კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რა სიურპრიზი მოუწყო ლევან დოლენჯაშვილს მსოფლიოს ჩემპიონმა მოკრივე შეყვარებულმა

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ქართველებს ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს უცხოეთში და მათ შორის ისეთებიც, ვის შესახებაც საქართველოში ნაკლებად იციან. ერთ-ერთია 28 წლის მოკრივე ლევან დოლენჯაშვილი, რომელიც ავსტრიის ჩემპიონია და ავსტრიის რეიტნგით პირველ ადგილზეა.
ლევან დოლენჯაშვილი: მამაჩემი მოკრივე იყო. ხუთი წლის ვიყავი, პირველად რომ მიმიყვანა და დავიწყე ვარჯიში. ჩემი პირველი შეხვედრა გამოცდილ მოწინააღმდეგესთან, წავაგე, თან ძალიან დიდი უპირატესობით მომიგო. მეორე რაუნდიდან გავვარდი და ამან უფრო გამაძლიერა, ძალიან დიდი სტიმული და შემართება მომცა, რომ ბევრი მევარჯიშა. მერე ბავშვებში რამდენჯერმე გავხდი საქართველოს ჩემპიონი. 2000 წელს საქართველოს სახელით ტურნირი მოვიგე რუსეთში და ეს იყო ჩემი პირველი გასვლა ქვეყნიდან. 2003 წელს „ესენგეს“ თასი მოვიგე და მერე წავედი ქვეყნიდან. საქართველოში სპორტს და მით უმეტეს, კრივს არანაირი თანადგომა არ ჰქონდა. გეტყოდნენ, „რა მაგარი ხარ“ და  სულ ეს იყო. გერმანიაშიც ვჩხუბობდი, „ჰერტა ბერლინში“, სადაც მაშინ ლევან კობიაშვილი თამაშობდა. ავსტრიაში რომ ჩამოვედი, უბრალო შეხვედრები გვქონდა ქალაქებს შორის. 200  ჩხუბი მაქვს  მოყვარულებში ჩატარებული, რომელთაგან – 180 მოვიგე. ზოგი მართლა წავაგე, ზოგი მოგება წამართვეს. სპორტში ყველაფერი ხდება.
– როგორც ვიცი, ავსტრიის რეიტინგში პირველ ადგილზე ხარ...
– 2005 წელს გავხდი ავსტრიის ჩემპიონი და ნაკრებში ამიყვანეს. ცხრა ჩხუბი მაქვს ჩატარებული, რომელთგან ყველა მოვიგე და აქედან – ოთხი ნოკაუტით.  ყველაზე მეტად რაც გამიხარდა, იყო ის, რომ  ორმა მოწინააღმდეგემ, ვისთვისაც მოგებული მქონდა, 2016 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ერთი ფრანგი იყო, მეორე – რუსი, რომელიც ჩემთან შეჯიბრების დროსაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახლდათ. მახსოვს, ამ რუსთან შერკინება ლამის მართლა ჩხუბში გადაგვეზარდა. ვუთხარი, ცუდად არაფერი მოიმოქმედო, თორემ ქართველი ვარ, დედას გიტირებ-მეთქი და ეგრევე გაჩერდა. გვარით კი მიხვდებოდა, რომ ქართველი ვიყავი და არა ავსტრიელი, მაგრამ ხომ შეიძლება, ეფიქრა, მხოლოდ გვარი მქონდა ქართული და ავსტრიაში ვიყავი გაზრდილი.
– ხდება ხოლმე, როცა ნამდვილ ჩხუბში გადადის სპორტსმენთა შეხვედრა? შენ ხშირად გქონია ასეთი შემთხვევა?
– ხშირად ხდება. მერვე ჩხუბი მქონდა ფრანგ მაროკოელთან. ერთმანეთის პირისპირ დავდექით და თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, იმდენი ბოროტება დავინახე მის თვალებში, გვერდზე რომ არ გაეხედა, ისე მომაწვა ადრენალინი, ვცემდი. იქ არ მიცემია, მაგრამ რინგზე შევუსრულე. როდესაც ქამარზე არ არის ბრძოლა, შეიძლება, ერთი კილოთი მეტი იყო ნორმაზე. ბულგარელს ვხვდებოდი და სასწორზე რომ დავდექი, ტიპმა თავი გაიგიჟა, ზუსტი წონა უნდა იყოსო. მომიწია სასწრაფოდ „პლაშოვკების“ ჩაცმა და წონის დაგდება. ისე მინდოდა მეცემა, მაგრამ რინგზე ვხვდებოდი და რა მექნა... იანვარში ახალ კლუბში გადავედი. პირველი სპარინგი ჩავატარე ირანელთან. „ვებოქსავებოდი” ადამიანურად. არ ესიამოვნა რაღაც, თავი დიდი ვინმე ეგონა და რინგზე წამეჭიმა. ქართველებს ჭიდაობა მაინც სისხლში გვაქვს, დავაგდე და ვურტყი. დამესივნენ, ძლივს გამომაცალეს ხელიდან, მაგრამ მაშინვე დავიმსახურე მთელი გუნდის პატივისცემა. ისეც ხშირია ჩხუბი რინგს გარეთ. ცოტა ხნის წინ სამი ქართველი ძმაკაცი ვიყავით ღამის კლუბში, ქართველ გოგოებთან ერთად. ჯერ ყვავილი აჩუქეს ჩვენს თანმხლებ გოგოს, გამოართვა, ქაჯივით ხომ არ მოიქცეოდა. მერე გადაამეტეს, ზედმეტებში გადავიდნენ და გაგვალახინეს თავი.
