კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როდის იდევნება ორგანიზმიდან ბნელი ენერგია და რომელი ფიზიოლოგიური მოვლენა წმენდს გონებას

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 საუბრისას თუ ვინმემ დააცემინა – დამიმოწმა, რომ სიმართლეაო, – ვამბობთ და ამაყად გადავხედავთ ხოლმე ირგვლივ მყოფთ. თუმცა, მარტო სიტყვების კი არა, ეგრეთ წოდებულ „აფცხის”, ჩვენი აზრების დამოწმებაც შეუძლია... და რაც უფრო ძნელად შესასრულებელია გეგმა, მით უფრო გასახარელია მისი გაგონება და ინსტინქტურად მიყოლებული შეძახილისაც: ხეირი, ხეირიო! თუ რატომ იცავს თითქმის ყველა ამ და სხვა მრავალ წეს-ჩვეულებას, სჯერა დაცემინებასთან დაკავშირებული მინიშნების, წინასწარმეტყველებისა თუ ცრურწმენის, ამას ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგის, ბატონი იოსების ინტერვიუდან  შეიტყობთ.
– დაცემინებაზე რეაგირებს ყველა და გაუცნობიერებლად იცავს საყოველთაოდ მიღებულ წესებს. თუმცა, არის, ალბათ, ისეთიც, რის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით...
– შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტი მინიშნება უკავშირდება ამ ფიზიოლოგიურ მოვლენას და თანაც, უხსოვარი დროიდან გადმოეცემა თაობიდან თაობას. დაცემინებისას, ჯანმრთელობაო, რომ მივაყოლებთ ხოლმე, – ეს თითქმის ჩვენი ყოველდღიურიბაა. ქრისტიანული, მუსლიმური თუ ებრაული ტრადიციებითაც, დაცემინება – კარგია  და ნიშნავს, რომ ადამიანს იმ მომენტში ყველაფერი რიგზე აქვს, დალოცვილია ზეციდანაც და თუ ამას რაღაც მოვლენები მოსდევს, აუცილებლად სასიკეთო იქნება.  ძველი ბერძენი სწავლულები კი ამტკიცებდნენ, რომ დაცემინება წმენდს გონებას და ამაღლებს ინელექტუალურ მონაცემებს – რაც უფრო ხშირად გიღიტინებთ ცხვირში, მით უფრო ჭკვიანი ხდებით. მაგრამ, ცუდის ნიშანია, თუ დაცემინება თქვენს ბაგეებს მაშინ მოსწყდა, როცა გარდაცვლილზე ლაპარაკობდით. ასეთ დროს ირგვლივ მყოფებმა სათითაოდ უნდა დაგკრან ხელი კისერთან, ზურგზე, შემდეგი ფრაზით: „მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს”. ეს იცის თითქმის ყველამ, მაგრამ არ იცის, რომ აბანოს ორთქლის ცხვირში შეღიტინებამ თუ დაგაცემინათ, თქვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს – მატერიალურად ძალიან მალე გაიმართებით წელში და რაც უფრო ხმამაღალია დაცემინება, მით მეტ ფულს იშოვით. თუ პატარძალმა ჯვრისწერამდე დააცემინა, ქორწინებაში ბედნიერი იქნება. თუ ფეხმძიმე დააცემინებს და ნერწყვი სხვა ქალს მოხვდება, რომ იტყვიან, მისი წყალი იმასაც გადაესხმება, ანუ – ისიც დაფეხმძიმდება. წარმოიდგენდით, რომ ფეხმძიმობა ჰაერწვეთოვანი გზითაც გადაეცემოდა? (იცინის) მაგრამ თუ დაცემინებისას ნერწყვის შხეფები თქვენვე მოგხვდათ, გაფრთხილდით, თქვენზე იჭორავებენ. განსაკუთრებით სასურველია დაცემინება მძიმე ავადმყოფისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ეს გაციებას არ უკავშირდება, ასეთ შემთხვევაში, ის აუცილებლად ფეხზე დაგება.  
– ამბობენ, დაცემინების მნიშვნელობა კვირის დღეების მიხედვითაც განისაზღვრებაო...
– მართალია და სქემა ასეთია – ორშაბათი: ამ დღესთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები არსებობს – ერთი თუ ამტკიცებს, ორშაბათის დაცემინება მთელი კვირის ხეირს ნიშნავს და შეიძლება, ეს მსხვილი ფულადი შემოსავლით, რაიმეს განახლებით ან სასიამოვნო საჩუქრით გამოიხატოსო; მეორე ვერსია სერიოზულ უსიამოვნებებსა და ჯანმრთელობის პრობლემებს გიწინასწარმეტყველებთ. სამშაბათი: დაელოდეთ სტუმრებს, სასიამოვნო დროსტარება გელით და თუ მოზღვავებულ ვნებათაღელვას ვერ გაუმკლავდით, ადვილი შესაძლებელია, პარტნიორსაც უღალატოთ. ამ „უწესო” საქციელისკენ კი სტუმრებს შორის უეცრად „გაჩითული” მზეთუნახავი გიბიძგებთ. ოთხშაბათი: დაცემინებას ამ დღეს წერილი მოჰყვება ან ახალ ამბავს შეიტყობთ. ხუთშაბათი: ერთბაშად მოგასკდებათ ქების ნიაღვარი, ან თავად ვერ შეიკავებთ თავს წატრაბახებისგან. ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ სწორად თავის წარდგენა, შეიძლება, საქმეში წაგადგეთ კიდეც. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, თქვენ საერთოდ გვერდზე დარჩეთ და სულ სხვას გაუმართლოს. პარასკევი: თარსიაო, ხომ ამბობენ და მინიშნებაც შესაბამისია: ან პაემანზე წახვალთ, ან დაიტანჯებით. რომელს ირწმუნებთ, თქვენზეა დამოკიდებული. შაბათი: საოცრად გაგიმართლათ, თუ ამ დღეს დააცემინეთ – ყველაზე სანუკვარი ოცნება შეგისრულდებათ ან პაემანზე წახვალთ. კვირა: კარგად დაწყებული კვირა, ასევე კარგად დამთავრდება – არ მოგაკლდებათ სტუმრები, ქეიფი და მოლხენა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის: ვინც ამ დღეს დააცემინებს, ფულსაც ბევრს იშოვის და სიყვარულსაც იპოვის.  ეს რომანი კი ქორწინებით დაგვირგვინდება.
