კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რა კერძო საქმიანობას ეწევა შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახმინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მეუღლე და რა შემოსავლით ფარავენ 450 000 ევროს ოდენობის სესხს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი 1978 წელსაა დაბადებული ქუთაისში. 1995-1999 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობას დაეუფლა. 1999-2000 წლებში უნგრეთში, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში მოუპოვებია საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი. 2006 წლიდან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტიცაა. მისი შრომითი ბიოგრაფია 1996 წელს დაიწყო გაეროს ახალგაზრდული ორგანიზაციის საქართველოს განყოფილების (UNOY) პროექტების ასისტენტად, 1998 წელს კი უკვე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე გახდა. 1998 წელსვე (1999 წლამდე) საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში, მთავარ სპეციალისტად დაინიშნა, 2000-2001 წლებში – რედაქტორის თანაშემწედ ელექტრონულ ჟურნალ Transition Online-ში. 2001 წელს გერმანიაში მიიწვიეს მკვლევარ-თანაშემწედ უმცირესობების საკითხთა ევროპულ ცენტრში, 2002 წელს – „ნატოს“ საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველოში (ასევე, მკვლევარ-თანაშემწედ). იმავდროულად, ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) „ეუთოს” კვლევის ცენტრის მკვლევარიც გახლდათ. 2002-2004 წლებში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრში (ICCN) მუშაობდა პროგრამის მენეჯერად და უფროს ანალიტიკოსად. 2004-ში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში დაინიშნა სახელმწიფო მინისტრის თანაშემწედ და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროს სპეციალისტად; 2007-2009 წლებში – ევროპის სტაბილურობის ინიციატივის (ESI) ანალიტიკოსად საქართველოში. 2008 წლიდან დღემდე ილიას უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ევროპათმცოდნეობაში. 2006-დან 2012 წლამდე თბილისის ლიბერალური აკადემიის დირექტორი იყო. 2012-ში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, 2016 წლის აგვისტოდან კი, სახელმწიფო მინისტრია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.
ქეთევან ციხელაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც სახელმწიფო მინისტრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: გერმანიაში 1962 წელს დაბადებული მეუღლე არმინ ჰუთენლოხერი და გერმანიაშივე 2014 წელს დაბადებული შვილები: თინა-მაია და სოფია-მალი.
ქეთევან ციხელაშვილის საკუთრებაა არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, საირმის 33-ში (33 კვ. მ.) და 130 000 აშშ დოლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი ოქროყანაში (188,90 კვ. მ.). არმინ ჰუთენლოხერს კი ეკუთვნის 25 პროცენტი მიწის ორი ნაკვეთისა გერმანიაში (32 800 და 400 კვ. მ. ფართობების), ასევე, მეოთხედი წილი საცხოვრებელი სახლისა, აგრეთვე გერმანიაში (280 კვ. მ.), 50 პროცენტი კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლისა გერმანიაში, ბერლინში (200 კვ. მ.) და 50 პროცენტივე იმავე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთისა (500 კვ. მ.). ამას გარდა, აქვს საცხოვრებელი ბინა გერმანიაში, ბერლინში (86 კვ. მ.) და მისი საკუთრებაა 80 პროცენტი საცხოვრებელი სახლისა (180 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთისა (500 კვ. მ.) ხორვატიაში.
ქეთევან ციხელაშვილს კი ჰყავს 21 500 აშშ დოლარის ღირებულების 2008 წლის ავტომანქანა Hyundai Tucson.
არმინ ჰუთენლოხერი არის ჰოლდინგ „ონმიკომის“ აქციონერი – აქვს 28 000 აშშ დოლარის ღირებულების OMNICOM Holding–ს 846 შეზღუდული ოფცია, საიდანაც შემოსავალი არ მიუღია. თუმცა გერმანიაში დაფუძნებულ თავის კერძო კომპანიაში საქმიანობამ 2015 წელს 96 000 ევრო მოუტანა. ხოლო ანაბარზე 155 000 ევროს ინახავს.
რაც შეეხება ქეთევან ციხელაშვილის შემოსავლებს: მან, 2015 წლის განმავლობაში, როგორც სახმინისტრის პირველმა მოადგილემ, აგვისტომდე 40 300 ლარი აიღო, როგორც სახმინისტრმა, დარჩენილ თვეებში – 31 250 ლარი. მის მეუღლეს უცხოური ბანკიდან 2013 წელს 450 000 ევროს ოდენობის სესხი გამოუტანია, რომლის მომსახურებაც 2015-ში 42 000 ევრო დასჯდომია.
скачать dle 11.3