კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რატომ ეკიდება გაგებით თამუნა მუსერიძე სანდრო მიკუჩაძის წასვლას და როგორ იწინასწარმეტყველა მან დედის გარდაცვალება

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში ბოლო დროს უმძიმესი პერიოდი იდგა. თამუნას მოულოდნელად დედა გარდაეცვალა, რის შემდეგაც ერთ თვეში გაიგო, რომ ნაშვილებია, რაც მისთვის დიდი სტრესი აღმოჩნდა და ბიოლოგიური დედის ძებნას შეუდგა.  მის რთულ მდგომარეობას ვერ გაუძლო მეუღლემ, სანდრო მიკუჩაძემ და ერთი შეხედვით ბედნიერი წყვილი სწორედ ამ პერიოდში დაშორდა ერთმანეთს... რა მოხდა და როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება, თამუნა გულახდილად გვიამბობს:
თამუნა მუსერიძე:
ყველაფერი ერთდროულად დამატყდა თავს. დედაჩემის გარდაცვალება მოულოდნელი იყო ჩემთვის. ასე თუ გამიჭირდებოდა ამასთან შეგუება, არ მეგონა. ფაქტობრივად, მარტო დავრჩით მე და ჩემი ძმა. ქობულეთში ვიყავით მე და სანდრო წასულები, ბავშვები გვყავდა წაყვანილი, როდესაც ჩემმა ძმამ დამირეკა, დედას წნევა აქვს და საავადმყოფოში გადაიყვანესო. გამიკვირდა – წნევაზე საავადმყოფოში რატომ გადაიყვანეს-მეთქი. ექიმს დაველაპარაკე და მითხრა, რომ ანევრიზმა გაუსკდა. იქვე მივხვდი, რომ გადარჩენის შანსი არ იყო. როგორ ჩამოვედი ქობულეთიდან თბილისში, არ ვიცი. არ მჯეროდა, რომ ცოცხალი იქნებოდა. კომაში იყო და მითხრეს, რომ ექვსი დღე თუ გავიდა და არ გაუმეორდა ანევრიზმა, ოპერაციას გავუკეთებთ, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში იქნება, რომ მხოლოდ თვალებს გაახელსო. ყველა ჩემი მეგობარი იყო შეკრებილი. ექიმი მელაპარაკა, ყველაფერი კარგად იქნებაო. მე ფანჯარასთან ვიდექი და ვამბობდი: ზუსტად ვიცი, რომ დღეს დედაჩემი გარდაიცვლება-მეთქი. ძალით წამომიყვანეს იმ დღეს საავადმყოფოდან. სახლში რომ მოვედი, დავალაგე, სანდროს მეგობრებს სკამები დავალაგებინე წრეზე, მეზობლებისგანაც გამოვატანინე, შემოვიდნენ მეზობლები, რა ხდებაო. სანდრომ უთხრა, არ არის ჭკუაზეო. წინააღმდეგობასაც არავინ მიწევდა. დავწექით და ერთ საათში რეკავს ტელეფონი, მეუბნებიან: დედათქვენი გამთენიისას გარდაიცვალაო. მადლობა-მეთქი. სანდრო წამოხტა, საშინელ რეაქციას ელოდა ჩემგან და მე მშვიდად ვეუბნები – დარეკეს, რომ დედაჩემი გარდაიცვალა და ყავას დალევ-მეთქი? კი, დავლევო. ძალიან მშვიდად დავლიეთ ყავა და ვეუბნები, წამოდი, ახლა დედაჩემი წამოვიყვანოთ-მეთქი. შენ სად მოდიხარო? საავადმყოფოში მოვდივარ, რა პრობლემაა-მეთქი. სანდრომ თავისი ხელით გამოიყვანა იქიდან გარდაცვლილი დედაჩემი. სახლში მოვედი, ვაგვარებდი კორკოტისა და გასვენების ამბებს. მაგრამ გასვენების დღეს გავაანალიზე, რაც ხდებოდა. პანიკა ავწიე – ცოცხალია სად მიგყავთ-მეთქი... ერთი თვის განმავლობაში, რომ ვიწექი, საწოლზე ვხტოდი და ოთახში ნაბიჯების ხმა მესმოდა. სასწრაფოები რომ მოდიოდნენ, ვეუბნებოდი: სახლში დადის, ფეხის ხმა მესმის-მეთქი. ერთი თვე სულ ვტიროდი. სახლში ბავშვი და ქმარი არიან, არავის სიამოვნებს სულ ტირილის ყურება და რომ შევდიოდი სააბაზანოში, იქ ვტიროდი.