– ზოგი ისე სერიოზულადაა მიჯაჭვული ამგვარ მინიშნებებს, რომ ცხვირში ყოველი შეღიტინებისას საათს უყურებს...
– დიახ, არსებობს საათობრივი განრიგიც და ამ მხრივ პედანტებს ესეც შეუძლიათ, ჩაინიშნონ: იწყება დილის 5 საათიდან, თუმცა არც ისე სახარბიელოდ, რადგან ამ დროს დაცემინება ავადმყოფობის მანიშნებელია. ამას მოჰყვება: 6-ზე – ამურის ოინები ან პაემანი შეყვარებულთან; 7-ზე – სიყვარულის ახსნა; 8-ზე – ბედნიერი იქნებით; 9-ზე – თაყვანისმცემელი კი გამოგიჩნდათ, მაგრამ ნუ გადადგამთ ნაჩქარევ ნაბიჯს; 10-ზე – ნახავთ ძველ მეგობარს ან სულ უცხოსთან გააბამთ ძალიან საინტერესო, ინტელექტუალურ საუბარს რომელიმე გამოფენაზე; 11-ზე – რომანტიკული ნაცნობობა; 12-ზე – მიიღებთ პოზიტიურ ინფორმაციას: შეიძლება, სიყვარულში გამოგიტყდეთ ვინმე ან უფროსმა შეგაქოთ სამსახურში; 13-ზე – სკანდალი საწინაააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან;  14-ზე – აუცილებელად უნდა გააკეთოთ, მართალია, არც ისე იოლი, მაგრამ გადამწყვეტი არჩევანი; 15-ზე – დაუსვამთ წერტილს დრომოჭმულ ურთიერთობას, ბოლო წვეთი კი, პარტნიორის ღალატი იქნება; 16-ზე – მართალია, გრძნობა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ თქვენი რომანი, ნელ-ნელა ირღვევა; 17-ზე – უმნიშვნელო წვრილმანები მიიქცევს თქვენს ყურადღებას და სერიოზული პროექტებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ; 18-ზე – მიიღეთ პარტნიორი ისეთი, როგორიც არის, თორემ სიმშვიდე თქვენ შორის გამორიცხულია; 19-ზე – სულიერ სიმშვიდეს დაგირღვევთ ცბიერი მეტოქის გამოჩენა; 20-ზე – მთელი არმია თუ არა, ერთი ხალისიანი მოსაუბრე მაინც გელით; 21-ზე – ნიშნავს როგორც სიმპათიას, ასევე თქვენი სულიერი განწყობის პატივისცემას; 22-ზე – ყურადღებას დაუთმობთ ადამიანს, რომელიც ამას საჭიროებს; 23-ზე – ბედის შემობრუნება, ანუ ყველაფერი ერთად: ბედნიერება, სიყვარული, სიხარული, მეგობრები... რას აღარ გპირდებათ ეს გვიანი „აფცხი!”
– თუ ზედიზედ რამდენჯერმე დავაცემინეთ?
– ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთხელ დაცემინება ნიშნავს: ვიღაც კარგად მოგიხსენიებთ ან გაკოცებთ, ანდა გაფრთხილებაა, რომ სახლიდან გასვლისას, ყურადღებით თუ არ იქნებით, ხიფათია მოსალოდნელი. ორჯერ დაცემინებისას: თქვენზე ჭორაობენ, ან აუგად მოგიხსენიებენ, ანდა თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. სამჯერ დაცემინება – შორ გზაზე გამგზავრებას ნიშნავს, უფრო ხშირად კი – სასიამოვნო ახალ ამბავს; ოთხჯერ დაცემინებისას – ავადმყოფობას ან რომანტიკულ შეხვედრას დაელოდეთ. ხუთჯერ დაცემინება „ვერცხლია”, ანუ არც ისე დიდი ფინანსური შემოსავალი; ექვსჯერ კი – უკვე „ოქრო”, ანუ მსხვილი მოგება. შვიდჯერ დაცემინებისას – შემთხვევით, სხვის საიდუმლოს შეიტყობთ. ეზოთერიკოსები დაცემინების ასეთ სერიას მიაწერენ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც ორგანიზმში დაგროვდა. ასე რომ, ერთი კარგი, მამაპაური დაცემინებისას, ბაქტერიებთან ერთად, ორგანიზმიდან ბნელი ენერგიაც იდევნება. დაბოლოს, გირჩევთ, თუ მეგობარს შეამჩნევთ, რომ ცხვირში უღიტინებს, სასწრაფოდ ჩაიფიქრეთ სურვილი და ამას დაცემინებამდე თუ მოასწრებთ, ყველაფერს მიიღებთ, რაც ისურვეთ.
скачать dle 11.3