კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 იმნაირად კეთილი ამოსაპირავი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ადგილ-ადგილ გულუხვები 


მართალია, სახელდობრ, ჩვენ, გარდა თურქეთისა (ისიც სსრკ-ს წყალობით), არც ერთ მეზობელთან არ გვაქვს საზღვარი დელიმიტ-დემარკირებული; უფრო მეტიც, ჩრდილოელმა მეზობელმა, საერთოდაც, დე-ფაქტო წაგვართვა ჩვენი ორი სეპარატისტული რეგიონი, მაგრამ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა როდია ასეთ დღეში?!
მაგალითად, ყაზახეთთან რფ აქტიურად ეწევა საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს. იმდენად აქტიურადაც კი, რომ ტბა სლადკოე (რომელიც ნოვოსიბირსკის ოლქში მდებარეობს) სრულად მიაკუთვნა ყაზახეთის ტკრიტორიას.
ოფიციალურ ინფორმაციას მოვიშველიებ: „სადემარკაციო სამუშაოებამდე ტბის ნაწილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას ეკუთვნოდა, ამიტომაც ნადირობის სეზონზე მას უამრავი მნახველი ჰყავდა, ძირითადად, მონადირეები, როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულები. დემარკაციის შემდეგ ტბა სრულად მოექცა ყაზახეთის ტერიტორიაზე. ამის გამო რაიონის ხელისუფლება სთხოვს ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს, არ დაარღვიონ სასაზღვრო რეჟიმი.“
თუმცა ვიცით, რომ რფ არაფერს მოიმოქმედებდა მხოლოდ იმიტომ, რომ თვალის ყაზახური ჭრილი მოსწონს (და სანაცვლოდ რამეს მოითხოვდა ან გუმანში აქვს, მოითხოვოს), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტერიტორიის მცირე ნაწილს გადასცემს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას საზღვრის დემარკაციის პროცესში (წლების წინათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც მოაქციეს თავიანთი რამდენიმე ჰექტარი მიწა) და დავამატებთ, რომ ჩვენთან მიმართებაში მხოლოდ წაგლეჯვაზეა, როგორც ჩანს, მაინცდამაინც, ქართული მიწით უნდა ამოპირვა?! –
скачать dle 11.3