კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 კაკალი – საუკეთესო საშუალება თქვენი ჯანმრთელობისთვის

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


კაკალი უამრავი დაავადების სამკურნალოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ. ახალგაზრდა მწვანე ნაყოფი მდიდარია ასკორბინის მჟავითა და კაროტინით,  მაღალია ფოთლებში  C ვიტამინის შემცველობა.
ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხურ მედიცინაში კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის სამკურნალოდ იყენებენ. საშვილოსნოს ფიბრომიომის სამკურნალოდ – აურიეთ 25 კაკლის უღელი და 70-პროცენტიანი სპირტი. გააჩერეთ 7 დღე მუქი ფერის, გაუმჭვირვალე ჭურჭელში. მიიღეთ 30 გრამ წყალში გახსნილი 15–15 წვეთი დღეში სამჯერ, ორი თვის განმავლობაში.
კუჭის წყლულის დროს ერთ ლიტრ 40-გრადუსიან სპირტში მოათავსეთ 200 გრამი კაკლის უღელი. კარგად დახურულ ჭურჭელში, ბნელ ადგილზე 21 დღე გააჩერეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ, სადილის კოვზით.  ხალხურ მედიცინაში ეგზემის წინააღმდეგ დიდი ეფექტურობით იყენებენ წენგოს და ჩვილ მწვანე ნაყოფს. გამოცლილი უღელი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და აურიეთ 500 მილილიტრ სპირტში. დადგით შვიდი დღე ბნელ ადგილზე, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ, სადილის კოვზით. გარდა ამისა, ამ ნაყენს სვამენ ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის გასამაგრებლად ავიტამინოზის დროს. წენგოს ფხვნილი სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებაა.
ხალხური მედიცინა უფრო ხშირად კაკლის ფოთოლს იყენებს. ფოთლების ჩაის (50 გრამი 1 ლიტრ წყალზე) სვამენ კანის სხვადასხვა დაავადებისას, ვენერიული სნეულებების, მრგვალი ჭიების წინააღმდეგ და კუჭ-ნაწლავის კატარის სამკურნალოდ. კაკალი დიაბეტიანებს შაქრის შემცველობას უმცირებს შარდში. შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისთვის შემდეგი ნაყენი გამოიყენება: დაქუცმაცებულ კაკლის უღელს დაასხით არაყი და ერთი კვირა გააჩერეთ. 5 წვეთი ნაყენი ცოტაოდენ წყალში გახსენით და მიიღეთ დღეში ერთხელ, უმჯობესია – უზმოზე. მკურნალობის კურსი, როგორც წესი, 21 დღიდან სამ თვემდე გრძელდება.
წვრილად დაჭრილი  ნაყოფებიდან სპირტზე ამზადებენ ნაყენს. ბოთლში ჩაყრილ კაკალს დაასხით სპირტი და მზეზე დადგით 14 დღის განმავლობაში. შემდეგ შავი, სურნელოვანი ნაყენი გადაასხით სხვა ჭურჭელში და დარჩენილ კაკალს შაქარი დააყარეთ. კარგად აურიეთ და თითქმის მთელი თვე დადგით. ასე მიიღება შესანიშნავი ლიქიორი. ნაყენიც და ლიქიორიც დალიეთ კუჭისა და ნაწლავების ტკივილის, კუჭის აშლილობის დროს. ნაყენისთვის იღებენ დაახლოებით 30 კაკალს 1 ლიტრ სპირტზე. ლიქიორს კი ცოტაოდენი მიხაკი დაუმატეთ.
კაკლის ფოთლების წყლიან ნაყენს ან მონახარშს რაქიტიანი ბავშვების აბაზანებისთვის იყენებენ.
ასევე, გამოიყენეთ კაკლის ფოთლები უყუნწოდ, ღრძილებისა და ლიმფური ჯირკვლების ანთებისას, კანის დაავადებების, ჩირქოვანი ჭრილობების, გასტროენტერიტის, კუჭის აშლილობის სამკურნალოდ, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლისა და არარეგულარული მენსტრუაციის დროს. მასტოპათიის სამკურნალოდ 30 კაკლის უღელი მოათავსეთ გაუმჭვირვალე ჭურჭელში, დაასხით 150 გრამი არაყი. ნაყენი გააჩერეთ 10 დღე. შემდეგ კი, ორი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, დღეში ერთხელ მიიღეთ წყალში გახსნილი 15 წვეთი ნაყენი.
