კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რა კოდექსი აკავშირებს ადა მარშანიას ემზარ კვიციანთან და რატომ არ აჩენს ის ქმარს

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

 პარლამენტარი ადა მარშანია დეპუტატის მანდატს მეოთხედ ფლობს და ფაქტობრივად, ერთ-ერთი რეკორდსმენი დეპუტატია. ქართული პოლიტიკის დანაღმულ ველზე გზის გაკვლევა, როგორც თავად ამბობს, არ უჭირს. თუმცა, დროდადრო, ამ ნაღმებს გვერდს ხმაურიანი ისტორიების გარეშე, მაინც ვერ უვლის. ახლახან მის მიერ კოლეგა-დეპუტატის კამერების თვალწინ „გაქრობას,” უხმაუროდ არ ჩაუვლია. როგორია ადა მარშანიას გზა პოლიტიკაში და მისი ცხოვრება კადრს მიღმა, ამას თავად ქალბატონი ადასგან შეიტყობთ, რომელიც გულწრფელი და გახსნილი რესპონდენტია.  
ადა მარშანია:
ჩემი გზა პოლიტიკაში ტრაგიკულ ნიადაგზე გადის. ფორმალურად რეკორდსმენი, ოთხგზის დეპუტატი ვარ, ფაქტობრივად – არა. პირველად ამირჩიეს აფხაზეთში, 1992 წლის შემოდგომაზე, მეორედ - 2012 წელს, პატრიოტთა ალიანსთან ერთად. შუალედში, წარმოვადგენდი აფხაზეთის დეპუტაციას, რადგან ჩვენ ვერ ვატარებთ არჩევნებს აფხაზეთში და ეს იყო ჩემი უფლებამოსილების გაგრძელება. თუმცა, კანონის მიხედვით აბსოლუტურად სრულფასოვანი დეპუტატი ვიყავი. ვერ ვიტყვი, ოდესმე მიზნად მქონია დასახული, დეპუტატი გავმხდარიყავი, ასე არასდროს ყოფილა. თუმცა, ცხადია, როდესაც სტატუსი გაქვს, ეს ნიშნავს, რომ გაქვს ეფექტური ბერკეტი. თუმცა, მე პასიური არც მაშინ ვყოფილვარ, როცა საპარლამენტო ტრიბუნა არ მქონდა. როდესაც პირველად გავხდი დეპუტატი, არაინტენსიური საომარი მოქმედებების მიუხედავად, სოხუმი ჯერ კიდევ ჩვენი იყო – მაშინ ვმუშაობდი სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში. აქტიურად ვიყავი ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, უპირველესად, იმის გამო, რომ აფხაზეთში უკვე დაძაბული პროცესები მიმდინარეობდა. ვხედავდი, რომ თბილისში არასწორი განცხადებები კეთდებოდა, რაც თავისთავად, ძაბავდა სიტუაციას. ვინ, თუ არა მე, ვხედავდი, რა ხდებოდა აფხაზეთში. მამა ხომ მთელი ცხოვრება ხმალამოღებული იცავდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებებს და მეც ამ პროცესებში ვიყავი გაზრდილი. დედით ქართველი და მამით აფხაზი ორ ცეცხლს შუა მოვყევი. მამაც, მეც, ასე დავრბოდით და ვაქრობდით ამ ცეცხლს. მაშინ წრფელი გულით ვცდილობდი, ეს პროცესები გამექარწყლებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, კონფლიქტი გაღრმავდა. სწორედ ამ პროცესების გამო აღმოვჩნდი მაშინ პოლიტიკაში.
– ქართულ პოლიტიკას საკმაოდ რთული კულისები აქვს. როგორ ახერხებთ უკვე მეოთხედ ამ „ფრონტზე” თავის გატანას?
