კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№233 როდის გახდება საპატიმროს დროებით დატოვება უფასო და რა შეღავათებით ისარგებლებენ პატიმარი დედები

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც, პატიმრებისთვის გარკვეულ სიახლეებს ითვალისწინებს. სიახლეები მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას ემსახურება. რა შემთხვევაში და როგორი ტიპის პატიმრებს შეეძლებათ პენიტენციური სისტემის დატოვება, როგორი იქნება მათი კონტროლის მექანიზმი, ვის მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების საშუალება და რა შეღავათებით ისარგებლებენ მსჯავრდებული დედები, ამას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე დარახველიძისგან შეიტყობთ: პირველი სიახლეა ის, რომ ინერგება სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა. ამ სასჯელს მოიხდიან ის მსჯავრდებულები, რომლებიც პირველად გასამართლდნენ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის. სასჯელის ვადად  განსაზღვრულია  6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა. აღნიშნული სასჯელი გულისხმობს მსჯავრდებულის ვალდებულებას, იმყოფებოდეს სახლის პირობებში მოსამართლის მიერ განსაზღვრული დროის მონაკვეთში, შესაძლოა, ეს იყოს ღამის საათები. ამის კონტროლს სამინისტრო უზრუნველყოფს ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით, რომლის ერთი ნაწილი მსჯავრდებულს სხეულზე უმაგრდება, ხოლო მეორე ნაწილი - სტაციონარული აპარატი, რომელიც უშუალოდ მანძილს აკონტროლებს, მონტაჟდება საცხოვრებელ სახლში. სამაჯურის მოხსნის მცდელობა ან ნებისმიერი სხვა ტიპის დარღვევა, ავტომატურად ელექტრონული ფორმით ეგზავნება ცენტრალური მართვის სამსახურს და ისინი მოახდენენ შესაბამის რეაგირებას.
– გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს, რამდენად უსაფრთხოა ეს სისტემა?
– სამინისტრომ ეს სისტემა შეისყიდა შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიისგან, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ემსახურება. მას ყველანაირი გამოცდა გავლილი აქვს, არის აბსოლუტურად უსაფრთხო და გამოიყენება ჩვენი ქვეყნის პირობებში. თუმცა, ეს სასჯელი არ შეეხება ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირებს და სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე ნაკლებად გამოიყენება ძალადობრივი ხასიათის ქმედების ჩამდენი პირების მიმართ, აქამდე მსგავსი სასჯელი მხოლოდ არასრულწლოვნების მიმართ გამოიყენებოდა, ახლა კი სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება.
– რა არის შემდეგი ცვლილება?
ეს არის ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა პენიტენციურ სისტემაში, რომლის მიზანია, მოამზადოს მსჯავრდებულები გათავისუფლებისთვის. მოგეხსენებათ, ბევრი პატიმარი ცხოვრების დიდ ნაწილს საპატიმროში ატარებს, შესაბამისად, გათავისუფლების შემდეგ, უჭირს გარემოსთან ადაპტაცია, რაც დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს ზრდის. სწორედ ამისთვის იქმნება ახალი დაწესებულება, რომელიც მსჯავრდებულებს სწავლისა და შრომითი მიზნებისთვის, ასევე, სხვა პრობლემების მოგვარების საშუალებას მისცემს. მათ შეეძლებათ, სამინისტროს კონტროლის გარეშე, სხვადასხვა მიზნით პენიტენციური სისტემა დატოვონ. მათ უფლება ექნებათ, გადაადგილდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე, დადგენილ დროს კი, ვალდებულები არიან, უკან დაბრუნდნენ. მსჯავრდებულს სამ შემთხვევაში ექნება დაწესებულების დატოვების უფლება. მაგალითად: თუკი ის სამსახურს მოიძიებს ან სწავლას გააგრძელებს, სწავლისა და შრომის პირობებში, მათ მიეცემათ ამ პერიოდში დაწესებულების დატოვების უფლება.  დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა წარმოადგენს ახალ დანაშაულს – სასჯელის მოხდისგან თავის არიდებას, რომელიც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
– ეს იმ შემთხვევაში, თუ სამსახური იშოვა, მაგრამ როგორია ძიების პროცესი?
– პატიმრებს სხვა არჩევანიც აქვთ. მათ შეუძლიათ, აირჩიონ კვირის დღეები, როცა სურთ პენიტენციური სისტემის დატოვება, რომელსაც პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენებენ – იქნება ეს სამსახურის მოძიება, საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ. დღის განმავლობაში დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება მსჯავრდებულთან შეთანხმებით. მესამე არჩევანი შეეხება უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების უფლებას. თუ პატიმარს სურს, ეს დღეები ოჯახთან ერთად გაატაროს, ადმინისტრაცია მას ამის საშუალებას აძლევს. თუმცა, ვიმეორებ, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ახალი დანაშაულია.
– ეს ცვლილება ეხება მათ, ვისაც გათავისუფლებამდე 6 თვე აქვს დარჩენილი?
