კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ დაინტერესდა შეიხი მოზა მარიამ ქიტესაშვილის სამოსით და რამ შეცვალა მისი ცხოვრება რადიკალურად

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 მარიამ ქიტესაშვილი დღეს საკმაოდ წარმატებული დიზაინერია. მას უცხოეთში რამდენიმე ჩვენება ჰქონდა და თავის სამოსს უკვე არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ყიდის.
მარიამ ქიტესაშვილი:
ბავშვობიდან მაინტერესებდა დიზაინერის პროფესია, თუმცა სხვა მიმართულებით წავედი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ. როგორც დედა მიყვება, უცნაურად ვხატავდი, უკუღმა. რომ ამოატრიალებდი, შემდეგ გამოდიოდა სწორი ნახატი – ეს უცნაურობა მქონდა. მე არ მახსოვს, რადგან საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე ხატვა. ახლაც შენახული მაქვს ბავშვობის ნახატები, ვათვალიერებ ხოლმე. ძირითადად პორტრეტებს ვხატავდი, გოგონებს, ქალებს, რომლებსაც სხვათა შორის, განსხვავებული სამოსი ეცვათ ხოლმე, არაფრისგან აღებული. ჩემი ნახატები ჩემი სახლის კედლებს ამშვენებს. რაც მთავარია, ძირითადად გამოგონილი პერსონაჟები არიან, რადგან ეს უფრო მეტად ავითარებს ფანტაზიას.
– როგორია ხოლმე შეფასებები?
– რადგან არ დამიმთავრებია სამხატვრო აკადემია, არ მისწავლია ხატვა, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო მეტად ფასეულია. როცა არ გისწავლია და დიდი შრომის ფასად საკუთარ თავზე მუშაობას სწავლობ და ქმნი, ეს ჩემთვის უფრო მეტად ფასეულია.
– როდის გადაწყვიტე დიზაინერობა?
– ყოველთვის მქონდა სურვილი. ლექციებზე რომ ზიხარ და შენთვის რვეულში ხატავ რაღაცეებს... შემდეგ იმდენად იმძლავრა, ისეთი დიდი სურვილი მქონდა, რომ კაბების სახით გამოხეთქა. ერთ დღესაც გადავწყვიტე: ასე არ შეიძლება, უნდა აკეთო ის, რაც გინდა! და იმ დღიდან ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა, თან კარგისკენ. ძალიან ბედნიერი ვარ, არ ვიღლები საქმის კეთებით, რადგან ეს დაღლა სასიამოვნო პროცესია ჩემთვის.
– როდის შექმენი შენი პირველი კოლექცია?
– პირველად ჩემთვის შევკერე რამდენიმე კაბა და ახლობლების მოწონება რომ დავიმსახურე, გამორჩეული და კარგიო, მერე გადავწყვიტე, რომ საჭირო იყო ჩვენების გაკეთება, მაღაზიის გახსნა, კოლექციის შექმნა. ქორწილში მეცვა ჩემი შეკერილი კაბა, რომელიც ძალიან მოეწონა ჩემს სხვა მეგობარს, რომლის დედა ტაშკენტში აკეთებდა ჩვენებას. მასაც ძალიან მოეწონა და შემომთავაზა ჩვენებაში მონაწილეობა. მოკლედ, არც სამკერვალო მქონდა, არც მაღაზია და პირდაპირ მიმიწვიეს ტაშკენტში ჩვენებაზე. სამი თვე მქონდა ვადა და სულ ნულიდან დავიწყე კოლექციის შექმნა: ესკიზების ხატვა, მკერავების მოძიება, ქსოვილების ყიდვა. 20 ლუქი წარვადგინე ჩვენებაზე.
– რა გაითვალისწინე კოლექციის შექმნისას?
– რადგან ტაშკენტში მივდიოდი, აღმოსავლური ელემენტები გამოვიყენე. თან, მიყვარს აღმოსავლეთი. თავის სამშვენისებიც, შუბლზე ჩამოსული თვლებით, აღმოსავლურ სტილში გავაკეთე. მუსიკაც შესაფერისი შევარჩიე. სხვათა შორის, ეს მუსიკა მქონდა მანამდე ჩართული და მის ფონზე ვხატავდი ხოლმე. ზოგადად, მუსიკა ხშირად ხდება ჩემთვის ინსპირაცია. ჩვენებამ ძალიან კარგად ჩაიარა. რამდენიმე მოწვეული და ადგილობრივი დიზაინერი მონაწილეობდა შოუში. ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელი მე ვიყავი. რადგან გამოცდილება არ მქონდა ძალიან განვიცდიდი, მაგრამ დიდი მოწონება დავიმსახურე. შოუს იქაური ელიტა ესწრებოდა. ბევრი ინტერვიუ ჩაწერეს, დაწერეს, გააშუქეს. თბილისში რომ ჩამოვედი, მერეც მიგზავნიდნენ ინტერნეტ-გამოცემების ლინკებს, სადაც ყდაზე ძირითადად ჩემი კოლექციის ფოტო იყო ხოლმე, რაც ძალიან მიკვირდა, მიხაროდა. საქართველოში ამდენი კაბა, სად უნდა წამეღო, ამიტომ გავხსენი ჩემი მაღაზია. ტაშკენტის შემდეგ ჩინეთში მქონდა ჩვენება. ტაშკენტში ერთ-ერთმა სტუმარმა მიმიწვია და გავემგზავრე. ძალიან კარგი დიზაინერების წრეში მოვხვდი, იქაც ყველაზე პატარა ვიყავი და დიდი გამოცდილება მივიღე. ჩინეთშიც დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა კოლექციამ, ძირითადად უფრო ქართულ სტილში იყო გაკეთებული და ამას უსვამდნენ ხაზს. ჩინეთში 40-მდე ლუქი მქონდა წაღებული.

