კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

№34 ,,მედიქლაბჯორჯია” – მაღალი პროფესიონალიზმი და თანამედროვე სტანდარტები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 კლინიკა ,,მედიქლაბჯორჯია”  წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ქართულ სამედიცინო სივრცეში. კლინიკის წარმატებას უახლესი სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და კვალიფიციური მედპერსონალი განაპირობებს. „მედიქლაბჯორჯიას” ქირურგიულ სამსახურზე, ოპერაციების სირთულეებსა და უცხოელ კოლეგებთან კავშირებზე ,,მედიქლაბჯორჯიას” ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი – ბატონი ლაშა კალმახელიძე გვესაუბრა.
ლაშა კალმახელიძე:
სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ინტერნატურა და ორდინატურა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გავიარე. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ვიყავი ბრიტანეთში, ლონდონში, ჰამერ სმიტის ჰოსპიტალში. იქ ვმუშაობდი ღვიძლისა და სანაღვლე გზების ონკოლოგიის მიმართულებით. 2013 წლიდან „მედიქლაბჯორჯიაში” ვარ ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი. ჩვენი კლინიკა პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების შეთავაზებაზეა ორიენტირებული.
– როგორ დაახასიათებთ „მედიქლაბჯორჯიას” ქირურგიულ სამსახურს?
ჩვენი ქირურგიული სამსახური მრავალპროფილურია, მჭირდო კავშირი გვაქვს ონკოლოგიურ დეპარტამენტთან, გარდა ამისა, ინტენსიურად ვმუშაობთ რადიოლოგებთან. ვმუშაობთ მუცლის ღრუს, თორაკალური, უროლოგიური და გინეკოლოგიური ონკოლოგიის მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენთან მუშაობს ზოგადი და ურგენტული ქირურგიის მიმართულებები. სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით და გვაქვს სერიოზული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისათვის,  რომ ვაწარმოოთ მაღალტექნოლოგიური ოპერაციები და საუკეთესო დახმარება გავუწიოთ პაციენტებს. ქირურგიული ოპერაციების ძირითადი წილი ტარდება ენდოსკოპიური მიდგომით, თუმცა, ასევე, ტარდება ღია რთული კომბინირებული ჩარევები ქირურგიულ ონკოლოგიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საკმაოდ ძლიერი რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილება ფუნქციონირებს, ჩვენ ოპერაციების დიდი ნაწილი პოსტოპერაციულ პერიოდში არ მოითხოვს ინტენსიურ თერაპიას და მით უმეტეს რეანიმაციულ განყოფილებას. გვაქვს ძლიერი სტაციონარული სამსახური, სადაც ექიმები თავისუფლად ართმევენ თავს ჩვენი პაციენტების მართვას. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პაციენტები დიდხანს არ დავაყოვნოთ ჰოსპიტალში. კლინიკის ქირურგიულ დეპარტამენტში 24 საათის განმავლობაში ვიღებთ პაციენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფოსთან არ გვაქვს ხელშეკრულება, სასწრაფო დახმარების მეშვეობით პაციენტების მიღებასთან დაკავშირებით, მაინც საკმაოდ მაღალია იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით და თვითმიმართვიანობით შემოდიან ჩვენთან. ამიტომ სასწრაფო გადაუდებელი დეპარტამენტი საკმაოდ დიდი დატვირთვით და წარმატებით ფუნქციონირებს.
– რას იტყვით უფრო კონკრეტულად ონკოლოგიური ქირურგიის შესახებ?
– გვყავს მულტიდისციპლინარული ჯგუფისგან შემდგარი გუნდი, რომელშიც შედის როგორც რადიოლოგი, ასევე ქიმიოთერაპევტი, ზოგადი ქირურგი, ონკოლოგი, უროონკოლოგი, ონკოლოგი-ქიმიოთერაპევტი, სხივური რადიოლოგიის წარმომადგენელი და ასე შემდეგ. გვყავს ორი თორაკალური ქირურგი, რომლებიც მოქმედი ქირურგები არიან გერმანიაში და ჩვენთან პერიოდულად ცვლიან ერთმანეთს კონსულტანტების სახით. ასევე, გვაქვს პედიატრიული განყოფილება, სადაც გვყავს მოწვეული ბავშვთა ქირურგები. საჭიროების შემთხვევაში ვიწვევთ სპეციალისტებსაც. ჩვენი მულტიდისციპლინარული ჯგუფი ყველა პაციენტს განიხილავს მიღებიდან შემდგომ მართვამდე. მათი მიზანია სიმსივნის სტადიურობის წინასწარ განსაზღვრა, მკურნალობის გეგმისა და ტაქტიკის დასახვა და ასე შემდეგ. სხვადასხვა სპეციალისტები ერთად იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ შემთხვევაში, ამასთან, ყველა პაციენტის მიმართ არსებობს ინდივიდუალური  მიდგომა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სახელმძღვანელოების ფარგლებში.
– უცხოელ კოლეგებთან თუ თანამშრომლობთ?
– დიახ, ჩვენს ყველა სპეციალისტს, მათ შორის მეც, ამა თუ იმ პერიოდში გავლილი გვაქვს კვალიფიკაცია სხვადასხვა ქვეყნებში. მე გახლავართ ევროპის ქირურგიული ონკოლოგიის ასოციაციის წევრი. ყველა ჩვენგანს მჭიდრო კავშირები გვაქვს იმ ქვეყნებთან, სადაც კვალიფიკაცია ავიმაღლეთ. გარდა ამისა, „მედიქლაბს” ურთიერთობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კლინიკა თანამშრომლობს უცხოურ სადაზღვევო კომპანიებთან, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში, აქედან გამომდინარე, პაციენტთა სოლიდური წილი უცხოელია. „მედიქლაბს” უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილება აქვს. კლინიკაში ფუნციონირებს უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტი. ვთანამშრომლობთ ყაზახეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ასე შემდეგ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად განვიხილავთ სხვადასხვა მდგომარეობებს.
– რამდენად მაღალია პაციენტების მომართვიანობა?
– საკმაოდ ბევრი პაციენტი მოდის ჩვენთან და მათი რიცხვი დღითიდღე კიდევ უფრო იზრდება. მას შემდეგ, რაც ქირურგიული ონკოლოგია დაგვემატა, კიდევ უფრო გაიზარდა პაციენტების მომართვიანობა და ამიტომ ვზრდით ჩვენს არეალს. მომართვიანობამ მოიმატა არა მარტო თბილისიდან, არამედ, რეგიონებიდანაც. ასევე, მინდა აღვნიშნო ჩვენი ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული სამსახური, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და განვითარებული მიმართულებაა ჩვენს კლინიკაში.  
скачать dle 11.3