კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ყირამალა საყვარლები

თათია ფარესაშვილი ნიმა ბარათელი

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-33(868)



ისტორია ოცდამერვე
საკუთარი გრძნობების ალყაში
(მოქმედი პირები: ზურა,
ბაგრატიჩი და ლანა)

– მეე... რაღაც საბუთები… –  ამოვღერღე როგორც იქნა.
– კაი ახლა, სულ ნუ წამიხდენ შენზე შთაბეჭდილებას. ყველაფერი მოვისმინე, საბუთები, მეგობრობა, დაძმობა აღარ ახსენო.
არ ვიცოდი, რა მეთქვა, მხდალმა ზურამ ისევ თავის მართლება სცადა და გამიტყდა. მანქანა დავქოქე და ხმა აღარ ამომიღია. იქ ერთი ჩიხი მეგულებოდა, მე და თეო ვდგებოდით ხოლმე და სკოლის მოსწავლეებივით ვკოცნაობდით, ვითომ სახლში ვინმე გვიშლიდა?! ამის გახსენებაზე უნებლიეთ გამეღიმა.
– დამცინი კიდეც?! –  ისე დასჭექა ბაგრატიჩმა, რომ კინაღამ ბორდიურზე შევხტი.
– არა, როგორ გეკადრებათ?! უბრალოდ, რაღაც გამახსენდა, ვიღაც და გამეღიმა, –  საცოდავად ამოვღერღე.
მანქანა გავაჩერე და უაზროდ ვიყურებოდი წინ, სივრცეში. თუმცა სად იყო იმ ჩიხში სივრცე?!
– თავი მოატრიალე და თვალებში შემომხედე, ბიჭო! მე შენ ჩემს სახლში შემოგიშვი! შენ ჩემთან ჭიქა აწიე და პური გატეხე! თვალებში მიყურებდი და მიმტკიცებდი, რომ ჩემი თეო დასავით გიყვარდა! მე შენ ჩემი ერთადერთი შვილიშვილი ჩაგაბარე (აქ ბაგრატიჩს ხმაში ბზარი შეეპარა, მაგრამ ეს თეოს აშკარად არ უკავშირდებოდა). ჩემი ბაბუაც ხარო, მითხარი! მე დაგიჯერე და შენ მე მომატყუე! შენ მე სახლში შემოგიშვი და შენ კი თავს ლაფი დამასხი! ჩემი ცოლი როგორც თეოსთვის მატანდა, ისე შენთვის –  ხაბიძგინებს და შენ რა იკადრე, ბიჭო?! შენი დასაწიხლი ოჯახი მაქვს მე, სანდრო … (აქანა გვარი მინდა)?! შენი გასაფუჭებელი შვილიშვილი მყავს მე?! აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა! თეოს სიახლოვესაც არ გაეკარო, თორემ მიგახრჩობ გველის წიწილივით. აი, ამ ხელებით მიგახრჩობ! კაცი კი არა ქათამი არ დამიკლავს, მაგრამ შენს თავს, იცოდე, ვერავინ გამომართმევს ხელიდან!
ბაგრატიჩისკენ კი ვიყურებოდი, მაგრამ თვალს ვერ ვუსწორებდი: ერთ სიტყვასაც ვერ ვპოულობდი, რომ თავი გამემართლებინა. სრულ სიმართლეს ამბობდა, თეოს ოჯახისთვის ანგარიში არასდროს გამიწევია. არ გამიწევია, რა –  მათი არსებობა არც არასდროს გამხსენებია. თეო ჩემთვის ცალკე იყო, ჩემი საიდუმლო, რომლის გამხელა-გაზიარებასაც არავისთვის ვაპირებდი. აი, რომ გამოვიძურწებოდი ხოლმე თეოს ბინიდან, მარტო ჩემიანებს კი არ ვემალებოდი, თეოს მეგობარ-ნათესავებსაც. მთელ სამყაროს ვუმალავდი თეოს. საკუთარ თავსაც ვუმალავდი: ისიც კი მოვახერხე, რომ ჩემგან საიდუმლოდაც კი ვხვდებოდი, ამიტომ არასდროს მიფიქრია, რომ არასწორად ვიქცეოდი.