– კულისები მართლაც მძიმეა, მაგრამ მე კულისებში არასდროს დავდივარ, ამიტომ არც გზას ვეძებ. საჯარო და გახსნილი ადამიანი ვარ. როცა მართალი ხარ, გზაც არ გერევა. ქართულ პოლიტიკაში ნაკლები სიმართლეა, მაგრამ მე მაინც ვახერხებ, ვიყო მართალი. ჩვენი პოლიტიკური ველი გადავსებულია ნაღმებით, თან, რომ იცოდეთ, რამდენია, სულ არაა საჭირო ეს ნაღმები პოლიტიკური შინაარსის იყოს, ხან ისეთ რამეს გაიგებ საკუთარ თავზე თუ სხვაზე, გაოცდები.
– ამ ნაღმებზე დროდადრო თქვენც „ფეთქდებით“ და არც თუ იშვიათად, ხმაურიანი ისტორიების მთავარი პერსონაჟი ხართ. ახლახან ასეთი ხმაური მოჰყვა თქვენს ვიზიტს მოსკოვში; მერე, კოლეგა ემზარ კვიციანი თვალსა და ხელს შუა „გაუქრეთ” ჟურნალისტებს.
– ხომ გითხარით, ამ ველზე ბევრი ხელოვნური ნაღმია-მეთქი. ტყუილებითა და ჭორებით სავსე. ხომ გაგვივრცელეს ხმა, რომ თითქოს მე და ემზარ კვიციანი მოსკოვში ჯვარს ვიწერდით. ნაღმზე მაშინ ფეთქდები, როცა ამ ხმას სინამდვილესთან აქვს კავშირი. ფიქრობთ, რომ მე დავადგი ფეხი ამ ნაღმს და „ავფეთქდი”? რა თქმა უნდა, არა! ასეთი ცილისწამება ხომ გაუგონარი სიბინძურეა. ეს მოიგონეს კამპანიისთვის, ის კადრი გამოიყენეს, როცა მე ემზარი გავიყვანე კამერებიდან. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება, რომ ბრიფინგის მერე არ იქნებოდა ინდივიდუალური ინტერვიუები, რაც ემზარმა არ იცოდა. მთლად მისი ბრალიც არ იყო. რადგან ემზარს ჩემი ძალიან სჯერა და დიდ პატივს მცემს, დამყვა და გამოვიდა. მე მასთან ისეთ ურთიერთობებში ვარ, შემეძლო, კომენტარის უფლება არ მიმეცა. ემზარი გაიზარდა აფხაზებთან, მათ წრეში, კარგად იცნობს აფხაზების წეს-ჩვეულებებს. ჩვენ ურთიერთობის სხვა კოდექსი გვაქვს, შესაბამისად, კარგად გვესმის ერთმანეთის. გვერდიდან, ალბათ, არ იყო კარგი სანახავი, როგორ გამოვარიდე ემზარი ჟურნალისტებს, მაგრამ მას რომ ინტერვიუ მიეცა, უფრო გაფუჭდებოდა საქმე. ჩვენ მერე ვისაუბრეთ ამ თემაზე და ემზარი მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მამაკაცია და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. აი, ამ ფაქტს მიაბეს-მოაბეს და „ჯვარი დაგვაწერინეს” მოსკოვში. ჩვენ ხომ აგენტები ვართ და მეტი დამაჯერებლობისთვის, თუ ჯვარს ვიწერდით, მაინცდამიანც იქ უნდა დაგვეწერა. ამ ჭორების ავტორებს ავიწყდებათ, ჩემი სტატუსი – იმდენი წელია, გათხოვილი ვარ, არც კი მახსოვს. ქმარი მყავს და ასეთი ჭორების გავრცელება არ შეიძლება (იცინის).
– რადგან „ნაღმებზე” ვსაუბრობთ, კიდევ ერთს გაგახსენებთ – ყველას ახსოვს, არჩევნების დღეს ხატით ხელში რომ მიხვედით პარტიის ოფისში. ეს რა იყო, საარჩევნო ტრიუკი?  
