კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 უძლებთ ცდუნებას?

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

 გაქვთ მტკიცე ნებისყოფა? შეგიძლიათ, საკუთარი თავის ფლობა და კონტროლი? ეს ტესტი კარგი საშუალებაა, საკუთარი ხასიათისა და პიროვნების შესაცნობად. პასუხების შერჩევისას, იყავით ყურადღებიანი და გულახდილი.
1. როცა ვიტრინებში სეზონური ფასდაკლებების მაუწყებელ ბანერს ხედავთ:
ა) ფეხს ვუჩქარებ და თვალს ვარიდებ. საკუთარ თავს ვაიძულებ, იქიდან გავიქცე;
ბ) მაღაზიაში, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც შევდივარ (წვრილმანებს მაინც ვიყიდი);
გ) არავითარი „საღი“ აზრი აღარ მრჩება... ბოლო ხურდებსაც ვხარჯავ;
დ) მხრებს ვიჩეჩავ და ვფიქრობ – მე ხომ არაფერი მჭირდება.
2. რამდენიმე კილოგრამის დაკლება გინდათ, მაგრამ მეგობრის დაბადების დღეა:
ა) არავითარი დაბადების დღე – პრინციპი, პრინციპია;
ბ) ერთი ნაჭერი ტორტი არაფერს მიზამს;
გ) ძალიან დიდი ცდუნების წინაშე აღმოვჩნდები და არ ვიცი, როგორ გავუძლებ;
დ) მშვიდად მივუჯდები სუფრას და შევჭამ... ვაშლს.
3. იღვიძებთ იმ ემოციით, რომ...
ა) „ადექი, შენ დიდი საქმეები გელოდება!“;
ბ) ყველაზე ეფექტური დილით ადრე ადგომა და შრომაა;
გ) როგორი სიამოვნებით დავამტვრევდი ამ მაღვიძარას;
დ) მშვენივრად გამოვიძინე... ახლა უნდა ვიშრომო.
ნახეთ შედეგები:
თუ პასუხებში აირჩიეთ „ა“: საოცრად კარგად ფლობთ საკუთარ თავს და აკონტროლებთ ემოციებს. ცდუნება თქვენთვის პრობლემა არ არის. საკუთარი თავის მრჩეველიც ხართ და მსაჯულიც, ფსიქოლოგიც და საუკეთესო მეგობარიც. საკუთარ „მესთან“ სრულ ჰარმონიაში ცხოვრობთ.
„ბ“ – ძლიერი ხართ, თუმცა სისუსტეებიც გაქვთ. არ გაგაჩნიათ თვითკონტროლის მექანიზმი და პრინციპში, არც გჭირდებათ. უამრავი წვრილმანისგან შეგიძლიათ, მიიღოთ სიამოვნება. იცით, როგორ მიხვიდეთ მიზნამდე.
„გ“ – მოგწონთ, როცა საკუთარ თავს ეომებით. თითქოს ამოწმებთ, რამდენად გამძლე ხართ. ნურასდროს გარისკავთ ფინანსებით და საკუთარი ჯანმრთელობით. ზოგჯერ ეცადეთ, ცდუნებასაც გაუმკლავდეთ, რომელიც კრიზისში შეგიყვანთ.
„დ“ – ყველანაირ გადაწყვეტილებას თავად იღებთ. ზოგჯერ საოცარ სიმკაცრეს იჩენთ იქ, სადაც ეს საჭირო არ არის. ვერ ხვდებით, სად უნდა მისცეთ თავს მოდუნებისა და ნებივრობის უფლება. თუმცა, აფასებთ საკუთარ აზრს და ბოლომდე იცავთ მას.
скачать dle 11.3