კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ქალმა მომაკვდავი და თოკით დაახრჩო

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

43 წლის ლია ქ-შვილი სამართალდამცველებმა დის, 56 წლის მარინა ბ-ძის მკვლელობისთვის დააკავეს. დანაშაული, რომელიც ქალმა წინასწარ დაგეგმა და განახორციელა, გამოძიებისთვის საკმაოდ დიდხანს იყო ბურუსით მოცული. სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობისა და მკვლელობის მუხლით აღიძრა და რამდენიმე თვის განმავლობაში, სამართალდამცველები ეძებდნენ დამნაშავეს, რომელმაც ქალი მოკლა და მისი სახლიდან ძვირფასეულობა გაიტაცა.
მარინა ბ-ძის ცხედარი საკუთარ სახლში მისმა მეზობელმა აღმოაჩინა. 61 წლის ნელი ს-ძემ დასახმარებლად მეზობლებს მაშინვე უხმო.  შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართლდამცველებმა და ექსპერტიზის თანამშრომლებმა  გარდაცვლილი ქალის ბინაში საშინელი სურათი ნახეს – ცხედარი საწოლში იყო და ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. კისერზე კი თოკი ჰქონდა შემოხვეული, რომლითაც, სავარაუდოდ, დაჭრილი ქალი დაახრჩვეს. სახლში ყველაფერი გადმოყრილი იყო. გარდერობიდან ძირს დაყრილი ტანსაცმელი და თეთრეული გარდაცვლილი ქალის სისხლით იყო მოსვრილი, თუმცა სისხლიანი ნაკვალევი მთლიანად წაეშალათ. სავარაუდოდ, ქალი თავდამსხმელების მსხვერპლი გახდა, მაგრამ რატომ უნდა დაეყაჩაღებნათ, ეს გარდაცვლილის მეზობლებისთვის ამოუხსნელ კითხვად რჩებოდა. ამონაწერი თვითმხილველის ჩევნებიდან: „15 წელია, მარინა ჩემ მეზობლად ცხოვრობს. ახალი გათხოვილი გახლდათ კოტეზე, როცა ეს სახლი იყიდეს და აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მარინა ასაკში იყო და შვილი აღარ ეყოლა. კოტეს ჰყავს 2 შვილი პირველი ქორწინებიდან. მისი ცოლი გათხოვილია, შვილები კი, უკვე დაოჯახებულები არიან და მამასთან ხშირად მოდიან. მარინასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მარინას თავისი და და მისი შვილებიც ხშირად ესტუმრებოდნენ ხოლმე. მარინა და ლია ნახევარდები იყვნენ, მამა ჰყავდათ ერთი, მაგრამ მარინას უმცროსი და ძალიან უყვარდა. მარინა და კოტე წესიერი, მშრომელი ცოლ-ქმარი იყო, კოტე სეზონურ სამსახურში მუშაობდა და ორ-ორი თვე მიდიოდა ხოლმე სოფლიდან. მარინა მარტო რჩებოდა. მეზობლებს გვიყვარდა მასთან მისვლა. კარგი მასპინძელი იყო. წინა საღამოს, ეს ამბავი რომ მოხდა, მარინა ჩემთან იყო მოსული. შევთანხმდით, რომ დილით ადრე შევუვლიდი და მაყვლის საკრეფად წავიდოდით. თვითონ ადრე დგებოდა. დილის 7 საათზე ჭიშკრიდან დავუძახე, გამიკვირდა, რომ არ გამომეხმაურა. ვიფიქრე, ჩაეძინა-მეთქი და სახლის კარი შევხსენი. უცნაური სუნი მეცა. შესასვლელიდან სასტუმრო ოთახში შევედი, სადაც ყველაფერი ძირს ეყარა. შემეშინდა, მაგრამ საძინებელში შესვლა მაინც გავბედე. საშინელი სურათი დავინახე: საწოლში სისხლიანი ცხედარი და საძინებელშიც ყველაფერი გადმოყრილი. უკან გამოვვარდი და მეზობლებს დავუძახე. პოლიციაც გამოვიძახეთ და სამედიცინო ბრიგადაც.”
სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის და მკვლელობის მუხლით აღიძრა. გარდაცვლილი ქალის მეზობლების ჩვენებით, ოჯახი შეძლებულად არ ცხოვრობდა, რომ სახლში თანხა ჰქონოდათ.   სამართლადამცველებმა სახლში ოქროს სამკაულების ყუთი აღმოაჩინეს, რომელიც ცარიელი იყო. გარდაცვლილი ქალის ქმრისა და დის მტკიცებით, მარინა ბ-ძეს ბევრი სამკაული არ ჰქონდა და ეგრეთ წოდებულ „შკატულკაში” ქორწინების ბეჭედი და ორი სხვა ნივთი უნდა ყოფილიყო. რატომ დააგდო თავდამსხმელმა ცარიელი ყუთი შემთხვევის ადგილზე, რომელზეც კვალი გაწმენდილი იყო, გამოძიებისთვის სერიოზულ ეჭვს ბადებდა. როგორც ჩანდა, დამნაშავე გამოცდილი იყო, რადგან სახლში მას ყველა კვალი წაეშალა. ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით იყო მოკლული. თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაჭრილი, სავარაუდოდ, თოკითაც გაგუდეს. ნაკვალევი არც თოკზე აღმოჩნდა, რაზედაც სავარაუდოდ, დამნაშავემ წინასწარ იზრუნა.
მკვლელობიდან სამი თვის შემდეგ, გამოძიებისთვის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი.  როგორც გარდაცვლილი ქალის ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ ქალს პირად საკითხებზე ლაპარაკი არ უყვარდა, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, მის იურისტს სახლის დაზე გადაფორმების პროცედურის შესახებ გამოჰკითხა. მერე, როგორც ვიცი, ეს ნოტარიულად აღასრულა კიდეცო – ამტკიცებდა მეზობელი, რომლის ჩვენების მიხედვით, ქვრივმა დამ სახლის გადაფორმება იმ მოტივით სთხოვა, რომ საბანკო სესხის უზრუნველსაყოფად, მის სახელზე გარკვეული ქონება უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული. სამართალდამცველებმა ლია ქ-შვილის პიროვნების გადამოწმება დაიწყეს. სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ქალმა დის მკვლელობამდე ორი თვით ადრე, ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა, რომელზეც მოგვიანებით, მოწმის სახით დაკითხულმა განაცხადა, რომ დაკარგა – სახლიდან მოპარეს, მაგრამ იმის გამო, რომ პრობლემები არ შექმნოდა, მის გახმაურებას მოერიდა. მისი ჩვენების მიხედვით, იარაღი უსაფრთხოების მიზნით შეიძინა, რადგან სოფელში ქურდობის რამდენიმე ფაქტი მოხდა. გამოძიებას ლია ქ-შვილის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი საეჭვო ფაქტი ჰქონდა, მათ შორის ისიც, რომ, როგორც ერთ-ერთი მისი ნაცნობი ქალი ამტკიცებდა, ლია ქ-შვილი, რომელიც 10 წლის წინ დაქვრივდა, დის ქმრის მიმართ გულგრილი არ იყო და ამას არც მალავდა.
 საქმის მასალების მიხედვით, ლია ქ-შვილმა და – მარინა ბ-ძე ანგარებით, მისი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, მოკლა. ქალმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა და ამისთვის საგანგებოდაც მოემზადა: შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, თოკი, დაელოდა დროს, როცა ქალი სახლში ქმრის გარეშე რჩებოდა და გადაიფორმა მისი კუთვნილი ბინა. სამართალდამცველებმა ლია ქ-შვილი დააკავეს, მაგრამ ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდა. საქმის მასალების მიხედვით, ლია უფროს დას სახლში გვიან ღამით ესტუმრა, ისე რომ, მისი მისვლა არავის გაუგია. დებმა ივახშმეს, ისაუბრეს და დასაძინებლად დაწვნენ. დაახლობით ღამის სამ საათზე, როცა უფროს დას ღრმად ეძინა, ლია ქ-შვილმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯნით ესროლა. ქალი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ ლია ქ-შვილი შეშინდა, ვაითუ არ მოკვდესო და მეორედ სროლის ხმაურს მოერიდა და წინასწარ მომზადებული თოკით, რომელიც ჩანთაში ჰქონდა, მომაკვდავი დაახრჩო. ამის შემდეგ ლია ქ-შვილმა დის სახლში ორი საათი დაჰყო – გაწმინდა ყველა კვალი, სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, გაიტაცა დის კუთვნილი სამკაულები, რომელიც, ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, მკვლელობის შემდეგ, მდინარეში გადაყარა. მან დის სახლიდან 5 კილომეტრი ფეხით გაიარა და ამის შემდეგ გაემგზავრა ტაქსით საკუთარ სოფელში. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ტაქსის მძღოლი წარადგინა, რომელიც მისთვის უცნობ ქალს სოფლის გზაზე გადაეყარა დილის ხუთ საათზე და საკუთარი ავტომობილით წაყვანა შესთავაზა. მაგრამ, ქალმა უარი უთხრა. აქვე, ახლოს მანქანას ველოდებიო. ტაქსის მძღოლმა უცნობ ქალში ლია ქ-შვილი ამოიცნო.  სასამართლომ ლია ქ-შვილი დამნაშავედ ცნო დის განზრახ მკვლელობაში და მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
скачать dle 11.3