კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 განხეთქილების ვაშლი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ერთ ორთქლმავალს უფრო მეტი ძალა აქვს თუ ორს?!

გასულ კვირას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ორი ახალი ინიციატივა გაგვაცნო: ერთი ვაშლებს ეხებოდა, მეორე – სწავლა-განათლებას.
კერძოდ, ბ-ნმა ჯეჯელავამ გვაუწყა, რომ იმ საჯარო სკოლებში, რომლებშიც 1 000 ბავშვზე მეტი სწავლობს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებს თითო-თითო ვაშლს დაურიგებენ.
პირადად მე ინიციატივა მისასალმებელი მგონია (ოღონდ არა მხოლოდ მოსწავლემრავალსკოლებში და არა მხოლოდ კვირაში ერთხელ), იმიტომ რომ ვაშლებიც ოხრად გვაქვს, ხოლო ვაშლებს კი – ვიტამინები.
თუმცა ამ ინიციატივამ ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ჩვეულებისამებრ, კვლავ ოხუნჯობის იშტაზე მოიყვანა, სხვათა შორის, უფრო მეტადაც კი, ვიდრე „გირჩთა“ ინიციატივამ ყველა ტიპის ნარკოტიკის ლეგალიზებისა და სახელმწიფოს მიერ ნარკოტიკების წარმოების გაჩაღების შესახებ.
რაც, ცხადია, ბადებს კითხვას, ვითომ კანაფის ჩითილების დარიგება უფრო ესიამოვნებოდათ?! რაც შეეხება მეორე ინიციატივას: მოსწავლეები პირველიდან მეექვსე კლასამდე საგნებს თამაშ-თამაშით შეისწავლიანო.
რაკი იაკობ გოგებაშვილი არ ვარ და არც ამ სწავლა-თამაშის დეტალებისა გამეგება დიდად რამე (თუმცა ის კი ვიცი, რომ სწავლა იძულებაა), იქნებ ვაშლების დარიგებას, მართლაც, კანაფის ჩითილებისა სჯობდეს?!–
скачать dle 11.3