კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ვისი ღირსების დასაცავად გარბოდა ნახევრად შიშველი დავით ქაცარავა გერმანელების საცემრად და რა ომში ჩაება ის

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 „გადავწყვიტე ოკუპანტებს გზაზე გადავეღობო!!! არა ერთხელ, ერთჯერადად, არამედ აწი ყოველთვის და ცხოვრების ბოლომდე!!!“ – ეს დავით ქაცარავას განცხადების ნაწილია. საზოგადოებისთვის სხვადასხვა სფეროდან კარგად ცნობილმა სახემ გადაწყვიტა მცოცავ ოკუპაციას და რუსეთის პოლიტიკას აქტიური ბრძოლა გამოუცხადოს და ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე თანამოაზრეებთან ერთად სამოქალაქო პატრულირება დაიწყო. ამ ბრძოლაში ჩართვამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
დავით ქაცარავა:
ჯერ კიდევ 25 წლის წინ, როცა 12 წლის ბიჭი ვიყავი, იმ პერიოდში არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, სერიოზული პროტესტი მქონდა რუსეთის საქართველოსადმი დამოკიდებულების გამო. იმ დროიდან მოყოლებული, არასდროს შემიწყვეტია ფიქრი, როგორ გამეპროტესტებინა ეს მდგომარეობა. ერთი თვის წინ კი ჩემში რაღაც მოხდა, როგორც ამბობენ, მოთმინების ფიალა ამევსო და  გადავწყვიტე, რომ ამ ბრძოლაში უფრო აქტიური გავმხდარიყავი.  უნდა გავმცდარიყავი არაფრისმომცემ  ვირტუალურ „ფეისბუქ-პროტესტებს“ და რეალურ ქმედებაზე გადავსულიყავი. ამ განცხადებას ძალიან დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა. ამის შემდეგ დაიწყო ეს აქციები. ჩვენ თითქმის ყოველდღე მივდივართ საზღვართან, ვაპროტესტებთ არსებულ მდგომარეობას და ვატარებთ საინფორმაციო ხასიათის აქციებს. ამ ბრძოლამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ბევრ რამეზე უარის თქმა მომიწია, თუმცა ნამდვილად არ შემიძლია უმოქმედოდ ვიჯდე, როდესაც მეზობელი ქვეყანა  აგრესიულად ცდილობს ყოველდღე ჩვენს შევიწროებას. გვინდა, აფხაზეთსაც გადავწვდეთ. ამ დღეებში ვაპირებთ აფხაზეთის მიმართულებით წასვლას და შესწავლას, თუ სად შეიძლება ჩვენი საგუშაგოს გახსნა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უამრავი ადამიანი გვიერთდება, მათ შორის ქალბატონებიც.
– სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ვკითხულობდი ამასთან დაკავშირებით კომენტარებს და წერდნენ: ბევრი ქალი ქაცარავას გამო მიდის საზღვარზეო.
– (იცინის) ეს ამბავი ჩემთვის სიახლეა. მაგრამ, თუ ვინმეს ჩემ გამო სტიმული ემატება  და ეს ამ აქციაში ქალბატონების აქტიურ ჩართულობას გამოიწვევს, რატომაც არა  (იცინის). ჩვენ იქ ძალიან ჯანსაღი სიტუაცია გვაქვს. სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც რომ ჩამოდიან და საკუთარი თვალით ხედავენ, რომ ოკუპანტების პირისპირ არიან, სულ სხვა მუხტს იძენენ. იქ ყველა ხვდება, რომ ჩვენი მიწა გვეძახის, მას დახმარება სჭირდება.
– პარალელურად ბევრი რამით ხართ დაკავებული. როგორ ანაწილებთ დროს სხვა საქმეებისთვის?
– ჯომარდში ახლა აქტიური პერიოდია.  ვატარებთ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სამოყვარულო ჩემპიონატს.  უკვე 8 ტური ჩატარდა,  თუმცა მოუცლელობის გამო მხოლოდ ერთში ჩავერთე ფიზიკურად,  ჩემპიონატი ორ თვეზეა გაწერილი. შემდეგ კი პრეზიდენტობიდან გადადგომის დროც მოვა, რაც  ცოტა გაიწელა დროში პროცედურული თვალსაზრისით. მომდევნო არჩევნებზე მე ვეღარ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ჩვენი კანონმდებლობით, ნებადართული ორივე ვადა ამოვწურე. ასევე, ვხელმძღვანელობ კანოეს ფედერაციას, სადაც  დიდი წარმატებები გვაქვს.  უნგრეთში ოლიმპიური  ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც  8 მედალი ჩვენმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს. ახლახან დასრულდა კინოგადაღებები საქართველოსა და აზერბაიჯანში, ასე, რომ ამ მხრივაც აქტიური პერიოდი იყო.
