კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ ებრძოდა მძიმე დაავადებას ღიმილით გვანცა ლაღიძე და რატომ ტოვებდნენ მას საავადმყოფოში ფსიქოლოგად

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ის საოცრად პოზიტიური და ხალისიანია, ბევრი დადებითი გადამდები ენერგიით... მისი ხმა ყველგან ისმის და უკვე რამდენიმე წელია – ტელევიზიაშიც. ეს გვანცა ლაღიძეა, მსახიობი და ტელეწამყვანი. მისი გადაცემა „ქალების ნარატივიც”, რომელიც „TV პირველზე” გადის, მალევე გახდა წარმატებული და ისეთივე პოზიტიური, როგორიც მისი წამყვანია. თავად გვანცას ნარატივიც საკმაოდ საინტერესოა.
გვანცა ლაღიძე: 
გადაცემა „ქალების ნარატივი”. „ბიზნესმედია საქართველოს” პროექტია. რადგან ეს ნიშა აუთვისებელი იყო, საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ძალიან ბევრი ძლიერი და წარმატებული ქალი გვყავს, რომლებიც არ ჩანან, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ასეთი ტიპის გადაცემა, შეგვექმნა პლატფორმა და ქალები თავისი დამსახურების მხრივ წამოგვეწია წინა პლანზე. ნელ-ნელა იმატებდა რეიტინგი. გადაცემა ყოველდღე გადის ეთერში და საბოლოოდ, მან დაიკავა რეიტინგის თავისი ნიშა, რომლის დაბლა არ ჩამოდის, პირიქით, მაღლა ადის.
– სახელი „ქალების ნარატივი” თავიდან განხილვის საგანი გახდა, ზოგს მოსწონდა, ზოგი – აკრიტიკებდა.
– „ნარატივი” ეს სიტყვა ბოლო პერიოდში უკვე ყველასგან მესმის. განსაკუთრებით პოლიტიკოსები იყენებენ ხშირად. საერთაშორისო სიტყვაა, თუმცა საქართველოში მაინცდამაინც არ იყო მიღებული, კითხვებიც გააჩინა და კარგადაც იმუშავა. ნელ-ნელა ხალხი სახელსაც შეეგუა. სახელი არ არის მთავარი, მთავარი კონტენტი და შინაარსია. მიხარია, რომ  შინაარსით ქალებიც კმაყოფილები არიან და კაცებიც.
– როგორია გვანცა ლაღიძის „ნარატივი”?
– 6 წლიდან ვიდექი სცენაზე და ვთამაშობდი უფროსებთან ერთად. ჩემი პირველი რეჟისორი ოთარ ბაღათურია იყო. ვითამაშე თეატრალურ უნივერისტეტში „ირინეს ბედნიერებაში”, მქონდა პატარა ბავშვის როლი. შემდეგ იყო ჭოლასთან – სპექტაკლში. ბაბუა ცნობილი რეჟისორი იყო, რომელმაც რეგიონებში ააყვავა თეატრები. გარდა ამისა იყო მსახიობი, სკულპტორი, დრამატურგი. ბებია – მსახიობი, სცენაზე პირველი მაია წყნეთელი იყო. მამა კინორეჟისორი მყავდა, დოკუმენტალისტი, 2011 წელს გარდაიცვალა. დედა მუსიკოსი მყავს – საგუნდო-სადირიჟირო აქვს დამთავრებული. მოკლედ, ასეთ გარემოში გავიზარდე და სხვა სფეროში წასვლა ვერც წარმომედგინა. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვთამაშობდი სპექტაკლებში, მაგრამ ბოლოს ვეღარ მივხვდი, საით უნდა წავსულიყავი, რა იყო მომგებიანი. მერე პასუხისმგებლობები მომემატა: ოჯახი, ბავშვი, ფინანსებზე ხარ ორიენტირებული... მსახიობობიდან წამყვანობაზე გადავედი. ორი წელი რადიო „კომერსანტში” მქონდა ჩემი გადაცემა: „დილა გვანცა ლაღიძესთან ერთად”. შემდეგ გადავედი რადიო „ფორტუნაზე” და უკვე მერვე წელია, მიმყავს გადაცემა „წარმატების ფორმულა”. შემდეგ, უკვე გიორგი ისაკაძესთან თანამშრომლობის ეპოქა იწყება.
– ტელევიზია ალბათ, შენთვის ერთგვარი გამოწვევა იყო.
– სერიოზული გამოწვევა იყო. გამოწვევებს არ უნდა მოერიდო – ეს არის წარმატებული ქალისთვის მთავარი. უნდა დაძლიო პატარა შიში, რომელიც ახალი საქმის დაწყებას ყოველთვის ახლავს. თუ დაძლევ ამ ბარიერს, მერე ათმაგად გიბრუნდება ის სიამოვნება და ბედნიერება, რომელიც მას თან ახლავს. მე გახმოვანებაშიც ვმუშაობ და ჩემი მეგობრები ხუმრობენ: ყველგან შენი ხმა გვესმისო. მეტროშიც არის ახლა უკვე ჩემი ხმა: „ნექსტ სთეიშენ”... ქოლ ცენტრი გინდა, ფილმი გინდა, ტელევიზია... მეგობრები ხუმრობდნენ: ბათუმში წავედით დასასვენებლად, სადღაც შევედით და იქაც შენი ხმა გავიგეთ: მობრძანდითო.