– ამ ამბის შემდეგ რამდენ ხანში და როგორ გაიგე, რომ აყვანილი შვილი ხარ?
– მაგის მერე ერთ თვეში გავიგე, რომ ნაშვილები ვარ, რამაც ბოლო მომიღო. აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი ყველამ იცოდა. ამ ისტორიამ იმიტომ კი არ დამთრგუნა, რომ ნაშვილები ვარ. არა, 30 წლის იყო დედაჩემი, როცა ბავშვის აყვანა მოუწია. ხუთი წლის შემდეგ კი ჩემი ძმა გაუჩნდა, და რა მძიმე ტვირთი იქნებოდა მისთვის, რომ წარმოვიდგინე, რა დღეში იყო ამდენი ხანი, მაგაზე ავიშალე.  რომ მცოდნოდა, ეს ასე იყო, ბევრად სხვანაირად მოვიქცეოდი. ბევრ რამეს დავუჯერებდი, ბევრ რამეს არ ვაწყენინებდი. დედაჩემი სულ უყურებდა პროფილს, დაკარგულებს რომ ეძებდნენ და მე ვეუბნებოდი, რა გაყურებინებს. რამდენი შვილიც არ უნდა მეყოლოს, ერთს აუცილებლად ვიშვილებ და გავზრდი-მეთქი. მეუბნებოდა არ გინდა, რა იცი, სხვისი შვილი როგორი გამოვაო. მე კი ვუხსნიდი, რამხელა მადლი იყო, სხვის შვილს რომ გაზრდი, ქალს, რომელმაც სხვისი შვილი გაზარდა – აღმოვაჩინე მეორე პირადობის მოწმობა, სადაც დაბადების თვედ მიწერია 10 ოქტომბერი, პირველში – 10 აგვისტო. რეალურად ვარ დაბადებული სექტემბერში. მერე დავიწყე კვლევა. ვრეკავდი ნათესავებთან, არავინ არაფერი არ მითხრა. ბოლოს მივედი დედაჩემის დაქალის შვილთან და ვუთხარი:  მითხარი,  რა იცი-მეთქი.  ვინ გითხრაო? მე არაფერი ვიცი, პანაშვიდებზე ლაპარაკობდნენ: თამუნა რომ ამბობს, ანევრიზმა გენეტიკურია და ტომოგრაფია უნდა გავიკეთოო, ალბათ, არ იცის, რომ ნაშვილებიაო. პანაშვიდებზე მართლაც ვამბობდი, რომ ანევრიზმა გენეტიკურია და ტომოგრაფია მინდოდა გადამეღო. დავიწყე ძიება. ოღონდ იმიტომ არ ვეძებ, რომ დედის შემცვლელი მინდა. მე დედაჩემს ვერასდროს ვერავინ შემიცვლის. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მე ახალი ოჯახი მინდა, ელემენტარულად, მე უნდა ვიცოდე, ვინ ვარ. ნათესავები რატომღაც ნაწყენები არიან, რადგან ვეძებ და საჯაროდ გამოვიტანე ეს ამბავი, არ მელაპარაკებიან. ბოდიშიც მოვუხადე.  მე ათი თვე ხმას არ ვიღებდი, კარდაკარ დავდიოდი და ყველას ვეკითხებოდი. არ მითხრეს და სხვა გზა არ დამიტოვეს, გარდა იმისა, რომ გამესაჯაროებინა. სანამ „პროფილში“ წავიდოდი, დედა ორი სამი დღით ადრე დამესიზმრა. ნაწყენი იყო ჩემზე და მითხრა: არ წახვიდე, მაინც არ გამოჩნდებაო. ნათესავებიც მეუბნებიან, რომ არ გამოჩნდება. სანდრო იყო ჩემს ნათესავებთან მისული და უთხრა, ან უთხარით სიმართლე, ან მე წავალ, ვეღარ ვუძლებო და უპასუხეს: რაც გინდა, ის ქენიო. მოსიარულე გვამი ვიყავი. ადამიანმა უნდა იცოდეს, რა გვარია. ცოცხალი ძალიან ცოტა ნათესავი მყავს. იქნებ და-ძმა მყავს. შვილი მეზრდება, ინცესტის საშიშროება არის. უამრავი გენეტიკური დაავადებაა, რომლის ცოდნის ვალდებულებაც მაქვს.
– შენი აზრით, რატომ გიმალავენ ნათესავები?
