კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 წინ, წარმატებისკენ...

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას? დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერს სწრაფად აკეთებთ? ჩაუჯექით ამ ტესტს, ნახავთ, რა გიშლით ხელს, რომ „წინა რიგებში იყოთ“.
1. კარგი სამუშაო, ეს არის... – დაასრულეთ ფრაზა:
ა) ადგილი, სადაც მაფასებენ და მიმიხარია;
ბ) ფულის შოვნის სასიამოვნო საშუალება;
გ) სტაბილურობა;
დ) სამუშაო, რომელიც არ მღლის და მსიამოვნებს. ფული კი მოდის.
2. ორშაბათს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ, ამიტომ შაბათს და კვირას...
ა) მაქსიმალურად ვისვენებ, ყველასგან და ყველაფრისგან;
ბ) ცოდნას ვიღრმავებ და ვემზადები;
გ) სულ იმ შეხვედრაზე ვფიქრობ და თავი მტკივდება;
დ) ქალაქგარეთ გავდივარ... ვირჩევ კომფორტულ ადგილს.
3. მოულოდნელად დაგაწინაურეს, რას გრძნობთ?
ა) რა თქმა უნდა, დიდ სიხარულს;
ბ) შურს ჩემი კოლეგების მხრიდან და ვითრგუნები;
გ) გაოცებას. არ ველოდებოდი;
დ) თვითკმაყოფილებას. როგორც იქნა, დამაფასეს.
4. წარმატების მაქსიმალური ზღვარი გადის...
ა) შრომის მაქსიმალურ დანახარჯზე;
ბ) სადაც აღარ აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს;
გ) სადაც იწყება შენი სიზარმაცე;
დ) სადაც შეურაცხყოფენ შენს შრომასა და ზღუდავენ უფლებებს.
5. ყველაზე მეტად საკუთარ სამსახურში აფასებთ:
ა) მოხერხებულ გრაფიკს და თავისუფალ რეჟიმს;
ბ) სტაბილურ შემოსავალს;
გ) კარგ კოლექტივს და მეგობრულ გარემოს;
დ) იმას, რომ ჩემს სახლთან ახლოსაა და ფეხითაც მივდივარ.
6. ძირითადად როგორი განწყობა გაქვთ ორშაბათობით?
ა) ნორმალური, დავისვენე...  ახლა შრომის დროა;
ბ) საშინელი. არ მყოფნის დასვენება;
გ) აღფრთოვანებული და ახალი ენერგიით სავსე ვარ;
დ) ნორმალური. ჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული.

ნახეთ, პასუხებში რომელი
ვარიანტი გქონდათ უფრო მეტი:

„ა“ – კარიერა თქვენი საქმე არ არის. სჯობს, რაღაც ისეთი საქმე იპოვოთ, რაც შემოსავალს მოგიტანთ. წინ ვერ წახვალთ, მაგრამ შეგიძლიათ, ფული იშოვოთ. პრინციპში, ყოველთვის ფიქრობდით, რომ კარიერაზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს.
„ბ“ – აშკარად იმ საქმით არ ხართ დაკავებული, რომელიც გინდათ, რომ აკეთოთ. შეიცვალეთ საქმიანობის სფერო. თავადაც ხომ გრძნობთ დისკომფორტს და იმას, რომ არაფერი გამოგივათ. გარისკეთ და იმ საქმეს მოკიდეთ ხელი, რისი კეთებაც მართლა გინდათ. შეიძლება, ვერ ბედავთ, მაგრამ ცდად ღირს.
„გ“ – კარიერული წინსვლისთვის ცოდნის გაღრმავება და ძალების მობილიზება გჭირდებათ. რესურსი ნამდვილად გაქვთ და ამას გამოყენება უნდა. წარმოაჩინეთ თქვენი ძლიერი მხარეები. ამისი უნარი გაქვთ.
„დ” – ჯერ არ ხართ მზად, გადალახოთ ყველა დაბრკოლება, რაც კარიერულ „აღმართზე“ შეგხვდებათ. გახსოვდეთ ისიც, რომ გაცილებით მეტი უნდა იმუშაოთ და ჩართოთ ყველა რესურსი. ზოგჯერ შეიძლება, გეწყინოთ, შურიც იგრძნოთ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თქვენი ერთგული მეგობრები გგონიათ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა გაუძლოთ! აბა, რა გეგონათ – კარიერაში წარმატებული ბევრს არ უყვარს!
скачать dle 11.3