თეოს ბაბუა სრულ სიმართლეს ამბობდა, მეც მივახრჩობდი მის ადგილას ჩემნაირ ტიპს. კი არ დავემუქრებოდი, უბრალოდ მივახრჩობდი –  ჩემს შვილს რომ ასე მოქცეოდა ვინმე! ამიტომ თავს ძალა დავატანე და ბაგრატიჩს თვალები გავუსწორე:
– მე მიყვარს თეო, ძალიან მიყვარს! მე თქვენთვის არაფერი მომიტყუებია. მე თქვენი ოჯახისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია! თქვენს სახლში ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს ტყუილი! თეო დას… მეგობარივით მიყვარდა ყოველთვის. არ უნდა გამეკეთებინა, არ უნდა მეკადრებინა, მაგრამ შემიყვარდა! ახლაც მიყვარს! ძალიან მიყვარს! მე მასთან მინდა ყოფნა! რაც იქ ვთქვი, ისე იქნება, –  საიდან მოდიოდა ჩემი ეს თავდაჯერებული სითავხედე, ამას მეც კი ვერ ვხსნიდი.
– ისე იქნება, როგორც მე ვთქვი: ჩემი სათქმელი გითხარი! არ გაეკარო ჩემს შვილიშვილს! მეც არ მიკვირდა, რატომ არ თხოვდება-მეთქი?! რატომ დადის ასე მარტო და სულ მოწყენილი?! მე ამას ვერავინ გამიბედავს! ვერც შენ, ლაწირაკო! ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს –  თეო მარტო არ არის! თეოს ოჯახი ჰყავს და იმ ოჯახთან მოგიწევს პასუხისგება! მიხედე შენს ცოლ-შვილს, იმათ მოუარე. ჩვენ ჩვენს გოგოს მოვუვლით!
– თქვენ არავინ გყვარებიათ?! თუ ცოლისთვის არ გიღალატიათ?! უშეცდომო ხართ?! –  უცებ ამომიტივტივდა თეოს წუხანდელი თხოვნა, არა, ამ კაცს ნამდვილად არ ჰქონდა ჩემთვის მორალის წაკითხვის უფლება.
– უშეცდომო რომ არ ვარ, იმიტომაც გეუბნები, რასაც გეუბნები! ცოლ-შვილს მიხედე. ძვირად დაგიჯდება, ძვირად და ვეღარ გამოასწორებ. ადამიანმა ყოველთვის იცის, როდის იქცევა არასწორად და უღირსად, ამიტომ ამას თავის თავსაც უმალავს. თქვენც იმიტომ იმალებით, რომ იცით, გამართლება არ გაქვთ. მოგეწევათ ეს ცოდვა, შენი ცოლ-შვილის ცოდვა მოგეწევათ,  თან –  ორივეს. მე მინდა, რომ ჩემი შვილიშვილი დავიცვა. შენ კისერიც გიტეხია, მაგრამ ჩემი თეოც შენ გადაგყვება და არ მემეტება საამისოდ! ჩემს თეოს ვერ გავწირავ! წადი, შვილო, შენს ცოლთან. ბოდიში მოუხადე და თავიდან დაიწყე ცხოვრება! შვილების ღირსეულ მამად მაინც დარჩი, იმათ არაფერი დაუშავებიათ, თორემ იცოდე, ისინიც აგებენ ამისთვის პასუხს, იმის მერეც კი, რაც მე მათ დავაობლებ, თუ თეოს სიახლოვეს კიდევ გნახავ! მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს, ცხოვრება გავლიე, მაგრამ ჩემი შვილიშვილის დაცვა ჯერ კიდევ შემიძლია!