– ძალიან ხალისიანი, ენერგიული ხარ, ბევრი დადებითი ემოციით. ეს განსაკუთრებით იგრძნობა და გადამდებია გადაცემის ჩაწერის წინ.
– ენერგეტიკას ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას. რესპონდენტთან საუბრის დაწყებისას ყოველთვის ვამოწმებ ენერგეტიკას. სტუდიაში როგორი ენერგიით გაჟღენთის საშუალებასაც გაძლევს რესპონდენტი, მერე იმ ენერგეტიკით მივდივართ. ენერგეტიკა უნდა ამოიცნო,  ჩაიჭირო და ეს ხდება დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.
– საიდან გაქვს ამდენი ენერგია?
– ეს კითხვა მესმის ბავშვობიდან. მეხუმრებიან: შენ რაღაცას სვამ, არ არსებობს, ამდენი ენერგია ისე გქონდესო. ბავშვობაში კიდევ უფრო ენერგიული ვიყავი. ვცეკვავდი, თეატრში ვთამაშობდი, მაგრამ ენერგიას მაინც ვერ ვხარჯავდი და სახლში რომ მოვდიოდი, ერთ ადგილას დავხტოდი. ამიტომაც მაქვს ძალიან ბევრი იარა. ყველას შეუძლია, ეს ენერგია გამოიმუშავოს – ამაზე უკვე შემიძლია დისერტაცია დავიცვა. თავად აკონტროლებ ენერგიას, რადგან ნებისმიერი ადამიანისგან, ლოკაციისგან, ურთიერთობისგან იჭერ შენთვის დადებით ენერგიას და შემდეგ ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს ეს შენზე. უბრალოდ, ნებისმიერი საკითხისადმი პოზიტიურად შეხედვა უნდა ისწავლო. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს მძიმედ უყურებენ, ან პირიქით – მსუბუქად. შუალედს თუ დაიჭერ, ბალანსს, რომელიც თვითონ გკვებავს და თავად ხარ ენერგიული, მოტივირებული და პირდაპირ მიმართული იმაზე, რაც შენ ცხოვრებაში გჭირდება. მეც ვარ ხშირად დაღლილი, მაგრამ როცა შედეგს აღიქვამ, იმ დაღლასაც თავისი სიამოვნება მოაქვს. საკუთარი თავი თავად უნდა კვებო.
– რა არის შენი ყველაზე დიდი სისუსტე?
– დროის შეგრძნება არ მაქვს, საერთოდ არ ვარ პუნქტუალური. მგონია, რომ არასდროს არ მაგვიანდება, მაგრამ ბოლოს ვხვდები, რომ დამაგვიანდა – ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მინუსი. კიდევ – ნდობა მაქვს ყველას და ყველაფრის მიმართ. მგონია, რომ ადამიანი არასდროს გააკეთებს ცუდს. ეს მინუსია, რადგან ბევრჯერ დაგვიშვია შეცდომა. გულისტკენაც მქონია, ვის არ ჰქონია. მაგრამ ესეც გაკვეთილია. რასაც გამოცდი ცხოვრებაში, ის უფრო მეტად გაძლიერებს. მქონდა ის პერიოდი, როცა შეცდომებზე ვერ ვსწავლობდი, მაგრამ ახლა შეცდომების დაშვების დრო არ არის, რადგან მობილიზებული ხარ, გამოცდილება გაქვს. პატარა ასაკში თუ არ დაუშვებ შეცდომას, მერე დაუშვებ. ამიტომ ჯობია, ადრევე ისწავლო შენს შეცდომებზე. შეცდომის დაშვებაც საინტერესოა, რადგან გაძლიერებს.
– ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ. თავად რას ფიქრობ ამაზე?
– ასე ამბობენ. მე მქონდა ცხოვრებაში ჯანმრთელობის პრობლემა...
– მინდოდა ამ თემას შევხებოდი. მახსოვს წლების წინ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გქონდა. შენი მეგობრები დახმარებას ითხოვდნენ, რომ მძიმე დაავადება დაგემარცხებინა.
– დახმარების ამბავი არ ვიცოდი, მერე გავიგე და აღვკვეთეთ. მაგ დროს კარგად აფასებ ვინ არის შენ გვერდით და ესეც გაკვეთილია. რომ არ მყოლოდა მეგობრები, დედა, ახლობლები, არ ვიცი, რა იქნებოდა. თუმცა ხშირად ხუმრობდნენ ხოლმე: არის ეს კარგად? დასამშვიდებლად ვურეკავთ და ეს აქეთ გვამშვიდებსო. ჩემი მეგობარი ვერიჩკა იხსენებს ხოლმე: ოპერაციის შემდეგ დამირეკა აფორიაქებული ხმით. ნარკოზიდან ახალი გამოსული ვიყავი, გავახილე თვალები და ლუღლუღით ვეუბნები: მშვიდად იყავი, ვერიჩკა ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. საავადმყოფოშიც ფსიქოლოგად მტოვებდნენ, პაციენტებს მოტივაციას ვაძლევდი. იმ პერიოდში განსაკუთრებულად მობილიზებული ვიყავი.