– ვადა ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული. ეს სიახლე შეეხება იმ მსჯავრდებულებს, ვისგანაც მომდინარე საფრთხეები დაბალი ან საშუალოა. მაღალი რისკის შემცველი პატიმრები, ბუნებრივია, მათ შორის ვერ მოხვდებიან.
შემდეგი სიახლე ამ მიმართულებით ინოვაციურია – მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ, პენიტენციურ სისტემაში მიიღონ უმაღლესი განათლება. ეს პროცესი შეიძლება, განხორციელდეს ელექტრონული ან ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით. პირველ ეტაპზე საშუალება ექნებათ, დაეუფლონ პროფესიებს, რომლებიც არ მოითხოვს პრაქტიკული სწავლების აუცილებლობას. თუმცა, შეეძლებათ ისეთი პროფესიის დაუფლება, რომელიც თეორიულ ცოდნას მოითხოვს. პირველ ეტაპზე ამ სისტემით სარგებლობის უფლება ექნებათ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, ასევე, იმ სრულწლოვან პატიმრებს, რომელთა საშიშროების რისკი დაბალია. სწავლისთვის საჭირო მასალები მათ მიეწოდებათ პენიტენციურ სისტემაში. აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან და მომავალი წლიდან მსჯავრდებულებს ამ სიახლით სარგებლობის უფლება ექნებათ. თუმცა, დავაზუსტებ, რომ სწავლის საფასურის გადახდას სამინისტრო არ უზრუნველყოფს და მათი სწავლის დაფინანსება საერთო წესით განხორციელდება. სწავლის დასრულების შემდეგ მათ გადაეცემათ საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული დიპლომი.
– არაერთხელ ახსენეთ დაბალი რისკის მქონე პატიმრები, მაგრამ თუ ხდება დანაშაულის ტიპის მიხედვით დიფერენცირება ამ სიახლეებთან მიმართებაში?
– საფრთხეების შეფასების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რა თქმა უნდა, დანაშაულის ხასიათიცაა. თუმცა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენს სისტემაში არიან პატიმრები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარებისთვის. მაგრამ, მათგან მომდინარე საფრთხეები შესაძლოა, იმდენად მაღალი იყოს, რომ ისინი განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს. ასევე, შესაძლებელია, მსჯავრდებული სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდეს, მაგრამ მისგან მომდინარე საფრთხეები იმდენად დაბალი იყოს, რომ ის განთავსდეს დაბალი რისკის დაწესებულებაში და ისარგებლოს იმ სიახლეებით, რაზედაც მოგახსენეთ.
– რა ხდება საპატიმროს დროებით დატოვების შემთხვევაში, ახლობლის გარდაცვალების ან სხვა ინდივიდუალური გამონაკლისების დროს?
– არსებობს დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლა და დაწესებულების დროებით დატოვება. ეს ორი განსხვავებული შემთხვევაა. თუ პატიმარს, მაგალითად, ახლობელი გარდაეცვალა ან რაიმე ტიპის სოციალურ აქტივობაში უწევს მონაწილეობა, ამ შემთხვევაში, მას უფლება აქვს, დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება. ეს ხდება საბადრაგო სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ. კანონმდებლობაში ამ მხრივაც ცვლილება გვაქვს. თუ აქამდე მსჯავრდებულს საპატიმროს დატოვების სანაცვლოდ, უხდებოდა თანხის გადახდა, ახლა კანონში ჩაიდო სიახლე, რომლის თანახმადაც, დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვს, პატიმარი გაათავისუფლოს გადასახადისგან. საუბარია გადახდის უუნარო პატიმრებზე.
– რაც შეეხება ქალ მსჯავრდებულებს, რამდენადაც ვიცი, მათაც შეეხება გარკვეული ტიპის სიახლეები. კონკრეტულად რაზეა საუბარი?
– როგორც იცით, პატიმარ დედებს უფლება აქვთ, სამ წლამდე შვილები საპატიმროში თან ჰყავდეთ. 3 წლის შემდეგ, როდესაც ბავშვი გარემოს აღქმას იწყებს, კანონმდებლობის მიხედვით, ახლობლებს ის პენიტენციური სისტემიდან გაჰყავთ. ეს გარდამავალი პერიოდი ძალიან მტკივნეულია დედისთვისაც და ბავშვისთვისაც. ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ბავშვის პენიტენციური სისტემიდან გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, მსჯავრდებულ დედებს მიეცეთ საშუალება, შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში, გამოვიდნენ დაწესებულებიდან და ყოველგვარი კონტროლის, ზედამხედველობისა და თანხის გადახდის გარეშე, გაატარონ დრო შვილთან ერთად.
– როდიდან ამოქმედდება ეს ცვლილებები?
– ეს პროცესი სამ ეტაპად იყოფა. მათი ნაწილი უკვე შესულია ძალაში, ნაწილი პირველი სექტემბრიდან გააქტიურდება და საბოლოო სახით, კანონპროექტი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.


скачать dle 11.3