კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რა უთხრა მაიკ ტაისონმა ნიკოლოზ ღვინიაშვილს მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოგების შემდეგ და რას შეაგუა მოკრივემ მშობლები

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 ნიკოლოზ ღვინიაშვილი პირველი ქართველი მოკრივეა, რომელმაც WBC Silver international-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩინეთის ქალაქ ვუქსში გამართულ ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელი მოწინააღმდეგე ჩენგ სუ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. შეხვედრა ნიკოლოზის უპირატესობით წარიმართა. მე-6 რაუნდში ღვინიაშვილმა ძლიერი დარტყმა მიაყენა სუს მარჯვენა თვალის არეში და წარბი გაუხეთქა. ჭრილობა პროგრესირებადი აღმოჩნდა და სისხლდენის შეჩერება შეუძლებელი გახდა. შესაბამისად მე-9 რაუნდის დასაწყიში სუმ ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება და WBC Silver international-ის ჩემპიონის ტიტული ქართველმა მოიგო. ასეთ მნიშვნელოვან ქამარზე ბრძოლა ქართველი მოკრივესთვის პირველი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ ორთაბრძოლებს კრივის ლეგენდები – მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი, ესწრებოდნენ. 27 წლის ნიკოლოზ ღვინიაშვილს პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული აქვს 32 ორთაბრძოლა. აქედან 19 მოგება, 9 წაგება და 4 ფრე, 15 შეხვედრა კი ნოკაუტით დაამთავრა.
ნიკოლოზ ღვინიაშვილი: შენი საქმე რომ გიყვარს და  კარგად გამოგდის, ეს ორმაგად სასიხარულოა. ორთაბრძოლა ჩინეთში გაიმართა. ძლიერი მეტოქე მყავდა. თან ცაცია იყო  და მათთან ჩხუბი დიდად არ მიყვარს – არ არის კარგი მისადგომი. ისეთი შემართებით წავედი აქედან, რომ ვიცოდი მოვიგებდი. 12 რაუნდისთვის კარგად ვიყავი მომზადებული. მე-9 რაუნდში მოვუგე ნოკაუტით.
ზვიად კაკიაშვილი (მწვრთნელი): ზოგადად, მოსამზადებელი პერიოდი ძალიან რთულია. როგორც საჭადრაკო დაფას აქვს გათვლები, ისეა ამ სპორტშიც. 12-რაუნდიანი ბრძოლა მარტივი არაა,  48 წუთი ხარ რინგზე. ნიკოლოზმაც, რაც შეეძლო, ყველაფერი ჩადო მოსამზადებელ პერიოდში.
ნიკოლოზი: მოსამზადებელი ეტაპი უფრო რთული იყო, ვიდრე ბრძოლა. ეს ბრძოლა რომ დაიგეგმა, ერთი თვით ადრე მითხრეს და მეც დავიწყე ვარჯიში. კრივის ოფიციალურმა ფედერაციამ დამაფინანსა, რისთვისაც დიდი მადლობა  მინდა გადავუხადო მათ. ეს ერთი თვე, შეიძლება ითქვას, ყველაფერი გადავდე გვერდზე და მხოლოდ კრივით ვიყავი დაკავებული.
– ნიკოლოზ, იცოდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს ჩამოიტანდი?
– კი, მჯეროდა. ზოგადად, რინგზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ, რა თქმა უნდა, წაგებაც მაქვს, მაგრამ რინგზე ვდებ ყველაფერს, რაც შემიძლია. შეიძლება, იმ მომენტში ბრძოლა არ შემეძლოს, მაგრამ  ინსტინქტურად მაინც ვიქნევ ხელებს. ჩემს მწვრთნელს ვუთხარი ან ქამარს ჩამოვიტან, ან არ ვიცი, რა იქნება-მეთქი. ახლა უკვე სხვა ვერსიის ქამრები მაქვს მოსაგები და ვარჯიშს მათთვის ვაგრძელებ.
– ბრძოლას მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი ესწრებოდნენ. რა გითხრეს შეჯიბრების შემდეგ?
ტაისონი ბრძოლის მერე მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ კარგი სტილი მქონდა. ტაისონს უყვარს შემტევი სტილი, მეც  ეგრე ვჩხუბობ, შეიძლება ითქვას, ამ მხრივ რაღაც გვაქვს საერთო.  ამ შეჯიბრებაზეც ასე იყო.