– ადამიანებისთვის განსაკუთრებულად რთულია პირველი პერიოდი, როდესაც ამ დიაგნოზს იგებ. შენ შემთხვევაში როგორ იყო?
– კი. თუმცა ჩემთან არ იყო ასე. სხვა ტიპის ოპერაციისთვის ვემზადებოდით და ანალიზების აღების შემდეგ გავიგეთ, რომ სხვა ტიპის ოპერაცია მჭირდებოდა. მე კი არა, თვითონ არაჩვეულებრივი ექიმი, გია ციხისელი იყო გაკვირვებული. თვითონ მიიღო ჯერ დიდ შოკი ამ დიაგნოზისგან, რადგან სხვა პასუხს ველოდებოდით. მერე მკურნალობის პერიოდში ჩემი ექიმები – ქეთი ცინცაძე, ნია შარიქაძე, მეგობრები, ახლობლები ყველანი დავდექით ერთად. ეს დიაგნოზი ქალებში, სამწუხაროდ, გახშირდა. მაგრამ ამ დროს საკუთარი თავის სიძლიერე უნდა გამოიმუშავო და აკონტროლო. ყველაფერი ტვინზეა დამოკიდებული, რომელსაც შეუძლია, განკურნოს ან პირიქით დააავადოს საკუთარი თავი. ადამიანი ნებისმიერი სიტუაციისთვის უნდა იყოს მზად. ფეხების ბაკუნი რომ დაიწყო, დეპრესიაში ჩავარდე, ამ დროს საკუთარ თავს დაუწყებ ბრძოლას და არა იმას, რასაც უნდა ებრძოლო. ამიტომ მობილიზებული უნდა იყო იმაზე, რომ დაამარცხო ის, რაც არ გინდა და ხელს გიშლის. ასეთ დროს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ღიმილი, კომუნიკაცია ახლობლებთან, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიკეტო, უნდა გააკეთო ის, რის საშუალებასაც მკურნალობა გაძლევს.
– მთავარია, დაავადება დამარცხდა და წარსულში დარჩა.
– კი. დამარცხდა და წარსულს ჩაბარდა. ცხოვრებაში სულ გვხვდება ბარიერები, რომლებიც უნდა გადალახო. განსაცდელებსაც სწორად უნდა მიუდგე.
– საყვარელი და სიმპათიური ბიჭის დედა ხარ.
– კი, 10 წლის ბიჭის, დაჩის დედა ვარ, რომელიც ჩემზე აქტიური, პოზიტიური, ენერგიულია. რომ მეუბნებიან, ერთ შვილზე რატომ გაჩერდიო, ასეთი პასუხი მაქვს: ჩემი შვილი უდრის ათს. როცა დაიბადა, სხვანაირი ინსტინქტები გამიჩნდა, რაც ალბათ, ყველა დედას აქვს. სხვანაირად იწყებ ფიქრს, ცხოვრებას ახლებურად ალაგებ და თავიდან იბადები. დაჩი ჩემი სხვა ცხოვრების სტიმული გახდა, რადგან აბსოლუტურად გადმობრუნდა ყველაფერი: დღის რეჟიმში, ცნობიერაში და კონცენტირებული ვიყავი მის ბედნიერებაზე. როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, მასთან ერთად გავრბივარ კინოში ან სადმე, სამსახურშიც დამყვება ხშირად, ვცდილობ, დედის დეფიციტი არ ჰქონდეს.
– რა არის შენთვის სიყვარული?
– სიყვარული ჩემთვის ერთი დიდი ბუშტია, სადაც ერთიანდება ბევრი ადამიანი. ყველას აქვს თავისი ადგილი ამ სიყვარულის ბუშტში. იქ შედიან ადამიანები, ვინც ამას იმსახურებენ. იქვე ახლოსაც არიან – ვინც შეიძლება, რომ შემდეგ შევიდეს. ახლა მაქვს მიმართულებაც: სიყვარულის თვალსაზრისით, ბუშტში არის ასეთი ლოკაცია, რომელიც არ არის ვაკანტური. ესეც, გარკვეულწილად, ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს. მაშინ ხარ ბედნიერი, როცა ყველაფრის დალაგება შეგიძლია: სამსახურს თავისი ადგილი აქვს, ოჯახს და იმ დიდ ბუშტს – თავისი. როცა სიყვარული არსებობს, მაშინ ხარ ბედნიერი, რადგან გავსებს ის თითოეული ბუშტუკა, რომელიც ცხოვრებაში გვჭირდება.

скачать dle 11.3