– იცის ვინმემ რატომ მივედი ხატით პარტიის ოფისში? – არა. ბევრმა ვერ გაიგო, მარშანია არჩევნების დღეს გამოდის სასტუმროდან და მონაზონივით, ხატით მიდის შტაბში, ამიტომაც იყო ქილიკი ამ თემაზე. ბატონმა დავით თარხან-მოურავმა, რომელიც ღრმად მორწმუნე ადამიანია, მარტვილში განსაკუთრებული ხატი გამატანა. ეს ხატი შტაბში დააბრძანეთ, ილოცეთ და დაგეხმარებათ, მერე ისევ უკან ჩამოაბრაძანეთო, მითხრა. არჩევნების დღეს, ადრე გავედი სასტუმროდან. ხატის ჩანთაში ჩადება ვერ გავბედე, არ ვაკადრე. ხელშიც ჩანთასავით ხომ ვერ დავიჭერდი?! ამიტომაც ხატი დავიჭირე ისე, როგორც წესია. ჟურნალისტებმა ინტერპრეტაციები გაუკეთეს. გვერდიდან ასე უცნაურად ჩანდა, თორემ ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო. ვინმეს რომ სცოდნოდა ისტორია, რატომ წავიღე ხატი ასე, ამდენი ამბავიც არ მოჰყვებოდა. მე ვერ გამოვიმუშავე იმუნიტეტი და ასეთ ამბებზე კვლავ მაქვს რეაქცია. მაგრამ, როცა იცი სიმართლე, სინამდვილეში, ეს ნაკლებად სანერვიულოა. პოლიტიკურ მოღვაწეობას თან სდევს ასეთი ამბები, ჩვენთან ცოტა ჭარბადაც. ჩვენი დუხჭირი ცხოვრებაც ემატება ხმების გავრცელებას. კაცი რომ უმუშევარია, ის დაძაბული და დაბოღმილია, ხედავს დეპუტატს და ფიქრობს, იმას რა უჭირსო. იყო დრო, ჩემი ხელფასი პარლამენტში 5 დოლარი გახლდათ. პარლამენტის დაცვა ჩვენზე მაღალ ხელფასს იღებდა. ერთხელ თურქეთმა ჰუმანიტარული დახმარება გამოგვიგზავნა. მაშინ პარლამენტი იმელის შენობაში იყო, თურქ მძღოლს ჩვენი დაცვის თანამშრომელი გაუმასპინძლდა. გვიანი ღამე იყო, შემთხვევით პირველ სართულზე, ჩვენი კომენდანტისა და თურქი მძღოლის საუბარს შევესწარი. გამაცნო ჩვენმა თანამშრომელმა, გავესაუბრეთ ერთმანეთს და ეს კაცი ამბობს, ჩემი ხელფასი 200-300 დოლარიაო. ვაი, შენს ადას – ვუთხარი საკუთარ თავს. მაშინ მე, როგორც დეპუტატს, 5 დოლარი მქონდა ხელფასი.
– დღეს ასე აღარაა, პარლამენატარის მანდატს ბევრად მეტი ხიბლი აქვს.
– ასეც არაა, ხუთი დოლარი აღარ არის ჩემი ხელფასი, მაგრამ სხვა ბევრი თემაა, არც ისე კომფორტული. ვცდილობ, შევხვდე ჩვენს პატივცემულ მოქალაქეებს, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამომდის. იმდენად ბევრია საქმე, დიდი დრო მიაქვს. არ იფიქროს ვინმემ, აი, მარშანია გაფუჭდა, რადგან პარლამენტარი გახდაო. ასე არაა, მაგრამ დრო საერთოდ არ მრჩება. ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ყველა ჩემი სიტყვა გულზე გადის, უსულგულო ლაპარაკი არ ვიცი. ამიტომაცაა, ჩემი გულწრფელი კომენტარები სხვანაირად რომ ესმით.
– როგორია თქვენი ცხოვრება კადრს მიღმა?
