კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 პირიქით

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ კეთილდღეობაში დასახრჩობები 


მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა კვლავ გაუგრძელა რფ-ს სანქციები, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გამოკითხვით, რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობამ, რომლებიც თავიანთ მატერიალურ მდგომარეობას დადებითად აფასებენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თავის მაქსიმუმს მიაღწია.
2017 წლის მაისში უზრუნველყოფილად თავიანთი თავები რუსეთის მოქალაქეების 17-მა პროცენტმა შერიცხა (ეს კი 5 პროცენტით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზეო), ამის პარალელურად კი, შემცირებულა რუსეთის იმ მოქალაქეთა რიცხოვნობა, რომლებიც თავს ღარიბებად მიიჩნევენ.
ასეთები გამოკითხულთა შორის მხოლოდ 20 პროცენტია, ეს კი ერთი პროცენტით ნაკლებია შარშანდელთან შედარებითო.
რუსი ექსპერტები გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილნი არიან და მონაცემების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ელოდებიან.
ჩვენ არ ვიცით, რა არის რფ-ის მოქალაქეთა ცხოვრებით კმაყოფილების მიზეზი (ან რას უწოდებენ ისინი უზრუნველყოფილ ცხოვრებას) ან როგორ შეძლეს თითქმის ვაკუუმში თავიანთი კეთილდღეობის გაუმჯობესება (არც ისაა გამორიცხული, იქნებ, სულაც, მტრის ჯინაზე?!), მაგრამ აშკარაა, რომ დასავლური პროდუქციის დეფიციტი დადებითად ასახულა (იმიტომ რომ „უმომ ნე პონიაცო“). აქედან გამომდინარე კი, იბადება ინიციატივა (რაკი აკრძალვა დადებითად მოქმედებს): იქნებ ანტისანქციების დაწესებას უფრო მოეტანა შედეგი, ანუ დაეხრჩოთ კეთილდღეობაში?! –
скачать dle 11.3