ბაგრატიჩი მანქანიდან გადავიდა და კარი ისე გაიჯახუნა, შუშა ჩაიმსხვრა. უკან არც მოუხედავს. მის მიერ ნათქვამი სიტყვები ისე ავისხლიტე, რომ ერთიც არ დამიმახსოვრებია. პირიქით, მისი მუქარა და წინააღმდეგობა მარწმუნებდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ბაგრატიჩი კი არა, მთელი სამყარო რომ დამდგარიყო ახლა ჩემ წინააღმდეგ, მე მაინც თეოს ავირჩევდი. შუშის ნამსხვრევები არც კი გადამიყრია მანქანიდან, ისე წავედი სახლისკენ. ჩემი გეგმა სისრულეში უნდა მომეყვანა. და, როგორც იქნა, სამსახურიც გამახსენდა. ტელეფონი მოვძებნე: შალავას ბლომად ურეკავს, ლანასაც. აი, ლაშასგან კი ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. შალვას დავურეკე. ლაშას ჩამოსვლის დროს დასაზუსტებლად, ჩემი ცოლისძმაც იყო და საქმიანი პარტნიორიც, ამიტომ მასაც უნდა დავლაპარაკებოდი.
– შალვა, რომელზე ჩამოდის ლაშა? დღეს არ ჩამოდის? ჰო, ჰო, გამახსენდა, სამ დღეში. და რა ხდება, არ უთქვამს? კონტაქტზე არ გამოდის. შენ არ გაქვს მისი ახალი ნომერი? არავის მისცეო?! ხომ არ დაგვიტყდა ბოსი?!. ჩამოვა, აბა, სად წავა. კაი, გამაგებინე, თუ რამე იქნა სიახლე.
ლაშაზე ფიქრის დრო არ მქონდა, თუმცა უცნაური კი იყო მისი გაუჩინარება. ის შალავა არ ცდება, მგონი, ვიღაცასთან ერთად დაგვიტყდა ბიჭი… თუ ლაშა არ ჩამოდის ჯერ, ეს ქალები ასე მივყარო მარტო?! ეჭვი შემომეპარასავით. თეო სულ მარტო არ არის მიგდებული?! ცოტა ხანს ამათაც არ აწყენთ. თავს ვიმშვიდებდი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ლანასგან ახლა ჩემი წასვლა სწორი საქციელი არ იყო. პრინციპში, სამი დღე რას წყვეტდა?! არც არაფერს! მე მაინც არ შევცვლიდი გადაწყვეტილებას: პრინციპის ამბავიც იყო, ეს უკვე ბაგრატიჩისთვის უნდა დამემტკიცებინა!
***
ლანა ისე შემომეგება, ვითომც არაფერი: როგორ ვღელავდი, ზურიკო?! მეც სადმე გავიქცეოდი, ის ქალი რომ მახსენდება. ნამდვილად რაღაცას უკეთებს ჩემს ძმას, თორემ ასეთი ქალის ცოლად შერთვა როგორ შეიძლებოდა?! მოდი, მშიერი იქნები, დაღლილი სახე გაქვს.
ლანას ამ „ზურიკომ“ და სიმშვიდემ ისევ გაქცევა მომანდომა და უცებ დამკრა თავში: რას აკეთებდა თეოს ბაბუა თეოს კარის წინ?! კარი მასაც არ გაუღო?! გამორიცხული! აბა, რას ელოდებოდა?! იყო კი თეო სახლში?! ეჭვი შემომიჩნდა – თეო იმპულსურია და ვინმესთან რომ წასულიყო?! არა, სისულულეებს ვამბობ, თეო სხვა მამაკაცს არ მიეკარება, გამორიცხულია! გამორიცხული რატომ არის?! არის და იმიტომ! დიდი-დიდი იმ თავის პედერასტ დიტოსთან დარჩენილიყო. ერთად იტირებდნენ და იჭორავებდნენ. კი, დიტოსთან იქნებოდა და ბაბუამისიც კართან ელოდებოდა. ეჭვებმა უკან დაიხია, მაგრამ, თუ თეომ ვერ გაიგონა, რაც ვუთხარი?! არა უშავს, კიდევ ვეტყვი. არა, მე ზუსტად ვიგრძენი თეოს სუნთქვა კარს იქით: ეს არ შემეშლებოდა! თეოს ყოფნას თვალდახუჭული ამოვიცნობდი იქ, სადაც იყო და ვიყავი. იმასაც კი ვხვდები, როდის აპირებს ჩემთან დარეკვას. რამდენჯერ მომხდარა, რომ ერთდროულად აგვიკრეფია ერთმანეთის ნომერი?! მაშინ ბაბუამისს რატომ არ გაუღო კარი?! არ უნდოდა და არ გაუღო! ქალივით ეჭვიანი გავხდი: ჩემს გოგოს თვალდახუჭული ვენდობი!