ხალხური მედიცინა ფოთოლსა და წენგოს მრავალი დაავადების დროს იყენებს, კერძოდ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მათ იყენებენ კუჭ-ნაწლავის ანთებისა და ტკივილის,  ტუბერკულოზის,  ბუასილის, სისხლიანი ნახველის სამკურნალოდ, აგრეთვე კომპრესად მეძუძური ქალებისთვის ძუძუს თავების დახეთქვისას. ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ, 200–250 გრამ კაკლის უღელს დაასხით 500 გრამი არაყი. ნარევი გააჩერეთ ორი კვირა. მიიღეთ სამჯერ დღეში, 30–30 წვეთი. ასევე გამოიყენება პანკრეატიტის სამკურნალოდ: სამი დესერტის კოვზი კაკლის უღლისა და 150 გრამი არყის ნარევი, შვიდი დღის განმავლობაში მინის ჭურჭელში გააჩერეთ. მიღების მინიმალური ვადაა 14 დღე, ხოლო მაქსიმალური – სამი თვე. 5 წვეთი ნაყენი გახსენით მეოთხედ ჭიქა წყალში და უზმოზე დალიეთ.
 განსაკუთრებული სამკურნალო ეფექტით გამოირჩევა კაკლის უღელი, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, მათ შორის: C, P, B1, ბეტა-კაროტინსა და იუგლონს.
კაკლის უღელს ახასიათებს მიკრობების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, შემკვრელი მოქმედება. აძლიერებს ორგანიზმს, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები. მასში დიდი რაოდენობითაა იოდი. ამიტომ, ორგანიზმში იოდის დეფიციტის შესავსებად, კაკლის უღელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
კაკლის უღლისგან სპირტზე ამზადებენ ნაყენს, რომელიც კარგია ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა: რადიკულიტი და ტკივილი სახსრებში, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება, თავის ტკივილი, ნევროზი. გარკვეული რეცეპტით მომზადებულ ნაყენს ანტისეპტიკური თვისებები აქვს. ის ეფექტურია ჭრილობების, ნაკაწრების დამუშავებისა და კანის სხვა დაავადებების დროს. ასევე, კონიუნქტივიტისა და თვალის სხვა, ინფექციებით გამოწვეული დაავადებებისას.
ნაყენის მიღება არ შეიძლება, თუ ადამიანს აქვს ურტიკარია (ჭინჭრის ციება), მწვავე გასტრიტი. ასევე, არ არის რეკომენდებული ეგზემისა და ნეიროდერმიტის, კვინკეს შეშუპების (ანგიონევროზული შეშუპება) დროს.
კაკლის უღლის ნაყენის მოსამზადებლად იყენებენ სპირტს ან არაყს.
ნაყენის მომზადების  რეცეპტი ათეროსკლეროზის, გულის არითმიის დროს: ქილა გაავსეთ კაკლის უღლით, დაასხით არაყი ისე, რომ უღელი დაიფაროს. შვიდი დღის განმავლობაში შეინახეთ ბნელ ადგილზე. შემდეგ გახსენით 30 წვეთი ნაყენი 200 გრამ წყალში და დალიეთ დღეში ერთხელ.
 რადიკულიტის სამკურნალოდ: მინის ჭურჭელში მოათავსეთ დაახლოებით 40 გრამი კაკლის უღელი, დაამატეთ 100–150 გრამი არაყი. გააჩერეთ ორი კვირა. შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე.
კაკლის უღლისგან შეგიძლიათ, მოამზადოთ ჩაი და ის მიიღოთ.
ნაყენი მრავალი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება, მაგრამ მას უკუჩვენებებიც აქვს. ამიტომ უმჯობესია, კაკლის უღლის ნაყენი ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღოთ.


