კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№34 მოძღვარი გვირჩევს

თათია ფარესაშვილი თამუნა ახობაძე

კითხვა: რატომ გვეკრძალება ჩვენი მომავალი ბედის ამოცნობა?
პასუხი
: ადამიანისთვის სარგო რომ იყოს მარადიულობის სიღრმეთა ხილვა, ღმერთი მიანიჭებდა მას ამ უნარს. უფალი ბევრ რამეს გვიმალავს ჩვენივე სიკეთისთვის, ჭკვიანი მშობლების მსგავსად, რომლებიც შვილებს არ უმხელენ, რისი ახსნაც მათსავე სასარგებლოდ ზრდასრულ ასაკში შეიძლება. მით უმეტეს, რომ წინასწარ არც არაფერია განსაზღვრული. ასე რომ იყოს, მაშინ ლოცვასაც აღარ ექნებოდა აზრი. როდესაც ვლოცულობთ, რომ დაგვიფაროს უფალმა განსაცდელისგან, თუ განსაცდელი გარდაუვალია, რაღატომ ვილოცებდით?!
კითხვა: როგორ აფასებს მართლმადიდებელი ეკლესია დაპყრობითი ხასიათის ომებს?
პასუხი:
ქრისტიანული სარწმუნოება ომს დასაშვებად მიიჩნევს, როდესაც ის წარიმართება სამშობლოსა და ხალხის დასაცავად. რაც შეეხება დაპყრობით ომებს, ის ცოდვითი ხასიათისაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიზნად ისახავენ სხვა ხალხის დამორჩილებას.
კითხვა: დამეხმარეთ, დავამარცხო სიმთვრალის ცოდვა. როგორ მოვიქცე?
პასუხი
: ამ ცოდვისა და სენის მოსაშორებლად განუწყვეტლივ უნდა ევედროთ უფალს. განმარტოვდით მარხვითა და ლოცვით, სინანულით დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ ტკივილს აყენებთ ახლობლებსა და საკუთარ თავს სიმთვრალის ცოდვაში ჩავარდნით. გადაიხადეთ პარაკლისი წმიდა ბონიფანტეს სახელზე, რომელსაც ხელეწიფება მემთვრალეობისგან განკურნება. ასევე, მემთვრალეობისგან განსაკურნებლად არსებობს საგანგებო ღვთისმშობლის ხატი, შეიძინეთ ის და სთხოვეთ დახმარება და მფარველობა, რათა განიკურნოთ.
კითხვა: დიდი ხანი არ არის, რაც ეკლესიურად ცხოვრებას შევუდექი. ვცდილობ, ვიარო ტაძარში, ვიმარხულო, ვეზიარო, ვთქვა აღსარება. ვცდილობ, გულწრფელად ვილოცო უფლის წინაშე და როგორც კი ვიწყებ ლოცვას, ცრემლი მდის, თუმცა ეს ცრემლი უფრო მამშვიდებს და სიხარულს მგვრის რატომ მემართება ასე?
პასუხი
: თქვენი ცრემლები შესაძლოა, განწმენდის ნიშანი იყოს. ცრემლები გაუწყებთ, რომ თქვენს სულს სინანული სწყურია. მიენდეთ უფალს, განაგრძეთ ქრისტიანული ცხოვრება და იყავით მშვიდად.
კითხვა: თუ შეიძლება, გვესაუბრეთ მარიამობისწინა მარხვის შესახებ.
პასუხი:
მარიამობის მარხვა ორკვირიანია (უძრავია). იწყება 14 აგვისტოს (ან 13 აგვისტოს, თუ ოთხშაბათი ან პარასკევი უწევს) და ხსნილდება 28 აგვისტოს, მარიამობას. ეს მარხვა მძიმე მარხვად ითვლება. თევზით ხსნილი მხოლოდ 19 აგვისტოს არის – ფერისცვალებას. ქრისტიანები ფერისცვალებამდე ხილსაც კი არ მიითმევდნენ. მხოლოდ მისი კურთხევის შემდეგ, რაც ფერისცვალების დღესასწაულზე, 19 აგვისტოს, ხდება, შეიძლება ხილის მიღება. ნათქვამია, ამ მარხვის დროს ჩიტიც კი მარხულობსო. მარიამობის დღესასწაული საქართველოში განსაკუთრებულად აღინიშნება და მის შესახვედრად ქრისტიანები გამორჩეულად ემზადებიან.
კითხვა: ჩემს პატარა შვილს ხელში შემოატყდა ჯვარი. ძალიან შევშფოთდით, რაიმე ცუდს ხომ არ მოასწავებს ეს ფაქტი? რა ვუყოთ გატეხილ ჯვარს?
პასუხი:
ეს ფაქტი მიგვანიშნებს მშობლის უყურადღებობასა და ბავშვის დაუდევრობაზე. დიდსაც და პატარასაც მეტი სიფრთხილე მართებთ ასეთ დროს. გატეხილი ჯვარი სადმე სუფთა ადგილას ჩაფალით.скачать dle 11.3