კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 „მედიქლაბჯორჯია“ – Joint Commission International-ის პირველი აკრედიტებული კლინიკა საქართველოში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია” უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი კლინიკაა საქართველოში, რომლის მედპერსონალი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. „მედიქლაბჯორჯიამ” წარმატებით გაიარა სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ერთ-ერთი, ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია Joint Commission International-ის აუდიტი, რის შედეგადაც მას საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა. ამჯერად „მედიქლაბჯორჯიას” კოლოპროქტოლოგიური მიმართულების წამყვან სპეციალისტს – ქალბატონ ნინო წერუაშვილს ვესაუბრეთ.
ნინო წერუაშვილი (განათლება და გამოცდილება)
წარჩინებით დაამთავარა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი და მას შემდეგ, სწავლის შემდგომი საფეხურების გასავლელად, იყო ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა წამყვან კლინიკაში. აქვს სხვადასხვა კლინიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიაში”. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. გახლავთ საერთაშორისო ასოციაციების წევრი. დღემდე მჭიდრო კავშირი აქვს უცხოელ კოლეგებთან და რთული სამედიცინო შემთხვევების დროს მათ კომპეტენტურ აზრს ონლაინ-ჩართვების მეშვეობით ისმენს.
– რამდენად მნიშვნელოვანია „მედიქლაბჯორჯიასთვის” Joint Commission International-ის აკრედიტაცია?
– სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია” არის Joint Commission International-ის პირველი აკრედიტირებული კლინიკა საქართველოში. ეს გულისხმობს კლინიკაში წარმოებული საქმიანობის სრული სპექტრის მუდმივ მონიტორინგს შემდეგი მიმართულებებით: პაციენტის უსაფრთხოება, ჯანმრთელობის შეფასებისა და მკურნალობის სქემები, მედიკამენტების მენეჯმენტი, ინფექციების პრევენცია და კონტროლი, ქირურგიული და საანესთეზიო სერვისები, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული სადიაგნოსტიკო სერვისები, საექთნო მოვლა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებების დაცვა, სამედიცინო ჩანაწერების წარმოება და კომუნიკაცია, შენობის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო ოპერირება, კლინიკური მენეჯმენტის ეფექტურობა.
– JCI აკრედიტაციას რა ადგილი უკავია მსოფლიო ჯანდაცვაში?
– JCI აკრედიტაცია განიხილება ოქროს სტანდარტად გლობალურ ჯანდაცვაში. დღეისთვის მთელ მსოფლიოში 955 სამედიცინო დაწესებულებაა აკრედიტებული Joint Commission International-ის მიერ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული და ყველაზე მსხვილი სააკრედიტაციო ორგანიზაციის The Joint Commission-ის  შვილობილ კომპანიას და საერთაშორისო ფილიალს წარმოადგენს.
– როგორ დაახასიათებდით კოლოპროქტოლოგიულ მიმართულებას „მედიქლაბჯორჯიაში”?
– კლინიკა „მედიქლაბჯორჯიას“ კოლოპროქტოლოგიული მუშაობის მთავარი მიმართულება: მსხვილი ნაწლავის, მცირე მენჯისა და შორისის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპია, პაციენტებისათვის მინიმალური ჰოსპიტალიზაციის ვადებში მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობის ჩატარება. ამას კლინიკა აღწევს თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურის გამოყენებით. კოლოპროქტოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტები, რომლებსაც აქვთ რთული თანმხლები დაავადებები, თავსდებიან მრავალპროფილიან განყოფილებაში, სადაც მათ კომპლექსური მკურნალობა უტარდებათ. მრავალწლიანი პრაქტიკული მუშაობის შედეგად, პაციენტებისთვის დანერგილია ინდივიდუალური მიდგომა.
ჩვენთან ტარდება შემდეგი ტიპის ჩარევები:
• ამბულატორიულ მცირეინვაზიური ჩარევები ჰემოროდიული დაავადებების საწყის სტადიებზე – ჰემოროიდული კვანძების ლატექსის რგოლით ლიგირება, მკვებავი სისხლძარღვების გადაკვანძვა და როგორც არაოპერაციული, ისე ინვაზიური მეთოდებით.
• რადიკალური ოპერაციები ქრონიკული ჰემოროისა და ანალური ნახეთქის, ანორექსიული ფისტულებისა და აბსცესების, ანალური სფინქტერის უკმარისობის. მაღალტექნოლოგიური აპარატურის (ჰარმონიული სკალპელი Harmonic Scalpel, ქსოვილების კოაგულაციის მცირე ტრავმული ინსტრუმენტი FocusLong) გაწოვადი საკერავი მასალისა და ტკივილის მართვა, ინდივიდუალური დოზატორების გამოყენება, საშუალებას გვაძლევს, მინიმუმამდე დავიყვანოთ პოსტოპერაციული ტკივილის სინდრომი, სტაციონარში ყოფნის ვადები, რის შემდეგაც, პაციენტი მთელი ცხოვრების განმავლობაში ივიწყებს საკუთარ დაავადებას.
• უნიკალური, მცირეტრავმული ოპერაციები მცირე მენჯისა და შორისის სხვადასხვა დაავადების დროს, როგორიცაა – სწორი ნაწლავის გამოვარდნა, რექტოცელე, რექტო-ვაგინური ფისტულები. წინასაოპერაციო გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარება (დეფეკოგრაფია,  ირიგოგრაფია, კოლონოსკოპია-უროფლოუმეტრია, ტრანსვაგინური და ტრანსრექტული ექოსკოპია) გვაძლევს საშუალებას დაავადების დიფერენციალური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოპტიმალური მეთოდი ამ რთული პაციენტების ჯგუფებისთვის. ამ დაავადებების მკურნალობაში თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი ბადეების გამოყენება ლაპარასკოპიული და ტრანსვაგინული მიდგომით, მკურნალობის უმოკლეს ვადებში გვაძლევს კარგ შედეგებს.
скачать dle 11.3