ვერ ვიტყვი, რომ კადრს მიღმა საინტერესო ცხოვრება მაქვს. კადრს მიღმაც არის სამუშაო, საქმე. აფხაზეთისა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება ჩემი სამსახური ხომ არაა, ეს არის ჩემი ცხოვრება. პარლამენტშიც რომ არ ვიყო, მაინც ამას გავაკეთებდი. თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ჰობი მაქვს, ან ხელმარჯვე ვარ. თუმცა, სახლს ყოველთვის მე ვალაგებ. ღამის ორ საათზეც კი, შეიძლება, იატაკები ვწმინდო. სადილებსაც ვაკეთებ, თუ დრო მაქვს, უკვე დიდი გოგო ვარ. სამზარეულოს საქმეში არავის ვენდობი, ჩემი ქმრის გარდა. ის ჩემზე მარჯვეა სამზარეულოში. ამ მხრივ მის ბანაკში ვერ ვარ (იცინის). ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა, ცხენები. ცხენები სულ ჰყავდა ჩემს ბებია-ბაბუას აფხაზეთში. კარგად ვცურავ. როდის დავიწყე ცურვა, არც კი მახსოვს. სოხუმში ჩემი სახლი ზღვის პირას იყო და ეს ბუნებრივია.  მიყვარს კითხვა. ბორხესს ჰკითხეს, სამოთხე როგორ წარმოგიდგენიაო, მან უპასუხა, ჩემი წარმოდგენით სამოთხე ჰგავს ბიბლიოთეკასო და მეც ასე ვფიქრობ. ოღონდ ეს ბიბლიოთეკა სოხუმში უნდა იყოს. როდესაც მე და ჩემი ძმა წამოვიზარდეთ და ერთმანეთის „ცემა” და ჩხუბი დავიწყეთ, მშობლებმა გაგვაცალკევეს და მე მიმიჩინეს ადგილი - ბიბლიოთეკაში, სადაც იყო უთვალავი წიგნი. ოთხ კედელს რომ უყურებ, რომელიც წიგნებით არის სავსე, გინდა არ გინდა, კითხვას იწყებ. ასე დავიწყე მეც. ამას ისიც ემატებოდა, რომ სოხუმში ჩვენი სტუმრები იყვნენ ხოლმე ნოდარ დუმბაძე, რამაზ ჩხიკვაძე; როცა ასეთ გარემოში იზრდები, ეს უკვალოდ არ ქრება.
– კარგად „დაუსჯიხართ” მშობლებს ბიბლიოთეკაში. მეუღლეზე მინდა გკითხოთ, თქვენი მეუღლე დაკავშირებულია პოლიტიკასთან? რატომ არ აჩენთ მას ხშირად საზოგადოებაში?
– რატომ არის ჩემი ქმარი ხშირად გამოსაჩენი?! ის არ არის საკმარისი, რასაც ჩემზე თხზავენ, რომ ახლა მასზე არ ილაპარაკონ? თვითონ ისედაც გაბრაზებულია ამ ხმების გამო ჟურნალისტებზე და არ მინდა, დარტყმისა და თავდასხმის ქვეშ რომ იყოს. ევგენი ძალიან განიცდის ჩემს ამბებს. მადლობა ღმერთს, მას მაინც არ აქვს კავშირი პოლიტიკასთან. როცა მე და მამაჩემი ერთმანეთს ვხვდებოდით, ჩვენი საუბრის 89 პროცენტი ეხებოდა აფხაზეთს და არა მამაშვილურ მოკითხვას. ჩემი მეუღლე ტრანსპორტის ინჟინერია. თავისი პროფესიით არ მუშაობს. მე არ მიცდია მისთვის სამსახური მეშოვა. თვითონ იზრუნა თავის საქმეზე. რაჭაში გვაქვს სახლი, ნაკვეთი და იქ ბევრი საქმეა. მეც ძალიან მიყვარს რაჭა. 14 წლის ვიყავი, როცა მამამ პირველად წამიყვანა რაჭაში. აფხაზეთის მთები გვქონდა მოვლილი, მაგრამ მამას შოვის ნახვა უნდოდა. ჩავედით რაჭაში და ისე მოვიხიბლეთ, იქ „დარჩა” ჩემი გული. მას მერე ყოველ წელს სოხუმიდან რაჭაში დავდიოდით.
скачать dle 11.3