კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ გამოვიმუშავოთ ფული სწორად შერჩეული საქმიანობით

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 ადამიანების უმრავლესობა ფინანსურ კრიზისს უჩივის და ცხოვრების განმავლობაში მყარი ფინანსური საფუძვლის შექმნას ვერ ახერხებს. შესაძლოა, ამის მიზეზი არასწორი არჩევანია, რომლითაც ფული უნდა გამოიმუშაოთ. ასტროლოგიურად, ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი, ინდივიდუალური საქმიანობის სფერო აქვს. ამიტომ, თუ გსურთ, სტაბილური და შემოსავლიანი სამსახური გქონდეთ, თქვენთვის შესაფერისი სამუშაო უნდა შეარჩიოთ.
ვერძი - აქტიური, შემოქმედებითი ადამიანია. მისთვის იდეალურია პიარის, მარკეტინგის, მენეჯერის პროფესია. კარგად გრძნობს თავს, სადაც ლიდერობაა საჭირო. დიდი შანსია, ფული ხელოვნებაში, შოუ-ბიზნესში ან აზარტული თამაშების ბიზნესში იშოვოს.
კურო - სტაბილურობის მოყვარულია. რისკზე იშვიათად მიდის. სტაბილურ შემოსავალს კი, კულინარიით, დიზაინერობით ან მცენარეების მოვლა-გაშენებით იპოვის. ეს ის საქმიანობაა, რომელიც ამ ნიშნით დაბადებულებს უყვართ და კარგად გამოსდით.
ტყუპები - ბუნებით ცვალებადი და მოუსვენარია. თავისუფლად შეუძლია, ორ ან სამ სამსახურში დასაქმდეს და თავიც არაჩვეულებრივად გაართვას. განსაკუთრებით მომგებიანია მისთვის, საგამომცელო საქმე, კომერცია ან ჟურნალისტის პროფესიაა, სადაც ენერგიის მაქსიმუმს გამოიყენებს.
კირჩხიბი - წინდახედული და ხელმომჭირნეა. ფულის დაზოგვაც ეხერხება და  შოვნაც. შემოსავლის წყაროდ კი მისთვის იდელაურია: პედაგოგიკა, საბავშვო ბაღის ან სარესტორნო ბიზნესი და მზარეულობა.
ლომი - უყვარს ხელგაშლილი ცხოვრება. ამიტომ, აუცილებელია, დამატებითი შემოსავლის წყარო. ამისთვის კი, საკმაოდ მომგებიანია შოუმენობა, მოდელის ან ფოტოგრაფის პროფესია.
ქალწული - იშვიათად უჭირს ფინანსურად, რადგან იცის ფულის გადანახვა.  შრომისმოყვარეა და არ ეშინია პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. ფინანსურად მომგებიანი კი მისთვის ფარმაცევტული ბიზნესი ან დიზაინერის საქმიანობაა.
სასწორი - უყვარს ლამაზად ცხოვრება და შესანიშნავი დიპლომატია. სასურველია, შემოსავლად აქციოს საქმე, რომელიც დიპლომატიას და   ფსიქოლოგიას აერთიანებს. მისთვის ასევე, შემოსავლიანია, კონსულტანტის, დიზაინერის, კოსმეტოლოგის ან სადღესასწაულო-გასართობი ცენტრის ორგანიზატორის პროფესია.
მორიელი - ფინანსურ საკითხებში იღბლიანია. თუმცა, უმჯობესია, ისეთი საქმიანობით დაკავდეს, როგორიცაა: უძრავი ქონების ან მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა, რიტუალური მომსახურება ან ექსტრემალური სპორტის გიდი-ინსტრუქტორი. ასეთი ბიზნესი საკმაოდ კარგ შემოსავალს ჰპირდება.
მშვილდოსანი - ექტრემისა და მხიარულების მოყვარულია. კარგ შემოსავალს ჰპირდება სპორტულ-გასართობი ღონისძიებების მოწყობა, სასტუმროების ან ტურისტული სააგენტოს ბიზნესი. ეს ის სფეროებია, სადაც, ფულთან ერთად, წარმატებასაც ადვილად მიაღწევს.
თხის რქა - ბუნებით კარიერისტია. მისთვის მთავარია სტაბილურ შემოსავალთან ერთად, ჰქონდეს დამატებითი შემოსავლის წყაროც. ამისთვის კი, კარგია, სამშენებლო ბიზნესი და სტომატოლოგიურ-კოსმეტიკური კაბინეტების ქსელი.
მერწყული - თავისუფლებისმოყვარეა. კარგ შემოსავალს ჰპირდება საკუთარი ბიზნესი, თუ ის კავშირშია ინტერნეტთან, ფოტოგრაფიასთან და დიზაინთან.
თევზები - მეოცნებე და ილუზიების მოყვარულია. ამ ნიშნით დაბადებულებს, ძირითადი პროფესიის პარალელურად, კარგ ფინანსურ შემოსავალს ჰპირდება სამკაულების ბიზნესი და მუსიკალურ-გასართობი ცენტის გახსნა.скачать dle 11.3