კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ შევინარჩუნოთ ნამზეური დიდხანს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

გარუჯვა არ არის რთული, გაცილებით ძნელია ნამზეურის შენარჩუნება. მის შესანარჩუნებლად კი, აუცილებელია, ამ პერიოდში სწორად მოუაროთ კანს.
გარუჯვის შემდეგ, ხშირად, კანის პრობლემები იჩენს თავს. ამიტომ, გარუჯვამდე აუცილებელია კარგი პილინგი სკრაბის გამოყენებით, რათა რუჯი თანაბარი იყოს. ასევე, სვით ბევრი სითხე და ახალგამოწურული ხილ-ბოსტნეულის, კერძოდ, ალუბლის, მოცხარის, სტაფილოს, ჭარხლის, პომიდვრისა და გარგარის წვენები. გარუჯვის დროს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი კოსმეტიკური საშუალება, რადგან ის ბლოკავს მზის უარყოფით გამოსხივებას, თანაბრად ანაწილებს რუჯს და ასეთი ნამზეური, უფრო დიდხანს ინარჩუნებს ფერს.
ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას, რადგან ცხელი წყალი არღვევს კანის დამცავ შრეს, რამაც შესაძლოა, აქერცვლა და გაღიზიანება გამოიწვიოს. კარგია თბილი ან გრილი შხაპი. ასევე, კარგია თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობაც, რადგან, კონტრასტული პროცედურები ძალიან სასარგებლოა არა მარტო კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. მაქსიმალურად შეამცირეთ ბანაობის დრო, რადგან დიდი ხნით წყლის ქვეშ დგომა, კანის ცხიმის გამოშრობას იწვევს. ასევე, გამორიცხეთ საპონი. სასურველია, ტანის გელი იხმაროთ. ბანაობის მერე ნაზად შეიმშრალეთ კანი.
რუჯის მიღების შემდეგ უნდა ერიდოთ კანის გამოშრობას და იზრუნოთ მის კვებასა და დატენიანებაზე. გამოიყენეთ ზეთოვანი შემადგენლობის საშხაპე გელი. დაბანის შემდეგ კარგია კანზე საბავშვო ზეთის ან გარუჯვისთვის განკუთვნილი სპეციალური კრემ-ბალზამის წასმა. ის ამშვიდებს კანს, თავიდან აგაცილებთ აქერცვლას და დიდხანს შეგინარჩუნებთ რუჯს.
დილა-საღამოს წაისვით დამატენიანებელი კრემი, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, ჰიალურონის მჟავას და თერმულ წყალს. გარუჯული კანისთვის,  ასევე, ძალიან სასარგებლოა ავოკადოს ზეთი და გლიცერინი. არ იხმაროთ კიტრის ან გვირილის შემცველი კრემები, რადგან ორივე კომპონენტი კანის გათეთრებას იწვევს. სახეზე და დეკოლტეს ზონაში კანი შედარებით ნაზია, ამიტომ დამატე-ნიანებელი საცხი არ არის საკმარისი. აუცილებელია, გამოიყენოთ სპეციალური კრემი UV-ფილტრით, რომელიც აჯანსაღებს სახისა და დეკოლტეს ზონის კანს, უბრუნებს მას ელასტიკურობასა და სიმკვრივეს. ის, ყოველ საღამოს უნდა წავისვათ გარუჯულ კანზე.
ნიღბები გარუჯვის შემდეგ კანის მოვლის განუყოფელი ნაწილია. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ კვირაში 3-ჯერ. ნიღბები E ვიტამინით ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. უნდა წაისვათ და გაიჩეროთ 10 წუთით, გაშრობამდე და შემდეგ ჩამოიბანოთ ნელთბილი წყლით.
მზეზე გარუჯვის შემდეგ ნუ მიმართავთ სოლარიუმს, რადგან ეს უფრო მეტად გამოაშრობს კანს.
მზის სხივები ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მზის აბაზანების ხშირი მიღება, იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და კანის კიბოს.скачать dle 11.3