– დიდი ხანია, საქართველოში არ ცხოვრობ, როგორ გახსოვს და საერთოდ, იცავ თუ არა ქართულ ტრადიციებს?
– აქ უფრო მეტად მაქვს ქართველობა გამჯდარი სისხლში. აქ უფრო მეტად გაწვება და გინდა, შენი ქართველობა წარმოაჩინო. სულ ვამაყობ, რომ კარგი ღვინო გვაქვს, ასევე, ჩვენი სტუმარმასპინძლობის ტრადიციით... ქართველი ქალებით. ქართველ ქალს მაინც პატიოსნება უხდება. შეიძლება, არაქალიშვილიც იყოს პატიოსანი, მაგრამ  ჯობია, ქალიშვილი იყოს. თუმცა, რომ შემიყვარდეს, ცოლად არაქალიშვილსაც მოვიყვან.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მყავს შვილი, გოგონა, რომელიც ცოტა რომ წამოიზრდება, ვასწავლი კრივის ილეთებს, იმ დონეზე, რომ თავი  დაიცვას. ცოლს გაცილებული ვარ და ვცხოვრობ შეყვარებულთან ერთად, რომელიც ასევე მოკრივეა, მსოფლიოს ჩემპიონი: ერთხელ – ევროპის ჩემპიონი და ოთხჯერ – მსოფლიოს. პირველად ერთმანეთს „მაკდონალდსში“ შევხვდით. სრულიად უცხო ადამიანმა რაღაცები მომიტანა. ასეთი თბილი და კეთილი ადამიანის ნახვა ევროპაში ცოტა უცხოა. ძალიან თავმდაბალი და გაწონასწორებულია. ახლა სულ ერთად ვვარჯიშობთ, ერთი საქმე გვაქვს, ერთი მიზანი. ევას გვერდით მყარად ვგრძნობ თავს. ქუჩაში რომ ჩხუბი მოგვივიდეს, ჩვენ მოვიგებთ. ძალიან სასაცილოდ გავიცანი. ევა ძალიან ერთგული და გვერდში მდგომი ადამიანია. ქართული სიტყვებიც ისწავლა უკვე, ჩემი ძმაკაცები რომ რეკავენ, ეკითხება: პრობლემა გაქვს? გისმენ. სიმღერა უყვარს: „ო, დელი, დელი, დელია, გული ბედნიერია“.  სახლში ჩვეულებრივი ქალია, როგორიც ყველა. სულ მახვედრებს დილით საუზმეს, ალაგებს, საჭმელს კარგად აკეთებს. ახლა მომიწყო სიურპრიზი. სახლში რომ მივედი, დამახვედრა ამობეჭდილი საქართველოს დროშა, რომელზეც გამოსახული იყო კუპონი. გამიკვირდა, რას მეღადავება-მეთქი, კუპონი რას ნიშნავს... თურმე, გერმანულიდან „გუგლში“ გადაუთარგმნია ქართულად ბილეთი და შეცდომით ამოუგდო კუპონი. ანუ, მაჩუქა საქართველოს ბილეთი და მალე ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას მე და ევა.
– გენდერულ თანასწორობაზე რა აზრის ხარ?
– მაგ თემაზე ლაპარაკიც არ უნდა ხდებოდეს ოჯახში. კაცმა თავის საქმე უნდა აკეთოს, ქალმა თავისი. სახლი რომ არის ასაშენებელი, ქალი ხომ არ ააშენებს, ან სახლი თუ დასალაგებელია, კაცი ხომ არ დაალაგებს?! არ უნდა დასჭირდეს ქალს, რომ კაცმა რაღაც დაუშალოს და შენიშვნა მისცეს, თუნდაც ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ქალი რომ შეხედავს, როგორია საზოგადოებრივი ნორმა, როგორ აცვიათ სხვებს, ჩაიცვას ისე და შიშველი ნუ გავა... თუ ერთმანეთს ანგარიშს გაუწევენ, კონფლიქტიც არ წარმოიშობა.
– რას ფიქრობ მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე საქართველოში?
– ვინმეს მარიხუანის მოწევა უნდოდეს, ამის გამო დაიჭირონ და ციხეში ჩასვან, ძალიან ცუდია. მე წინააღმდეგი ვარ, სპორტსმენი ვარ და არასდროს მივკარებივარ, მაგრამ ყველამ თავისით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჯანსაღ ცხოვრებას არაფერი ჯობია. ევროპას რომ უყურებენ, ჯობია, კარგი რაღაცები ისწავლონ იქიდან, ცუდს რომ იღებენ გადამეტებულად. რაც კარგია – სწავლა, დისციპლინა, არ უნდათ. აქ მთელი კვირა სულ მუშაობენ და მხოლოდ ერთი დღე ისვენებენ.
скачать dle 11.3