კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ნახანძრალი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

„ბილწთ არ შევეკვრი ზავითა“ 


რაკი უცხოურმა სპეცსამსახურებმა თავიანთ მიზანს იმდენად წარმატებით მიაღწიეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანი ერთია და აზრი – ორი და ურთიერთსაპირისპირო ან შესაძლოა, იმიტომ რომ, იმთავითვე მოგვაწყევლა გამჩენმა, ერთი პირი არ გქონდეთო, ლამის ნახევარ საქართველოს ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ მისი მოსახლეობა იმას არკვევდა, ვინ „ნაცია“, ვინ „ქოცი“, თითქოს ცეცხლთან კი არა, ერთმანეთთან ბრძოლა იყოს გადამწყვეტი და მთავარი.
უფრო მეტიც, აზრთა სხვადასხვაობა, ლამის პირდაპირი მნიშვნელობით – ჭიდაობა, იმანაც კი გამოიწვია, უნდა მიეღო თუ არა საქართველოს მთავრობას რფ-ის მიერ შემოთავაზებული დახმარება. მომხრენი (რუსეთს ჰყავს ყველაზე დიდი ცეცხლმაქრი თვითმფრინავებიო) არამომხრეებს (მტრისგან გამოწვდილი წყალიც არ გვინდაო) იმაშიც კი ადანაშაულებენ, საქართველოს სრული გადაბუგვა გირჩევნიათო.
თუ გავიხსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვის ორი ქართული, ორი აზერბაიჯანული, ერთი ბელორუსული, ორი თურქული ვერტმფრენი და ერთიც თურქული თვითმფრინავი, არაპროფესიონალისთვისაც კი აშკარაა, ისეც არ გაგვჭირვებია, დახმარება მაინცდამაინც ოკუპანტი სახელმწიფოსგან მივიღოთ, რომლისთვის ჰაერივით აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ჰუმანურად და კაცთმოყვრულად წარმოჩენა (თან – ჩვენს ხარჯზე).
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ გორის ტრასის სიახლოვეს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსის ჯარი წრთვნებს ატარებს (იმდენიც კი მოახერხეს, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს), რუსული ცეცხლმაქრი საჰაერო ტექნიკის შემყვანის მსურველებს უხერხულობაც კი არ ექმნებათ?!
იმას გარდა, რომ ვითომ გამბახებელს დახმარებას სთხოვენ?! –
скачать dle 11.3