– მრავალფეროვანი ცხოვრების გამო ხშირად გიწევთ მოგზაურობა. რასაც საინტერესო თავგადასავლები ახლავს.
– სხვათა შორის, მოგზაურობისას სპეციალურად ვიკარგები ხოლმე.  მიყვარს უცხო ქუჩებში ბოდიალი, ძალიან საინტერესოა. ბოლო წლებში, ძირითადად, ჩემი მოგზაურობები მშვიდ და სპორტულ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა, აი, უკრაინაში ვიზიტი ყოველთვის პრობლემებს უკავშირდება (იცინის). რამდენჯერაც ჩავედი, იმდენჯერ გამაჩერეს  მესაზღვრეებმა. მამოწმებენ, გასაუბრებებს მიტარებენ, აშკარად რაღაც არ მოსწონთ  ჩემში (იცინის). სხვათა შორის, უკრაინის ერთ-ერთ კლუბში  „ფეის-კონტროლიც” კი ვერ გავიარე (იცინის). მეგობრებთან ერთად დავაპირე შესვლა და დაცვამ კედელი აღგვიმართა – კერძო წვეულებაა და ვერ შეგიშვებთო. მერე  დავინახეთ, რომ ვიღაცები ისე შედიოდნენ, არც ეკითხებოდნენ. პირველ დღეს დავნებდით და არ შევედით. მეორე დღეს მარტო მივედი და მეგონა, გამიმართლა, რადგან იმ დღეს სხვა „კედელი” დამხვდა.  მობრძანდითო მითხრა, მაგრამ მერე დამაკვირდა: ერთი წუთითო, შიგნით შევიდა, გამოვიდა და მეუბნება:  დიდი ბოდიში, კერძო წვეულებაა და ვერ შეგიშვებთო (იცინის). უკრაინასთან და ქალებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ამბავი მახსენდება:  ჩემმა მეგობარმა, ლევან ჯავახიშვილმა, „ფეისბუქზე” პოსტი დადო სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებით. ლევანი, ჩემსავით, ცნობილი ჰომოფობია (იცინის). კომენტარებში მეც ჩემი აზრი დავაფიქსირე და წამოვიდა გაუთავებელი ლანძღვა-გინება. არ მიყვარს  ვირტუალური გარჩევები და ასეთ დროს, ყველას პირადში ვიწვევ ხოლმე სასაუბროდ (იცინის), მაგრამ, რაც მაშინ ჩემს კომენტარს მოჰყვა, იმან სრულ შოკში ჩამადგდო. უცებ ვკითხულობ:  შენ ის ქაცარავა არ ხარ, უკრაინაში რომ ტრანსგენდერებთან ერთობოდიო?! ცოტა ხანს აზრზე ვერ მოვედი, ვფიქრობ, დალევით, როგორ არ დამილევია, მაგრამ ასეეე? უცებ უკან გადავახვიე გონება, ყველაფერი გამოვრიცხე და დავმშვიდდი. მომიწია კარგად ამეხსნა, რომ აშკარად ვიღაცაში ვეშლებოდი (იცინის).
– ტრანსგენდერების რა მოგახსენოთ, მაგრამ ყოველთვის რომ ქალების ყურადღების ცენტრში ხართ და ყველანაირ გამოკითხვაში ლიდერობთ, თან, მარტო საქართველოში კი არა, სხვა ქვეყნებშიც, ამაზე მეუღლეს როგორი რეაქცია აქვს?
