კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რამდენი ბინა, მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი აქვს დეპუტატ ლერი ხაბელოვს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, ლერი ხაბელოვი 1964 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა. მისი შრომითი ბიოგრაფიის დასაწყისად 1998 წელია მითითებული, როდესაც საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა (2004 წლამდე), იმავდროულად კი, 2000-2004 წლებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტიც იყო. 2004-2008 წლებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ, შემდეგ – პრეზიდენტიც, სანამ, 2012 წელს, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდებოდა. ამასთან, ლერი ხაბელოვი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენებით.
მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ. იმხანად მისი ერთადერთი უძრავი ქონება იყო 40 000 ლარად ღირებული ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე.  რაც შეეხება შემოსავალს: 1998 წლის განმავლობაში მან, როგორც სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, 1 080 ლარი აიღო.
ლერი ხაბელოვის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის 30 დეკემბრით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1982 წელს ხასავიურტში დაბადებული მეუღლე ზარინა ამბალოვა და ექვსი შვილი: 1998 წელს დაბადებული მეგი, 2000 წელს დაბადებული ლიკა, 2003 წელს დაბდებული დიანა, 2006 წელს დაბადებული ლერი, 2008 წელს დაბადებული ინგა და 2014 წელს დაბადებული გაბრიელი.
უძრავ-მოძრავი ქონება მხოლოდ დეპუტატს აქვს. მისი საკუთრებაა: საცხოვრებელი სახლი (220 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (2 700 კვ. მ.) მცხეთაში, ბინა თბილისში, ავჭალაში ( 170 კვ. მ.), არასაცხოვრებელი ფართი ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე (3 631 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე (2 085 კვ. მ.) და ორი ავტომანქანა – 2011 წლის „ტოიოტა“ და 2005 წლის WRANGLER.
დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა – 10 000 აშშ დოლარი და 19 000 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში ლერი ხაბელოვმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 66 465 ლარი მიიღო.
скачать dle 11.3