კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ბრძნული აზრები


ტაციტუსი
: რამდენადაც უფრო ახლოვდება სახელმწიფოს აღსასრული, მით მეტად იზრდება კანონთა რაოდენობა.
ჩერჩილი: ჩვენ არ გვაინტერესებს რამდენნი არიან მტრები, ჩვენ გვაინტერესებს, სად არიან ისინი.
ციცერონი: უბედურია ხალხი, რომელთაც ერთი ადამიანი, უფრო ზუსტად, ერთი ადამიანის ხასიათი მართავს.
სენეკა: არ უნდა მიიღო დახმარება იმათგან, ვისაც, საჭიროების შემთხვევაში,  თვითონ არ დაეხმარებოდი.
პუბლიუსი: ვინც მიხვდება, რომ სულელია, აღარ არის სულელი.
პლატონი: ცხოვრებაში ყოველთვის უნდა შეძლო, მიაგნო შუალედს, გაექცე უკიდურესობას. სწორედ ესაა ადამიანის ბედნიერება.
დემოკრიტე: თუ ბევრს არ ელი, ცოტაც ბევრი მოგეჩვენება.
დიკენსი: სიკეთეს ჰპოვებ ცოდნაში, ცოდნას ჰპოვებ – სიკეთეში.
პოლ ვალერი: ყველაფერი, რასაც ლაპარაკობ, შენზე მეტყველებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სხვაზე ლაპარაკობ.
ფორდი: თუ იმაზე მეტს არ აკეთებ, რაც შენ გჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის არაფერს აკეთებ.
კარნეგი: აღემატები სხვებს, ნიშნავს, შურდეთ შენი.
ჰენრი: როცა ადამიანი ისე გამდიდრდება, რომ საყასბოდან ზუსტად იმ ხარისხის ხორცს მიუტანენ, რომელიც შეუკვეთა, სულის გადარჩენაზე უნდა დაიწყოს ფიქრი.
ლეონარდო და ვინჩი: ვისაც უნდა ერთ დღეში გამარჯვება, მას ერთ წელიწადში ჩამოახრჩობენ.
გოლდმენი: ადამიანებს მხოლოდ იმ დოზით აქვთ თავისუფლება, რა დოზითაც ინტელექტი უჩენთ მისი მოპოვების, გამბედაობა კი მისი შენარჩუნების სურვილს.
ბრანკუზი: დიდი ხის ჩრდილქვეშ კარგად არაფერი ხარობს.
ჰემინგუეი: ცხოვრება არის საკვებზე ზრუნვა, სიცოცხლე – ხელოვნებით ტკბობა.
ბოკლი: არავის უთხრა ხმამაღლა ის, რაც საკუთარი თავისთვის ჩუმად არ გითქვამს.
დიდრო: ადამიანი ცვლის ცხოვრებას, ხოლო ცხოვრება – ადამიანს.
ლესინგი: ადამიანი ბედნიერებაში მარტოა, იმიტომ რომ სხვა არ სჭირდება, უბედურებაში კი იმიტომ, რომ სხვას არ სჭირდება.
მოლიერი: ეჭვიანი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ყურადღებას არ აკლებენ.
მოპასანი: ეჭვიანი ქმარი ცოლს ღალატისკენ უბიძგებს.скачать dle 11.3