– ვლიდერობ კი არა, ბოლო გამოკითხვა რომ ჩატარდა  ოცეულშიც ვერ შევედი (იცინის). სხვათა შორის, მითია ის ფაქტი, რომ  უცხოელი ქალები მამაკაცებზე ნადირობენ.  შეიძლება, ვიღაცები შორიდან გეტრფოდნენ, მაგრამ თუ შენ რამე არ აგრძნობინე, არავინ „მოგინადირებს” (იცინის). ერთი შემთხვევა მახსოვს: 22 წლის ვიყავი. გერმანიაში წავედით ბანაკში. ქართველები, გერმანელები და პოლონელები ვიყავით. ერთ საღამოს გერმანელები დათვრნენ. ამ დროს ჩვენ, სამი ქართველი ბიჭი, საშხაპეში ვართ შესული და ჩვენი მეგობარი გოგო შემორბის გვიშველეთ, შიშველი გერმანელები ოთახში შემოგვივარდნენო.  ჩვენც ნახევრად შიშვლები გამოვვარდით და ვხედავთ, 10-15 გერმანელი ბიჭი, ნეონაცისტების სტილში დგას (იცინის). ჩვენ სამნი ვდგავართ და ვფიქრობთ, რომ მოგვვარდებიან ახლა და გაგვგლეჯენ: მაგრამ არ ვიცი, როგორი შესახედები ვიყავით იმ მომენტში სახეზე, ეტყობა, ძალიან საშიშად გამოვიყურებოდით (იცინის). უცებ ეს 15 კაცი შეტრიალდა. გაიქცნენ და კოტეჯში ჩაიკეტნენ. მაგრამ ჩვენ უკვე ისეთ ტალღაზე ვიყავით, ვეღარაფერი გაგვაჩერებდა. და მოკლედ, რომ ვთქვა, ის კოტეჯი ხელში შემოგვემსხვრა (იცინის). თუმცა თვითონ გადარჩნენ. ამ ამბებზე ბანაკის ხელმძღვანელობა მოვიდა და გაგვაჩერეს (იცინის). მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ჩვენი გოგონების ღირსება გადავარჩინეთ (იცინის). აი, მეორე დღეს უნდა გენახათ,  იქ რა ხდებოდა. ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით არ ერქვა იმ ამბავს, ყველა გოგო ჩვენზე „ნადირობდა”. კონკურსი გამოცხადდა ჩვენ სამეულზე (იცინის). წავიდა  რანდევუების დანიშვნები და მივხვდით, რომ „დარტანიანის მეთოდი” უებარია (იცინის). ამ მეთოდთან  დაკავშირებით ერთი სასაცილო ისტორია მახსენდება: სიონში ვიყავით მე და ჩემი  მეგობარი. მაშინ პატარები, 19 წლისები ვიქნებოდით. გოგონების მარტივად გასაცნობად და მოსახიბლად დიდი გეგმა შევიმუშავეთ. მოგეხსენებათ, გოგოს რომ გადაარჩენ, მისთვის გმირი ხდები და სიონზე ამის საშუალება გვქოდა. მაგრამ სად გვეცადა, როდის  დაიწყებდა ვიღაც დახრჩობას, რომ გმირობა გამოგვეჩინა. ამიტომ, მოვილაპარაკეთ: ერთ-ერთი  ჩვენგანი დაქაჩავდა გოგოს და სულ მცირე პანიკაზე უკვე მეორე გამოჩნდებოდა და გადაარჩენდა  მას (იცინის).  ერთხელაც, ნაპირზე ვართ, „მსხვერპლი” ჯერ არჩეული არ გვყავს, რომ უცებ გვესმის ვიღაცის განწირული კივილი: მიშველეთო.  ჩემი მეგობარი უცებ გადახტა  წყალში აღფრთოვანებული სახით  სწრაფად მიცურდა ამ გოგოსთან. ამოყავს და სახეზე ვაკვირდები, ბედნიერებისგან გაბადრულ გამომეტყველებას ველი და ვხედავ ისეთი სახე აქვს, აშკარად უნდა, უკან ჩააბრუნოს ეს გოგო (იცინის). ნუ, რაღას იზამდა, რა თქმა უნდა, გადაარჩინა და ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო. იმ გოგოს შეუყვარდა თავის გადამრჩენელი და უნდა გენახათ, ყოველ დილით მოვიდოდა ჩვენთან და გაბადრული თვალებით ჩამოგვიჯდებოდა. მისგან თავის დასაღწევად დილით რომ შევიდოდით წყალში გალურჯებამდე ვეღარ გამოვდიოდით, ის იჯდა, ჩვენს პირსახოცებსა და ნივთებს იხუტებდა, ჭკუაზე არ იყო (იცინის). თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, მე ჩემი მეგობრის ხათრით მიტანდა, ჯანდაბას, რადგან მასთან ერთად ხარო. მოკლედ, გვერდიდან არ გვშორდებოდა და გოგოებზე ნადირობის მთელი სეზონი ჩაგვიგდო (იცინის). ამ შემთხვევაში, არ გაამართლა „დარტანიანის მეთოდმა”. რაც შეეხება მეუღლის ეჭვიანობას, ჩვენ მძაფრი ეჭვიანობის მომენტები უკვე გავიარეთ. შეიძლება, რაღაც მომენტში ვიღაცის ყურადღების ქვეშ აღმოვჩნდე, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა დრომ გამოსცადა და ახლა ყველაფერი ნდობაზეა დაფუძნებული.
скачать dle 11.3