რომელი სეზონური ხილით შეიძლება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება

ხშირად კამათობენ – არის თუ არა მსხალი სასარგებლო, უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს ხილი უფრო სასარგებლოა, ვიდრე წარმოგვიდგენია. მის შემადგენლობაშია: შაქარი, ორგანული მჟავები, უჯრედისი, ფერმენტები, B1, B2, C, P, PP ვიტამინები, A პროვიტამინი, მიკროელემენტები და ნახშირწყლები. ის თაფლივით ტკბილია და დიდი ენერგეტიკული ღირებულებები აქვს.  მსხალი მდიდარია კალიუმით, გულის მუშაობის აუცილებელი ელემენტებით; ლიმონის, ასკორბინისა და ქლოროგენის მჟავებით, რომელიც კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. მსხალი შეიცავს იოდს, თუთიას, რკინას, ბორს, მაგნიუმს.  რაც უფრო მწიფეა მსხალი, მით უფრო ნაკლებია მასში მჟავა და გვეჩვენება, რომ ტკბილია. სინამდვილეში, მსხლის შაქრიანობა ზომიერია. მსხალი ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება, თუმცა შაქარი მასში გაცილებით ნაკლებია. გირჩევთ,  მსხალი ხშირად მიირთვათ, ოღონდ ისწავლეთ მისი სწორად მოხმარება. მსხალი არ უნდა ჭამოთ უზმოზე და არავითარ შემთხვევაში, არ დააყოლოთ წყალი. არ არის სასურველი მისი ხორცთან ერთად და მარხვაში მიღება.
მსხლის შემადგენლობაში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სისხლძარღვთა პრობლემები აქვს. ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, მაგრამ მის შემადგენლობაში შემავალ უჯრედისს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებაც შეუძლია. საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემების დროს მსხლის ჭამა არ არის რეკომენდებული. მსხალი ნაღვლის დაავადებების შესანიშნავი წამალია. თუ ყოველ დილით, წახემსების შემდეგ, 2 ცალ საშუალო ზომის მსხალს მიირთმევთ, მუცლის ტკივილი დაგიამდებათ და არასასიამოვნო სიმძიმის შეგრძნებაც გაქრება
მსხალი შეგიძლიათ, კოსმეტიკაშიც გამოიყენოთ. არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებს შეიცავს. მსხლის ნიღბის მომზადება მარტივია და სახლშიც შეგიძლიათ: ჭორფლებისა და ლაქების გასაუფერულებლად მწიფე მსხალი გამოწურეთ. დარჩენილი ნაყოფი სახეზე დაიდეთ და 15-20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მსხალი ნაოჭების მტერია. ორი სუფრის კოვზი რბილობი მოათავსეთ ჭურჭელში, დაამატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი ათქვეფილი კვერცხის ცილა, კარგად მოურიეთ, მიღებული მასა 15-20 წუთით წაისვით სახეზე. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი სასურველია ნორმალური სახის კანისთვის.


სიმინდი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

სიმინდი ძალიან ძვირფასი და სასარგებლო პროდუქტია. მისი მარცვალი შეიცავს წყალს, ცხიმს, ცხიმზეთს, ეთერზეთებს, ცილოვან ნივთიერებებს, სახამებელს, ქლოროფილს,  B1, B2, B6, E და D  ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას. ასევე, შეიცავს  C, K ვიტამინებს, საპონინებს და სხვა. გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის სადინარებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. აქვს სისხლდენის შეჩერების უნარი.
   სიმინდის შემადგენლობაში შედის უნიკალური ამინომჟავები – ტრიპტოფანი და ლიზინი, რომელთა სინთეზირებაც ადამიანის ორგანიზმს დამოუკიდებლად არ შეუძლია. ისინი სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, კუნთები ტონუსში მოჰყავს და ცხიმების გამოდევნაში ეხმარება.
მწიფე სიმინდის მარცვლების ჩანასახისგან ამზადებენ ზეთს. ეს არის ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი და აუცილებელი უჯერი მჟავების წყარო. სიმინდის ზეთი მდიდარია  A ვიტამინით, შეიცავს B, C, K ვიტამინების ჯგუფს, რამდენიმე მინერალურ ნივთიერებას, ლეციტინს, ფიტორტეროლს. გარდა ამისა, მასში ყველაზე დიდი რაოდენობითაა E ვიტამინი.  
მედიცინა დიდი ხანია, ებრძვის სიმსივნეს და მის გამომწვევ მიზეზებს. როგორი  დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, სიმინდის ზეთში, სხვა სასარგებლო თვისებებთან ერთად, კიბოს საწინააღმდეგო უნიკალური თვისებები აღმოაჩინეს. მასში  არსებულ პექტინს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება აქვს.
სიმინდის ზეთის შემადგენლობაში შედის ლინოლევის მჟავა, რომელიც სისხლის მოძრაობას არეგულირებს და აძლიერებს იმუნიტეტს.  ზეთი იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან, მათ შორის: ასთმისგან, შაკიკისგან, კანის დაავადებებისგან, დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს (საკმარისია დღეში 75 გრამის მიღება). ამიტომ, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის, ზეთი უნდა მიიღოთ ჭამის დროს – დღეში სამჯერ 25 გრამის ოდენობით. შაკიკსა და პოლინოზს ასევე კურნავს თითო სადილის კოვზი სიმინდის ზეთი.
 ვისაც უძილობა აწუხებს, სამკურნალოდ რეკომენდებულია სხეულზე ზეთის წასმა და შემდეგ, 5-7 წუთის განმავლობაში, ფრთხილად ჩამობანა.
 სიმინდი ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის, რადგან შაქრის დონეს არეგულირებს. ასევე საუკეთესოა მოზარდებისა და ალერგიულებისთვის,  სისხლნაკლულობის, ნერვული სისტემის დაავადებების, ანორექსიის, ზედმეტი ცხიმიანობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ღვიძლისა და გულის დაავადებების დროს.скачать dle 11.3