–  რა რეაქცია ჰქონდათ ჩინელებს, როცა მათი სპორტსმენი დაამარცხე?
– რთულია, როცა სპორტსმენი თავის სახლში გეპატიჟება და იქ ამარცხებ. წარმოიდგინეთ, იმ ჩინელს რამდენი „ბალელშიკი” ჰყავდა  მას რომ უჭერდნენ მხარს (იცინის). ვფიქრობდი, ესენი ჩემი გულშემატკივრები არიან და მე მიკრავენ ტაშს-მეთქი. ყურადღება რომ მიმექცია, ფსიქოლოგიურად იმოქმედებდა.
– რა გზა გაიარე მსოფლიოს ჩემპიონობამდე?
– ბავშვობაში, საქართველოს ჩემპიონი ვიყავი მოყვარულებში. მერე, პროფესიონალებში რომ გადავედი, იქაც ვიგებდი ბრძოლებს. საბერძნეთში ვცხოვრობდი ოთხი წელი და იქ, პირველი ნომერი ვიყავი. მართალია, არაოფიციალურად ვჩხუბობდი და რეიტინგში არ წერია, მაგრამ 20 ბრძოლიდან ყველა მოგება მაქვს. გავმხდარიყავი მსოფლიოს ჩემპიონი – ეს იყო ჩემი ოცნება. თუმცა,  იმას არ ვამბობ, რომ აქ უნდა გავჩერდე და მორჩა. ვაგრძელებ ვარჯიშს დიდი შემართებით. მოგება მთავარია, მაგრამ მოგებაზე რთულია დაცვა – ტიტულის შენარჩუნება. მსოფლიოს ჩემპიონი რომ ხარ, დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია. წაიღო ეს ქამარი და კედელზე ჩამოკიდო – მარტო ეგ არ არის.
– თავიდან რატომ გადაწყვიტე კრივში ვარჯიში?
– მომწონდა ეს სპორტი. თიანეთის ერთ-ერთი სოფლიდან ვარ. რომ გავიგე, რაიონში  კრივის დარბაზი გახსნეს, ძალიან გამიხარდა. ჩემი სოფლიდან რაიონამდე ხუთი-ექვსი კილომეტრია. ამ მანძილს ფეხით გავდიოდი. მაშინ 10 წლის ბავშვი ვიყავი. სკოლიდან მოვიდოდი თუ არა, დავაგდებდი ჩანთას და  ვარჯიშზე გავრბოდი – სიცივეში, თოვლში, წვიმაში, მზეში. ხანდახან თუ გამიმართლებდა, მანქანა მიჩერებდა ხოლმე. ახლა გზებს არა უშავს, მაშინ რაღაც საშინელება იყო.
– მშობლებს რა დამოკიდებულება ჰქონდათ? სერიოზული ტრავმა თუ გქონია?
– დედაჩემი მთხოვდა ხოლმე, თავი დამენებებინა. სახლში რომ მივდიოდი, ხან თვალი მქონდა ჩალურჯებული, ხან წარბი – გახეთქილი და ასე შემდეგ. მერე ვატყუებდი: რაღაცას დავეჯახე, ეს სპორტის ბრალი არაა, იქ არავინ ურტყამს ერთმანეთს-მეთქი (იცინის). მოკლედ, მშობლები ბოლოს შეეგუვნენ იმას, რომ ხშირად მექნებოდა ცხვირი გასიებული და სახე – დალურჯებული. ახლა ძალიან გახარებულები არიან და უფრო და უფრო მოსწონთ. ტრავმა, როგორც ასეთი, არ მქონია. ერთადერთი, ცხვირი მქონდა გატეხილი და ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. შეჯიბრების დროს გამიტყდა, პატარა ვიყავი. სისხლი ვერ შემიჩერეს, ისე მქონდა  გატეხილი.
– თიანეთიდან თბილისში ჩამოხვედი? როგორ განვითარდა შენი კარიერა?
– ჩემს ნათესავთან, გურჯაანში ვცხოვრობდი ცოტა ხანი და იქ ვვარჯიშობდი. მერე უკვე თბილისში ჩამოვედი. საბერძნეთში 19 წლის წავედი, ჩემი სურვილით და ჩემი ხარჯებით. წავედი იმიტომ, რომ სხვა გზა აღარ იყო. თავიდან ცოტა გამიჭირდა, ენა არ ვიცოდი. უცხო დარბაზში რომ მიდიხარ,  აუცილებლად გხვდება პირველი ნომერი. შენ კი, პრეტენზია რომ  გაქვს, კონკურენცია გაუწიო, შესაჭმელად გიყურებენ. იმდენი მოვახერხე, რომ წელიწად-ნახევარში უკვე პირველი ნომერი ვიყავი, უფრო მეტიც, უცხოელები ჩამოჰყავდათ საბერძნეთში, რომ მათთან მეჩხუბა.