– არ ვიცი. ნათესავებს ნანახი ჰყავთ. მამიდაჩემი და ჩემი ნათლია მივიდნენ ჩემს წამოსაყვანად, ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს მეუბნებიან. მე  მგონია, რომ არის ძალიან ღრმა სოფლიდან ან ძალიან ახლოს არის და გამოჩენა არ უნდა. ვერ წარმომიდგენია, ის გადაცემა, ჩემი ჩაწერილი ვიდეოები ენახა და რა გულმა გაუძლო, რომ არ გამოჩნდა. ჩუმად გამოჩნდეს, მე არ გავახმაურებ. საერთოდ არსად ვიტყვი, თვითონაც ნუ გამოჩნდება, თუ არ უნდა, უბრალოდ, გამაგებინოს ჩემი გვარი და დაბადების თარიღი. მე ხომ ზუსტად ვიცი, რატომაც არ ჩანს. დედაჩემია ბოლოს და ბოლოს და ჩემნაირია, იმიტომ არ ჩანს, რომ საყვედურების მოსმენა არ უნდა. არაფერს ვეტყვი. დავიწყე ძებნა. სამეგრელოში და სამტრედიაში შემოვიარე ყველა სოფელი და ყველა მუსიკალური სკოლა,  რადგან მითხრეს, რომ მუსიკის მასწავლებელი იყო. ახლა დამრჩა საჩხერე და ლანჩხუთი, მაგრამ შეიძლება, არცერთი არაა რეალურად.  უნდა ყოფილიყო დაახლოებით ოცდახუთი წლის. მუსიკალური ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული. ვარ დაბადებული შემოდგომაზე, სავარაუდოდ, სექტემბერში. ძალიან ბევრი ადამიანი შემეხმიანა, ზოგი ანონიმურად მწერს, ზოგი მწერს – დედა ვარ შენიო, ზოგი დაკარგულ შვილს ეძებს, მაგრამ არცერთი არ არის. მე აუცილებლად ვიგრძნობ, ის არის თუ არა.
– ამ რთულ პერიოდში რატომ წავიდა სანდრო შენი ცხოვრებიდან?
– სანდროს მდგომარეობა მე მესმის. მაშინ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ჩემი გაძლება შეუძლებელი იყო. რომ ხედავ, შეურაცხადია შენი ცოლი, დედა მოუკვდა, დარბის და სასწრაფო სასწრაფოზე მოდის, დადის კარდაკარ... რა არ სცადა, რა არ გააკეთა, მაგრამ ვერაფრით ვიშორებდი ამაზე ფიქრს. დილას ამაზე ლაპარაკით ვიწყებდი: ნეტა ვინ არის, გამოვიტანდი ფოტოალბომს, ნეტავ, რომელიმე ნათესავი ხომ არ არის, იქნებ ეს არის, იქნებ ეს.... ვიარე ნევროპათოლოგთან, მაგრამ მივხვდი, რომ ვერანაირი ნევროპათოლოგი და ფსიქოლოგი ვერ გიშველის, თუ შენ თვითონ არ უშველე თავს. დრო უნდა. არ არსებობს გზა და არ არსებობს სტრუქტურა, სადაც არ ვიყავი. ყველა საბუთი გამქრალია, ყველა გზა მოჭრილია. მე მაინც მგონია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან და არ ამბობენ.
– როგორ გაგრძელდა შენი და სანდროს ურთიერთობა, შეიძლება თუ არა, რომ შერიგდეთ?
– ამ თემაზე საუბარი არ მინდა, იმდენი გულისტკენა  მივიღე მისგან და მის ირგვლივ მყოფებისგან... თუმცა დედამისთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს, სანდროს ბიძაშვილი ჩემი დაქალია. მის მეგობრებთან ვმეგობრობ, ოღონდ ყველამ იცის, რომ სანდრო ჩემთან არ უნდა ახსენონ. რადგან სანდრო არ არის ჩემს ცხოვრებაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მეგობრები ჩემი მეგობრები არ არიან და  მისი ოჯახის წევრები ჩემთვის  ახლობელი ადამიანები არ არიან. საერთოდ არ მინახავს მას შემდეგ სანდრო. ერთადერთი, ახლახან შემხვდა ჯემ-ფესტზე, ცოტა ზედმეტად ნასვამი ვიყავი და ბუნდოვნად მახსოვს. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავემშვიდობეთ. ახლა მაქვს რეაბილიტაციის პერიოდი. მივხვდი, რომ მარტო ვარ, მყავს მხოლოდ ძმა და შვილი.