– ზურიკო, მოდი, გაცივდა ყველაფერი! –  ლანას ხმა თავში უროს ჩარტყმასავით დამატყდა: რას აკეთებ? ტანსაცმელს რატომ ალაგებ?
– მივლინებაში მივდივარ: ლაშა არ არის და სასწრაფო საქმე გამოჩნდა. შენი ძმა დაიკარგა. კაცმა არ იცის, ვისთანაა და სად?! ყველაფერი ჩემი საკეთებელია.
– მოგეხმარები ან შენ ჭამე და მე ჩაგილაგებ.
– არ მინდა, ლანა, პატარა ხომ არ ვარ?! მე თვითონ ჩავილაგებ, რაც მჭირდება, –  უხეშად გამომივიდა ნათქვამი.
ლანამ, რა თქმა უნდა, არ შეიმჩნია: კარგი, როგორც გინდა.
ბოღმა ისევ ლანაზე ამოვანთხიე: მაინც ვერ მოვახერხე, მეთქვა, რომ ფარსში ვცხოვრობთ და ამას ოჯახი ერქვა, მაგრამ სინამდვილეში, არასდროს ყოფილა. ეს ქალი მაცოფებდა უკვე: გზაში წავიხემსებ. ძალიან მეჩქარება. თუ რამე დაგჭირდა, შალვას დაურეკე და კიდევ, იმ შენი ძმის შალავა ცოლს არაფერი უთხრა! ბავშვებს აკოცე.
ჩანთა ავიღე და კარი გამოვიჯახუნე. თუმცა გულმა არ მომითმინა და ეკასთან შევიარე. მინდოდა, მეთხოვა, რომ ლანასთან ასულიყო. კარი არავინ გააღო, ვითომ სძინავს?! გავიფიქრე ჩემთვის: ეძინოს, მერე დავურეკავ და ვთხოვ.
გარეთ მზე თბილად ანათებდა, სხვებით არ გწვავდა. ამის ძალა ჯერ არ ჰქონდა, მხოლოდ გათბობდა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მზეს გავუღიმე.

ისტორია ოცდამეცხრე
ორცეცხლშუა  ყოფნა
(მოქმედი პირები: ბაგრატიჩი, დუდუ, თეო, ლევანო და ირა)

დუდუ სრულად გაქვავდა: ბაგრატიჩი საერთოდ ამოუვარდა გონებიდან და ახლა, ამ ერთბაშად დატეხილი უამრავი ახალი და ნაკლებად სასიამოვნო ამბების ფონზე, თეოს ბაბუასთან პირისპირ შეხვედრა  ნამდვილად არ ახარებდა...
– საით, ყმაწვილო, ნუ ჩქარობ... დამენახვე ერთი... მოიცა, დუდუ, ბაბუ, შენ ხარ?!
– მე ვარ, ბატონო სანდრო! მაპატიეთ, უცბად ვერ მივხვდი და ხელი ინსტინქტურად აგიქნიეთ...
– ეგ არაფერი, ვერც მე გიცანი, მაგრამ მე, ეტყობა, სხვა ბევრ რამესაც ვერ ვხვდები... თეო! სად არის ეს გოგო?
ბაგრატიჩი აშკარად აღელვებული და დაბნეულიც კი ჩანდა. უდრეკი და უბერებელი სანდრო ბაბუ რაღაცნაირად დაპატარავებული ეჩვენა დუდუს. მაგრამ ამდენი წლის უნახავი მოხუცი, ალბათ, დრომ დააბეჩავაო, გაიფიქრა,  გული  მაინც სხვას უბაგუნებდა, თითქმის ყელში ამობჯენილი. დუდუს ნამდვილად ერჩივნა, მიწა გასკდომოდა და ახლა სანდრო ბაბუს აქ არ დაეჭირა. მაგრამ, რაც ხდება, ესე იგი, ასეც უნდა მოხდეს და დუდუ მორჩილად გაჰყვა ბაგრატიჩს უკან, სამზარეულოსკენ.