ზვიადი:  შეიძლება ითქვას კრივში დავბერდი, და ასეთი ძლიერი დარტყმა, რაც ნიკოს აქვს, ჯერ არ მინახავს. უბრალოდ, მას სწორი მიმართულების მიცემა უნდოდა. სულ ხელების ქნევა არ გამოვა. ნიკო უფრო ჩხუბობდა, ვიდრე „ბოქსაობდა,“ ახლა დაიხვეწა და თვითონაც მეუბნება, სად მაშინ რომ ვჩხუბობდი და  სად ახლაო.
– ნიკო, გქონია მომენტი, რომ კრივისთვის თავის დანებება გიცდია? ან სხვა სპორტში გადანაცვლება?
იკოლოზი: კი, როგორ არა, მაგრამ სხვა სპორტი არ მიცდია. მქონია ისეთი შემთხვევა, რომ ბრძოლა უნდა მომეგო, მაგრამ წამიგია. მერე მთელი დღე ვტიროდი ხოლმე, აღარ მინდა „ბოქსი,“ აღარ ვივარჯიშებ-მეთქი (იცინის). ბრძოლას რომ ვაგებ, საშინლად მტკივა გული, რადგან სულით და გულით ვემზადები ხოლმე. თუმცა თითოეული წაგება დიდ სტიმულს მაძლევს. ასეთი რამ ბევრჯერ მქონდა, თუმცა კრივის გარეშე ვერ ვძლებდი. ერთი კვირა გავიდოდა და ისევ მივდიოდი დარბაზში. თბილისში, თავიდან, არაბულ ირაჯლისთან ვვარჯიშობდი, რომელიც მშობელივით მედგა გვერდში, რისთვისაც დიდი მადლობა მას. ახლა ზვიადი მყავს და მასთანაც ზუსტად ისე ვარ. აი, ამ ხალხში რომ გიმართლებს, ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
– პროფესიონალურ კრივში რომ დაიწყე ვარჯიში, რა უფრო გინდოდა, ფინანსური სარგებელი გეპოვა თუ საყვარელი საქმე გეკეთებინა?
– მეკეთებინა საქმე, რომელიც მიყვარდა. მართალია, ფინანსებიც მჭირდებოდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია ამ სპორტით გამდიდრებაზე, არც ახლა მაქვს ამის ამბიცია. რომ ვჩხუბობ, ყველა ბრძოლაზე გვიხდიან თანხას, თუმცა ფულზე საერთოდ არ ვფიქრობ ხოლმე, მხოლოდ ბრძოლა მაინტერესებს.
– შესაძლებელია საქართველოში სპორტსმენმა საკუთარი ჰონორარით იცხოვროს?
– შესაძლებელია. აქტიურ სპორტში ვარ და ამით ვცხოვრობ, სხვა შემოსავალი არ მაქვს, მხოლოდ ვვარჯიშობ. თუმცა, ბევრი მოთხოვნილებებიც არ მაქვს. რაც ერთ ადამიანს და ასევე, ოჯახს სჭირდება, ყველაფერი მაქვს.
– რას ნიშნავს შენთვის იყო მსოფლიოს ჩემპიონი?
– რომ ვთქვა, რაღაც ისეთი ამბიცია გამოიჩნდა-მეთქი – არა. მოგების შემდეგ,  გადამეხვივნენ და მითხრეს, რომ შენ მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ხარო. ეს სიტყვები რაღაცნაირად მომხვდა ყურში, ვა, მსოფლიოს ჩემპიონი-მეთქი (იცინის). ვერ აღვიქვი. აეროპორტში იმდენი ხალხი დამხვდა, გახარებული... ესაა ჩემთვის მსოფლიოს ჩემპიონობა. ფედერაცია, ნათესავები, მეგობრები, ჟურნალისტები – ყველა მე მელოდებოდა. თავიდან ამდენი მიკროფონი რომ დავინახე, ლამის უკან შევტრიალდი (იცინის). დიდი სიხარული მომიტანა ამ ყოველივემ და თავდაჯერებულობაც შემმატა.
скачать dle 11.3