– თამუნა, ამ ყველაფერს შენი ტელევიზიიდან წამოსვლა და პარიზული თავგადასავლები დაემატა, მოგვიყევი რა გადაგხდა...
– ტელევიზიიდან წამოვედი, მაგრამ სამართლის აკადემიის ლექტორი გავხდი, სადაც ჟურნალისტიკა უნდა ვასწავლო სტუდენტებს. რაც შეეხება პარიზულ თავგადასავლებს, ტელევიზიიდან რომ გამომიშვეს, მომცეს ერთი თვის ხელფასი და ორ დღეში უნდა დაერიცხათ ორი თვის კომპენსაცია.  ამ დღეებს დავამთხვიე პარიზში წასვლა ოთხი დღით „ქოლდფლეის” კონცერტზე. ბილეთი ნაყიდი მქონდა და ბინის ფულიც – გადახდილი. ჩავფრინდი პოლონეთში და იქიდან მივფრინავდი პარიზში. აეროპორტში მომივიდა მესიჯი, რომ ჩემი ორი თვის კომპენსაცია ჩაირიცხა და ამას მოჰყვა მეორე მესიჯი აღსრულებიდან – თქვენი ანგარიში დაყადაღებულიაო. სანამ გავარკვიე, რა ხდებოდა, საფულეც დავკარგე, ნერვიულობაზე ტელეფონი გამივარდა და დამემსხვრა. მოკლედ, ჩავფრინდით  პარიზში აბსოლუტურად უფულოდ. იქ დაქალებმა გამომიგზავნეს საჭმლის ფული. მივედი „ქოლდფლეის” კონცერტზე და არ მიშვებდნენ, რადგან ბილეთი მქონდა ნაყიდი, როგორც ვია-გოგონა. საბედნიეროდ, ყველას გვქონდა პრეს-ბარათები და ეს რომ ვაჩვენე, უპრობლემოდ შეგვიშვეს.  საქართველოში არის ასე, რომ ჟურნალისტებს არ აფასებენ, თორემ საზღვარგარეთ როგორც კი გაიგებენ, ჟურნალისტი ხარ, ისეთ პატივს გცემენ... ერთდერთი, სადაც ფული გადაგვახდევინეს შესვლაში, იყო ვერსალი, სხვა, ყველგან – როდენის სახლ-მუზეუმში, ლუვრში... ურიგოდ, უფულოდ და დიდი პატივისცემით, მიცილებით გვიშვებდნენ. რის გამოც პარიზში ძალიან მინდოდა წასვლა, ეს იყო, რომ მენახა მოდილიანის საფლავი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ძალიან დიდი სასაფლაოა. იქ არის რუკა და უნდა მოძებნო. მაგრამ ისე დაგვაღამდა, ვერ ვპოულობდით ამ საფლავს. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ იკეტება. დავუდექი მუხლებზე – გეხვეწები, მოდილიანი გვაჩვენეთ და შანსი არააო. ვაჩვენე პრეს-ბარათი. ჩაგვისვა მანქანაში და გვაჩვენა საფლავი, უკანაც თვითონვე წამოგვიყვანა. იქიდან მოვფრინავდი 19 ივლისს და გაირკვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ჩემი ბილეთი 19 აგვისტოს იყო გაფორმებული. ჩემი დაქალი გურანდა გურასაშვილი რომ არ ყოფილიყო, რომელმაც დედასავით მიპატრონა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. 19-ში ვიჯექი და ვკვდებოდი ტირილით. აღარ ვიცოდი, რა მექნა. გურანდამ მითხრა, წამოდი ჩვენთან ერთად ბრიუსელში და იქიდან რამეს ვიზამთო. წავედით ავტობუსით ბრიუსელში, კრაკოვში. ჩემდა ბედად, გამოჩნდა ჩემი მეგობარი გიორგი გოგოლაძე. მე არ მჯერა იმის, რომ 30 წლის ასაკში შეიძლება, მეგობარი შეიძინო, მაგრამ გიორგიმ მიყიდა ბილეთი და გამომამგზავრა. აქ ნიკა ჭავჭავაძე და ჩემი ადვოკატი გიორგი მათიაშვილი დამეხმარა, რომლებმაც შეძრეს ქვეყანა და  ჩამოვფრინდი სახლში, სადაც დენი დამხვდა ჩაჭრილი. ამიტომაც ჩავიბარგე და წავედი ბათუმში და ანაკლიაში ჯემ-ფესტზე.
скачать dle 11.3