თეო ისევ ისე გაშეშებული, თვალებდასიებული და ტუჩებდასისხლიანებული, თმაგაჩეჩილი და, რაც მთავარია, გამჭვირვალე, მოკლე ხალათში –  გაყინული თვალებით მიშტერებოდა კედელს.
– თეო, ბაბუ, რა დაგემართა? ვინ... დუდუ, რა ხდება აქ? - სანდრო მკვეთრად შემოტრიალდა და ახლა დუდუს დაუბრიალა თვალები, როგორც ცოტა ხნის წინათ იმ ნაბიჭვარს. არა, რა დილა გათენდა! კუდიანია ეს ჩემი ცოლი –  წადი ბავშვთან, სასწრაფოდ ნახე, რაღაცა ხდება მის თავსო. და, აჰა, ხდება კი არადა, მგონი...
– ბატონო სანდრო, მე, თეო, ხომ იცით და... ჩამოვედი რომ... და თეო... –  დუდუს ენა დაება. აღარ იცოდა, რა უნდა ეთქვა, როგორ ემართლებინა თავი ან რა ჰქონდა თავის გასამართლებელი. მაგრამ ახლა იმასაც ფიქრობდა, დილაუთენია კარი რომ არ გააღეს, მერე იმ ვაი რომეოს აღსარება გაახსენდა, ბოლოს თეოს განწირული კივილი –  გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდანო და, ბოლოს, ქალაქში პატივსაცემი კაცი, რომლისაც მეხივით ეშინოდა ყველას უბანში, მათ შორის, დუდუსაც, როცა თეოს დასდევდა კუდში... ახლა ეს კაცი მას თვალს არ აშორებს და პასუხს ითხოვს. აქვს ნამდვილად საქმე პასუხის მოსათხოვად და დუდუმ თავი ჩაქინდრა. ასე როდი წარმოედგინა თეოსთან შეხვედრა და ბაგრატიჩთან საუბარი...
– მაპატიეთ, ბატონო სანდრო. ნამდვილად დამნაშავე ვარ. რაც ადრე ვაწყენინე თეოს, ახლა ამის გამოსასწორებლად ჩამოვედი. მინდოდა, სხვაგვარად მომხდარიყო ყველაფერი, მაგრამ... მე თეოს ხელის სათხოვნელად ვაპირებდი თქვენს ნახვას...
– მოიცა, ყმაწვილო, ასეთი საქმე ფეხზე მდგომის საკეთებელი როდია. დამიჯექი აგერ და ადექი, გოგო, ტანზე ჩაიცვი და წყალი დამალევინე.
თეო უხმოდ წამოდგა. ისეთი გაბრუებული იყო, ვერაფერზე რეაგირებდა. თითქოს ერთბაშად დაიცალა და გაყუჩდა ყველა ტკივილი, ფიქრი, აზრი. თეო უცნაურ სიცარიელეს გრძნობდა სხეულსა და გულში. რაღაც გაწყდა და გაილია, რაღაც, რაც წლებია, აწვალებდა და აკავებდა. სად აკავებდა, ან ვისთან, ან რა იყო ის, რაც ახლა აღარ იყო... თეოს ამაზე ფიქრი არ შეეძლო. არც იმაზე, ბაბუა აქ რატომ იჯდა, დილით მის კართან რა უნდოდა, დუდუმ წეღან რა ხელის თხოვნა ახსენა ან ზურა რას ეფიცებოდა. ყველაფერი ერთმანეთში აერია, დაუტრიალდა და ქანცგაწყვეტილი დატოვა. მაინც წამოდგა, გალასლასდა საძინებელში. კარი მიიხურა და საწოლზე ჩამოჯდა. ჩაცმის ძალა რომ მოეკრიბა და სანდრო ბაბუსთვის წყალი მიეტანა... მაგრამ წყალს თვითონაც დალევს. აი, დუდუ რას დალევს... არა, დუდუ რას იტყვის.... და ზურა? მერე მისი შვილები? მე და ზურა და ლანა... არა, ლანა აქ ზედმეტია. მაშინ დუდუ... მე და დუდუ... ზურა და დუდუ... თავბრუ ეხვეოდა, უძილო ღამემ თავისი დამართა ისედაც გადაღლილ და გამწარებულ გულს, ახლა ზედ დაერთო ბაგრატიჩი, ზურა და ხელის თხოვა... რა დროს ეს არის?! ახლა ზურამ სთხოვა მას... რა სთხოვა ზურამ? რას ამბობდა ამ დილით კარს მიყრდნობილი?! და რომ სცოდნოდა, წუხანდელი ღამე ვისთან გავატარე... მერე და რა?! მე ამდენი წელია, ვიცი ღამეს რომ ლანასთან ატარებს... და ეს კიდევ სხვაა. არა! არ არის სხვა! იგივეა... და ზურამ რომ იცოდეს, აღარ მიატოვებს ლანას. და მიმატოვებს მე. და მერე რა?! მე მყავს დუდუ!. მე... მე არავის ვყავარ! მე არავინ მინდა ახლა! ძილი მინდა. მარტო მინდა... თეომ ბალიში აიღო და ჩაიხუტა, მერე იქვე მიწვა და მოიკუნტა. როგორც ახალშობილი, ემბრიონის პოზაში გაირინდა და ბლანტ ბურუსში გადაეშვა.
