კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: მითხრეს, რომ მზით დამწვარ კანს კარგად ამშვიდებს, აცხრობს და არბილებს ალოე. როგორ წავისვა ალოე და ზოგადად, რა გამოვიყენო ამ დროს?
პასუხი:
მზით დამწვრობისას შეუცვლელია ალოე. ის ამშვიდებს და აგრილებს კანს, ხსნის ტკივილსა და გაღიზიანებას. ალოე შეიცავს რიგ აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჭრილობების შეხორცებას, შეშუპებების დაცხრომას. როგორც წესი, გამოიყენებენ ალოეს წვენს ანუ ექსტრაქტს. თუმცა, ეფექტურია მისი შემცველი სხვადასხვა კრემისა და სველი საფენების გამოყენებაც. თუ მსგავს საშუალებებამდე ხელი არ მიგიწვდებათ, შეგიძლიათ, კეფირი, მაწონი ან სულაც მჟავე რძე წაისვათ. მთავარია, ამ პროდუქტებს არ ჰქონდეს არომატიზატორები და საღებავები. კარგია კვერცხის ცილაც. ამ პროდუქტებში არსებული პროტეინი ხელს უწყობს კანში ტენის შენარჩუნებას.  დამწვრობის ადგილზე ეფექტურია ყინულის, ან რაიმე სხვა, ცივი საგნის დადება, აგრეთვე, უმი კარტოფილის ან კიტრის ნაჭრების დადება. კანის აღდგენისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ C ვიტამინის შემცველი კრემი ან ლოსიონი.
კითხვა: მაღალი ტემპერატურის დროს კანზე მიჩნდება გამონაყარი, რომელიც მეწვის და გაოფლიანების შემთხვევაში, საკმაოდ დისკომფორტს მიქმნის, ვიზუალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ. როგორ მოვიქცე?
პასუხი
: გამონაყრის შესამცირებლად,  სახლში დაბრუნებისთვანავე, მიიღეთ ცხელი აბაზანა. კარგად გაიმშრალეთ სხეული და საკვები სოდისგან დამზადებული პასტა წაისვით იმ ადგილას, სადაც გამონაყარი გაქვთ. დაიტოვეთ სხეულზე რამდენიმე საათით, შემდეგ კი, ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ.
კითხვა: როგორ გავწმინდო სავარცხელი და ჯაგრისი?
პასუხი:
სავარცხლისა და ჯაგრისის გასაწმენდად, თასი 1 ლიტრი წყლით აავსეთ, ჩაყარეთ მასში 4 ჩაის კოვზი სოდა. მოათავსეთ ხსნარში სავარცხელი რამდენიმე წუთით. ამ გზით მარტივად მოაშორებთ სავარცხელს თმას, სხვადასხვა ლაქას და ასევე, კოსმეტიკურ საშუალებებს.
კითხვა: მარილითა და სოდით რეალურად ხდება ნიკოტინით გაყვითლებული კბილების გათეთრება?
პასუხი
: ნიკოტინით გაყვითლებული კბილების გათეთრება შესაძლებელია მარილისა და სოდის ხსნარით. გაიხეხეთ კბილები ამ ხსნარით და შემდეგ გამოივლეთ წყალი. ეს მეთოდი ასევე დაგეხმარებათ, მოიშოროთ არასასიამოვნო სუნი პირიდან და მოიშუშოთ ჭრილობები პირის ღრუში.
скачать dle 11.3