კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ არ იჭრიდნენ თმას ადრე ქალები და რით უნდა შეეწინააღმდეგოთ ჯადოსა და უწმინდურ ძალთა ზეგავლენას

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

თმას ყველგან და ყველა ეპოქაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მიაჩნდათ, რომ ის ადამიანის ყველა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ინფორმაციას ინახავს და არაკეთილმოსურნის ხელში, შეუძლია, მაგიური რიტუალის ნაწილადაც იქცეს – შესაბამისად, პატრონს ავნოს. ამიტომ სათანადოდ უფრთხილდებოდნენ და საუკუნეების განმავლობაში, მრავალი წესი, მინიშნება თუ ცრურწმენაც მკვიდრდებოდა ხალხში. სწორედ ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას მოგვაწვდის ქალბატონი ლილი – ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი.
– მაინც რა არის თმა? – ჩვეულებრივი, ბიოლოგიური წარმონაქმნი თუ მაგიური ელემენტი...
– რა თქმა უნდა, ბიოლოგიური წარმონაქმნია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იზრდება, იცვლის ფერს და მისი საშუალებით შეიძლება, ადამიანის ფიზიკური და ემოციური სიჯანსაღის განსაზღვრა. თმა თავისებური ანტენაა, რომელიც ადამიანს კოსმოსთან აკავშირებს და იქიდან ინფორმაციისა და ენერგიის მიღებაში ეხმარება. რაც უფრო გრძელია თმა, მით უკეთესად მყარდება კავშირი სამყაროსთან და ხდება ენერგიათა გაცვლა. თუმცა, ბევრს უნდა, ზედმეტ განცდებსა და ნეგატივს თავი აარიდოს, რაშიც თმის შეჭრა ეხმარება. რაც მეტ თმას მოიჭრით, მეტ ინფორმაციას განდევნით თქვენგან. თუმცა, ძველად ქალები თმას არ იჭრიდნენ და სწორედ იმიტომ, რომ ფიზიკური სიახლოვისას ძალა არ გამოსცლოდათ.
– ალბათ, იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორ უვლი თმას, ან როგორ იზრდება?
რაც უფრო კარგად გამოიყურება თმა, მით უფრო ჯანმრთელია ადამიანი. თუ გცვივათ, ცუდად იზრდება, წყდება – უმჯობესია, ჯანმრთელობა შეიმოწმოთ. თმა პირველი გამცნობთ პრობლემების შესახებ. თუმცა, პეწი რომ არ მოაკლდეს და კარგად გაიზარდოს, გაზაფხულის პირველ წვიმიაში უნდა მოჰყვეთ და თავიდან ბოლომდე, თავის თმიანად, კარგად გაილუმპოთ.
– გამიგია, თმა რომ იბურდება, იწეწება და ინასკვება, უწმინდური ძალების გავლენააო...
– აბურდული და გაკვანძული თმა ყოველთვის მაგიისა და ჯადოქრის ნახელავად მიიჩნეოდა. ასე რომ, თუ თმას მსგავსი კვანძები შეამჩნიეთ, იცოდეთ, ვიღაც, თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, თქვენი ბედის შეცვლას აპირებს. ეს შეიძლება იყოს გათვალვის, ჯადოსა და წყევლის ნიშანიც. ამიტომ, ასეთ თმას იჭრიდნენ და წვავდნენ. საერთოდ, ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ მოჭრილი ან ჩამოცვენილი თმა უნდა დაიწვას. დღევანდელ დროში კი საკმარისია, უნიტაზში ჩაუშვათ. ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი თმა თქვენსავე წინააღმდეგ არ გამოიყენონ. ძირს დაცვენილი თმა შეიძლება, თაგვმა თათებში ან ჩიტმა ნისკარტში მოიხელთოს და შესაბამისად, თავიანთი სოროს და ბუდის ასაშენებლად გამოიყენონ, რაც ცუდად იმოქმედებს თქვენზე და გამუდმებით თავის ტკივილი შეგაწუხებთ. ამიტომ, თუ იგრძენით, რომ გათვალული ხართ, მაშინვე დაიბანეთ თავი და ეს გიხსნით სუსტი ენერგეტიკული თავდასხმისგან.
– მთელი რიგი რიტუალები, შესაბამისი მინიშნებები თუ ცრურწმენები უკავშირდება თმის შეჭრას...
– საუკუნეების გამოცდას გაუძლო ტრადიციამ: იმისთვის, რომ თმა კარგად და მალე გაიზარდოს, უნდა შეიჭრათ მზარდი მთვარის დროს. საპირისპირო შემთხვევაში, ნელა გაიზრდება და ისე მიილევა თავზე, როგორც – ცაზე მთვარე. თანაც, უმჯობესია, მხოლოდ პოზიტიურმა, ხალისიანმა ადამიანმა შეგჭრათ. თორემ, უჟმური, ბოროტი და შუარიანი თუ მიეკარა თქვენს თმას, მთელი დადებითი ენერგია მასზე გადავა. თქვენ კი დაგრჩებათ მხოლოდ თავის ტკივილი, ნაღველი და სევდა. თმა რა წარმატებითაც იზიარებს პატრონის ბიოლოგიურ ინფორმაციას, ასევე შესანიშნავად შეუძლია, მიიღოს ის სხვებისგანაც, ამიტომ, უმჯობესია, ვარცხნილობა თქვენივე სქესის წარმომადგენელთან გაიკეთოთ და თანაც, კარგია თუ სტილისტი ყოველთვის ერთი და იგივე იქნება. ისეთი, ვისაც თქვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას ანდობთ. რაც უფრო გრძელია თმა, მით უფრო მეტ ენერგიას იღებს ის ზეციური ძალებისგან. ამიტომ, სანამ თმის შეჭრას გადაწყვეტთ, საჭიროა, კარგად დაფიქრდეთ.