***
–  გამთენიისას კარზე რომ ვაკაკუნე, აქ იყავი, ესე იგი... –  ბაგრატიჩი დაღლასა და სისუსტეს გრძნობდა მუხლებში. ერთბაშად ამდენი სიურპრიზი ეზედმეტა მის ისედაც დაქანცულ სხეულსა და გულს: კარგი, ამაზე მერე. ახლა მითხარი, რისთვის ჩამოვედიო? და ერთი წყალი დამისხი, პირი მიშრება...
– აგერ, ბატონო სანდრო, დალიეთ. ცუდი ფერი გადევთ და ხომ არ...
– არა, არაფერი მიჭირს. სანამ ცოცხალი ვარ, თეოს არავის დავაჩაგვრინებ და ვერც ოჯახის სახელს შეეხება ვინმე...
– რას ბრძანებთ, ბაგრატიჩ! მე თეოს გულისთვის სამყაროს გადავიკიდებ!
– ჰო, არა?! და ახლა რას აპირებ?
– მინდა, თეო ბედნიერი იყოს, ჩემთან ერთად იყოს და... ოჯახი მინდა, ბატონო სანდრო. შვილები, სიყვარული მინდა და ბედნიერებაც. მეტი არაფერი. სხვა დანარჩენი მაქვს და თუ თეო... თუ თქვენ.. მოკლედ, მე მინდა, ცოლად შევირთო თქვენი შვილიშვილი.
– ჰო, დროულია, ღმერთმანი... შენ და თეოს კი დაგაგვიანდათ, მეგონა, შვილთაშვილებიც მეყოლებოდა კაი ხნის წინათ, მაგრამ ახლაც დაგლოცავთ. ისე, აქ რატომ დამხვდი, კი უნდა გკითხოს კაცმა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ამაზე მერე დაგეკითხები. ცოტა გული მიჭერს, ბაბუ და გახედე ერთი იმ გოგოს, „კორვალოლი“ უნდა ჰქონდეს და ჩამომისხას... - სანდროს გულზე თითქოს ცხელი მარყუჟი მოუჭირეს და მოქაჩეს. თავს იკავებდა, არ უნდოდა, ახალგაზრდები შეეშინებინა, მაგრამ დილაუთენია კარებთან დგომამ და ამდენმა მოულოდნელმა, ხან სიმწარემ და ხანაც სიხარულმა, თავისი გაიტანა. სანდროს ბებერი და ნაინფარქტალი გული აფრთხიალდა, აწრიალდა და დადგა. თითქოს აღარც ტოკდებოდა და არც აპირებდა სვლის გაგრძელებას. სანდრომ ხელი წაივლო მკერდზე და ფერი დაკარგა. მერე წატორტმანდა და სკამიდან გადმოვარდებოდა, რომ არა დუდუ. მან მოისროლა ჭიქა, რომელიც ეკავა და მოხუცს შეაშველა ხელები. ბაგრატიჩი ერთბაშად მოიმჩვარა და დუდუს ხელებში ჩაუვარდა...
– თეო! ჩქარა, ადამიანო, ბაგრატიჩი ცუდად გახდა!
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3