყო თუ ისე, დავიწყეთ ჩუმად შეხვედრები და მივხვდი, ჩემი ცხოვრება გახალისდა, ეს ის ადამიანი იყო, ვინც გვერდით მჭირდებოდა. დაახლოებით ერთი წლის მერე, ცოლობა ვთხოვე, მაგრამ ცივი უარი მტკიცა. მითხრა: მიყვარხარ, მაგრამ ცოლად ვერ გამოგყვებიო. დავიბენი, ვერ გავიგე, რა უნდა მეპასუხა. თუ ცოლად არ გამომყვებოდა და სერიოზულად არ ფიქრობდა, რაღას შემაყვარა თავი, რატომ მხვდებოდა ყოველდღე. მართლა არაფერი დამნანებია მისთვის. ვცდილობდი, გამენებივრებინა, მაგრამ რამდენჯერაც ყვავილები ვუყიდე, მითხრა, ამას სახლში ვერ წავიღებო და ქუჩაში დატოვა. ვთხოვე, დაელაპარაკე შენებს, მიცნობენ, იციან როგორი პიროვნებაც ვარ და იქნებ არ იყვნენ წინააღმდეგები-მეთქი. მიპასუხა: იცი რა, მე დედისერთა ვარ, ხელისგულზე გაზრდილი და დედაჩემს რომ ვუთხრა, ჩამოსული შემიყვარდა და მას უნდა გავყვე ცოლად-მეთქი, გაგიჟდება, გაცოფდება და საერთოდ აღარ გამომიშვებს გარეთო. ნინის სიტყვებმა ჩიხში მომაქცია, თავი შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვიგრძენი. მივხვდი, ვერ მაკადრა თორემ დედამისი იმასაც ეტყოდა, ჩამოსულია და ჩვენი სახლ-კარი უნდა, რა სიყვარულზე ლაპარაკობო. მოკლედ, იმის გამო რომ ჩამოსული ვარ, უარს ამბობს ჩემს ცოლობაზე. არადა, თავად შემომთავაზა ერთად დაწოლა, სექსი გვაქვს. მართლა გულით მიყვარს ნინი და არც იმაზე მიფიქრია, რომ თბილისში სახლი ჰქონდა და შეძლებული იყო და არც მისი ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრებაზე. უბრალოდ, მომეწონა პირველივე დანახვისას, შემიყვარდა და ესაა დანაშაული, რომ ჩამოსული ვარ? იმის გამო, რომ ბინა არ მაქვს დედაქალაქში, შეყვარებული ცოლად არ მომყვება – ამაზე დიდი სტრესი და შეურაცხყოფა რა უნდა იყოს ბიჭისთვის. ფულს ვაგროვებ და ზუსტად ვიცი, ბინას ვიყიდი, მაგრამ ამისთვის დრო მჭირდება, თანაც, საკმაოდ დიდი. ასე ადვილი არ არის თბილისში ბინის ყიდვა, როცა მხოლოდ საკუთრი შრომით გამოიმუშავებ ფულს და დამხმარე არავინ გყავს. ისიც კი არ ვიცი, ნინი დედას დაუჯერებს და ერთ დღეს ჩემზე უარს იტყვის თუ არა. როცა ის გავიცანი, მეგონა ცხოვრება ფერადი და ბედნიერებით სავსე იყო, ახლა კი ვხვდები, თუ ფული, ბინა  არ გაქვს და მანქანა არ გყავს, არავის უნდიხარ. სამწუხაროდ, შენი პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და მონდომება არავის სჭირდება. ვიცი, ჩემი პატიოსანი შრომით, ყველაფერს მივაღწევ, მაგრამ ნინის დაკარგვის მეშინია.
скачать dle 11.3