– რომელ ქვეყნებში იყიდება შენი კაბები?
– საქართველოში და ასევე რუსეთის ბაზარზე. აზერბაიჯანში, ყაზახეთში ვაგზავნი ხშირად. მწერენ: „ეს მომწონს, ჩემი ზომა გამომიგზავნეთ.” ესეც სანერვიულო პროცესია, როცა მოზომვის გარეშე აგზავნი კაბებს. მერე აღფრთოვანებული ესემესები რომ მომდის, კმაყოფილები არიან, ეს მომენტი ფრთებს მასხამს. რუსეთიდანაც მოდიან ბაიერები, ნახულობენ ჩემს სამოსს, ყიდულობენ, მიაქვთ და შემდეგ ისევ მიკვეთავენ: ეს გვინდა, ეს გვინდაო. თავიდან დავიწყე ცოტა სადა, მარტივი მოდელებით. თუმცა ვიცი, რომ შევიცვლები, რადგან ნელ-ნელა ვვითარდები. რა თქმა უნდა, ჩემი ხელწერა უნდა ემჩნეოდეს, რომ ეს მარიამია. ადრინდელ ნამუშევრებს რომ ვუყურებ, აშკარად მაქვს პროგრესი. ძალიან მომწონს ქართული დამწერლობა, მით უმეტეს, სამოსზე გადატანილი. ამას ბევრი დიზაინერი აკეთებს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ უცხოეთში. „აი ია” ჩემი საყვარელი კაბაა და ძირითადად, რუსეთში „წავიდა,” ყაზახეთშიც შეიძინეს გოგონებმა. რატომღაც, საქართველოში ნაკლებად ყიდულობენ, უფრო მეტად უცხოელები მიკვეთავენ. არადა ქუჩაში სულ იქცევს ყურადღებას, მეკითხებიან: რა გაწერიაო. მე „აი იათი” არ დამიწყია, რადგან პირველი სამი წელი რუსეთში ვსწავლობდი. ამიტომ გარკვეული ნოსტალგიაც მაქვს, „აი ია” ჩემთვის სხვა ემოციებთან ასოცირდება. ალბათ, ამიტომაც მომივიდა ეს იდეა. ძირითადად ვცდილობ მომხმარებლამდე მივიტანო ის, რაც მე მომწონს და რასაც მე ვქმნი და არ გავაკეთო ის, რაც მათ მოსწონთ.
– როგორც მე ვიცი, შენი სამოსით შეიხი მოზა და იულიანა სერგეენკო დაინტერესდნენ. მომიყევი ამის შესახებ.
– კი. შეიხი მოზა და იულიანა სერგეენკო, ულამაზესი ქალბატონები, მეწვივნენ მოსაშვილზე, მაღაზიაში. იულიანამ შეიძინა კაბა და პონჩო, მოზას ერთი ქსოვილი მოეწონა და იკითხა, თუ იყიდებოდა. ქსოვილებს არ ვყიდით, ამიტომ ჩემმა კონსულტანტმა უარი უთხრა, თან ვერ იცნო. მე რომ ვყოფილიყავი, საჩუქრად გადავცემდი. მაღაზიაში იმ დროს მოვედი, როდესაც უკვე სხვაგან იყვნენ შესულები. ქუჩაზე ისეთი ამბავი ხდებოდა: დაცვა, მანქანები და ვიკითხე: რა ხდება-მეთქი. ორი ლამაზი ქალბატონი იყო შემოსული მაღაზიაში, ესა და ეს შეიძინეს, ეს მოეწონათ და მათ დაჰყვება ეს დაცვაო. რომ გამოვიხედე, დავინახე იულიანა და მოზა, რა თქმა უნდა, მე ვიცანი, მაგრამ უკვე ავტომობილში სხდებოდნენ და ვერ მივედი. იულიანას ნამუშევრები ძალიან მომწონს: ძველ რუსულ სტილში ქმნის სამოსს და ძალიან გამიხარდა, ჯერ ერთი, ასეთი ქალბატონების სტუმრობა და შემდეგ ჩემი სამოსი რომ შეიძინა. ეს იყო ტაშკენტის კოლექციიდან: ქალური, მოტკეცილი, თვლებით გაწყობილი.
– როგორია შენი დანახული ქალი?
– ზოგადად, ძალიან მიყვარს ქალური სტილი, ნაქარგები, თვლები. ჩემთვის ქალი არის თამამი, ჭკვიანი, მოდასთან ახლოს. ქალს ჩაცმულობაზეც ეტყობა, რომ ჭკვიანია. მომწონს გამჭვირვალე, ამოღებული, მოტკეცილი სამოსი, რა თქმა უნდა, ფიგურაც უნდა უწყობდეს ხელს. მომწონს შავგვრემანი გოგონები, გადაღებაზეც სულ შავგვრემნები მყავს და როდესაც სამოსს ვქმნი, შავგვრემანი ქალი მყავს ხოლმე წარმოდგენილი. მიმაჩნია, რომ არ ვქმნი ვულგარულ სამოსს: შეიძლება იყოს სექსუალური და არა ვულგარული. ქალბატონი ჩაცმულობიდან არ ხდება ვულგარული, ეს უფრო მისი ქცევიდან მომდინარეობს. გამჭვირვალე სამოსი ვულგარულს არ ხდის ადამიანს, არამედ მიმზიდველს და ასეთი ქალბატონები ძალიან მომწონს. მიყვარს საქორწილო კაბებზე მუშაობა. ყველა შეკვეთას სიამოვნებით ვუდგებით, მაგრამ საპატარძლო კაბები განსაკუთრებული სიყვარულით იქმნება.
скачать dle 11.3