– კვირის დღეებსაც აქვს მნიშვნელობა თმის შეჭრისას?
– აუცილებლად და განრიგი ასეთია: თმის შეჭრა ორშაბათს – დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ნეგატივი, განცდები და უარყოფითი ემოციები; სამშაბათს – მოწყენილობისა და მოსაბეზრებელი ყოველდღიურობისგან გიხსნით, შეგძენთ ფიზიკურ ძალასა და ენერგიას; ოთხშაბათს – გელით უჩვეულო და საინტერესო მოვლენები – ახალ ხალხთან შეხვედრა, სასიამოვნო ნაცნობობა; ხუთშაბათს – იღბალი გაგიღიმებთ, დაალაგებთ ურთიერთობებს მეგობრებთან და ახლობლებთან; პარასკევს – კარდინალურად შეიცვლით შინაგან მდგომარეობას; შაბათს – მოიცილებთ კარმულ ვალებს და გაიუმჯობესებთ სულიერ მდგომარეობას; კვირას – ამ დღეს არ უხდება სტილისტთან ვიზიტი, რადგან თმასთან ერთად, საკუთარ ბედნიერებასაც „მოიკვეცთ”.
– როგორ აისახება თმის ფერი ადამიანის ბედზე?
– თმის ფერმა შეიძლება, პირდაპირ იმოქმედოს ადამიანის ხასიათზე. მუქი ფერი სიმკაცრესა და პასუხისმგებლობას სძენს პატრონს; ღია ფერი – სიმბოლოა გონიერებისა და უბიწობის; წითური კი – პატრონის გულგრილობასა და თავხედობას ამხელს. თუმცა, წითურებთან დაკავშირებით, გაცილებით ბევრი რამაა ცნობილი. რა ეპითეტებით არ აჯილდოებდნენ მათ: ვერაგი, სასტიკი, გარყვნილი, ხელმოცარული და საერთოდ, ისეთი, არავითარ ნდობას რომ არ იმსახურებს. წითური ქალის შეხვედრა დილით ადრე, ან ახალი წლის პირველ დღეს უსიამოვნებების დასაწყისიაო. იმასაც ამბობენ, წითურებს ოფლიანობისას მელიის სუნი ასდით და მათი ამონასუნთქი სხვებს კანზე წყლულებად აჩნდებათო. შუა საუკუნეებში წითურებს მიაწერდნენ კაენს და იუდას. კიდევ უამრავ ნეგატივს უკავშირებენ მათ და ზოგი აშკარად გადაჭარბებულია, მაგრამ ყველა თარსად რომ მიიჩნევს წითურებს, ეს აშკარაა.
– ვიცი, რომ ბავშვს თმა ერთ წლამდე არ უნდა შეაჭრა და ალბათ, მსგავსი უამრავი აკრძალვა თუ მინიშნებება არსებობს?
– ბავშვს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ უნდა შეჭრათ თმა და მერე ეს თმა შეიძლება, დაიდოთ მტკივნეულ ადგილას. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ბავშვის თმას განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს და ნებისმიერი იარის მორჩენა შეუძლია. რაც შეეხება სხვა თქმულებებსა და მინიშნებებს, შემიძლია, მითითებების სახით, მოკლედ ჩამოვთვალო: თუ თმა საფეთქლებთან და შუბლზე დაბლა იზრდება – დიდხანს იცოცხლებთ. პირველი ჭაღარა, წვერში ან თავზე, არ უნდა ამოიგლიჯოთ – ბედნიერების ნიშანია და მისი ამოგლეჯით, ბედნიერებასაც კარგავთ; ქერტლის გაჩენას ცუდი ამბები მოჰყვება; თუ კუდის ან „კოსის” შეკვრისას, ცოტა თმა დარჩა – წინ გრძელი გზა გელით; რაც მეტად თმიანია ადამიანი და აქ თავის გარდა, იგულისხმება სხეულის სხვა ადგილები – გულმკერდი, კიდურები, ზურგი და ასე შემდეგ, მით უფრო მდიდარი იქნება ის; ბოლო დროს მოდაში შემოვიდა თმის გაყიდვა პარიკისთვის – მისცე საკუთარი თმა, თუნდაც კარგ ფასად, ცუდია ჯანმრთელობისთვის და ვინც ამ პარიკს შეიძენს, ისიც კარგად უნდა დაფიქრდეს: ვინ იყო ამ თმის პატრონი, რა აწუხებდა, რა თვისებები  და ემოციების პატრონი იყო... თმა იმდენად ასახავს ადამიანის ჯანმრთელობას, რომ დიდი მწუხარებისგან იწყება გამელოტება, გაჭაღარავება... ორსული ქალისთვის მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში არ შეიძლება, თმის არც შეჭრა და არც შეღაბვა – ამით ის მომავალ შვილს ბედნიერებას უსპობს; დედამ არ უნდა შეაჭრას თმა ქალიშვილს – ამით მას „ეჭრება” ქალური ბედნიერებაც და უმჯობესია ეს, სხვა, კარგმა ადამიანმა გააკეთოს; არც საკუთარი თმის მოჭრა შეიძლება, განსაკუთრებით კი „ჩოლკის” – ამით იმ ტოტს (ანუ ბედნიერებას) ჭრით, რომელზეც ზიხართ. ამიტომ, რა ძალაა, დაიცავით თავი და თმის შეჭრა ვინმე სხვას სთხოვეთ.
скачать dle 11.3