კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 „მედიქლაბჯორჯია“ – თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიღწევების კვალდაკვალ

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 სამედიცინო ცენტრმა ,,მედიქლაბჯორჯიამ” წლების წინ დაიწყო ფუნქციონირება და დღემდე წარმატებით განაგრძობს უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მუშაობას. პროფესიონალთა დიდი გუნდი მუდმივად ზრუნავს, რომ პაციენტებმა ინდივიდუალურად მორგებული, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღონ, ექიმთან ვიზიტის პირველივე წუთიდან მკურნალობის ბოლო წუთამდე და მის შემდგომ პერიოდშიც. ამჯერად „მედიქლაბჯორჯიას” დიაგნოსტიკური და თერაპიული ენდოსკოპიის სამსახურის ხელმძღვანელი – ბატონი ირაკლი ლაშხი გვესაუბრა.
ირაკლი ლაშხი
: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რეზიდენტურის პროგრამა გავიარე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. სპეციალობით ზოგადი ქირურგი ვარ, შემდეგ დავხელოვნდი ენდოსკოპიაში. შესაბამისად, მაქვს ენდოსკოპისტის ლიცენზიაც და 2007 წლიდან დღემდე, ვმუშაობ უშუალოდ ამ მიმართულებით. „მედიქლაბჯორჯიაში” ორი წლის წინ დავიწყე მუშაობა და ის ძირითადი პრინციპი, რის გამოც ავირჩიე ეს კლინიკა, არის ის, რომ დავინახე თანამედროვე დიაგნოსტიკური და მკურნალობის მეთოდებისა და ტექნოლოგიების ათვისებისადმი ადმინისტრაციის გვერდში დგომა და მუდმივი მზადყოფნა.
– რამდენად ნაყოფიერია თქვენი „მედიქლაბჯორჯიასთან” თანამშრომლობა?
– „მედიქლაბჯორჯიაში” მისვლიდან რამდენიმე ხანში, მივმართე ადმინისტრაციას, რომ ჩემი იაპონიაში ვიზიტი დაეფინანსებინათ, რომლის ფარგლებშიც ავითვისებდი და შემდგომში  საქართველოში დავნერგავდი იმ თანამედროვე კვლევისა და მკურნალობის  მეთოდებს, რაც ფართოდ არის აპრობირებული ამომავალი მზის ქვეყანაში, კერძოდ კი, ,,კეიოს” საუნივერსიტეტო კლინიკაში. მათ სიამოვნებით დააკმაყოფილეს ჩემი თხოვნა. ეს პროცედურები, ძირითადად, მოიცავს კიბოს ადრეულ, პირველ სტადიამდელ დიაგნოსტიკას, რაც საქართველოში ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ. შევიძინეთ ულტრათანამედროვე, სპეციალური აპარატი, რისი მეშვეობითაც ზემოხსენებულ პროცედურებს ვაწარმოებთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვეულებრივი აპარატით ვხედავთ, რომ კონკრეტული ორგანოს ლორწოვანი არის ნორმა, თუმცა ამ აპარატის მეშვეობით, შესაძლოა, იმ ადგილას გამოვლინდეს კიბო. ვფიქრობ, ეს არის არა მხოლოდ „მედიქლაბჯორჯიას”, არამედ ქართული მედიცინის ერთ-ერთი მიღწევა, რომ ჩვენთან შესაძლოა, მოხდეს სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობაც.
დღეს ბევრ ქვეყანაში, იქ, სადაც ჯერ კიდევ არ არის ფართოდ დანერგილი იაპონური მკურნალობის მეთოდები, კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება  ორგანოს მთლიანად ამოკვეთა. ჩვენთან კი, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, შესაძლებელია, მოხდეს ლორწოვანის აშრევება, ეგრეთ წოდებული, დისექცია. კიბო შორდება, დეფექტი იხურება სპეციალური კლიფსების მეშვეობით  და პაციენტი აბსოლუტურად ჯანმრთელია.
– გარდა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა, კიდევ რა ინოვაციური პოცედურები ხორციელდება „მედიქლაბჯორჯიაში”?
– კლინიკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მოხდა კუჭში გასახდომი ბალონის  ენდოსკოპიური ჩადგმის პროცედურის დანერვა. ეს არის ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული მეთოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 2016 წლის მონაცემებით, სულ უფრო და უფრო მეტი პაციენტი ირჩევს ამ მეთოდს.  აღნიშნულით მცირდება კუჭის მოცულობა და პაციენტი ვერ იღებს ბევრ საკვებს. ამ პროცედურის პარალელურად, ინიშნება დაბალკალორიული დიეტა და ფიზიკური აქტივობაც.
–  ხშირად თუ აკეთებთ გასახდომი ბალონის ჩადგმის პროცედურას და როგორია მისი ეფექტი?
– ჯერ მხოლოდ რამდენიმე ბალონი ჩავდგით და ყველა შემთხვევა წარმატებით განხორციელდა. პაციენტთა წონის კლება კვირის განმავლობაში დაახლოებით, 800-დან 1 000 გრამამდეა, რაც 6 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 20-22 კილოგრამია. მაგრამ, თუ პაციენტი მონდომებულია და სპორტულად აქტიური, მაშინ შესაძლოა, შედეგი უფრო მეტიც იყოს. 6 თვის თავზე ინტრაგასტრული ბალონი აუცილებლად უნდა ამოიღოს, რადგან ის ნივთიერება, რომლითაც დაფარულია და ამით ხელს უშლის ლორწოვანის დაწყლულებას, ამ პერიოდისთვის სცილდება. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ, ისევ შესაძლებელია მისი ჩადგმა.
– რითაა გამორჩეული თქვენი გასახდომი ბალონი სხვებისგან?
– „მედიქლაბჯორჯიამ” მოიპოვა ექსკლუზიური უფლება ფრანგული ბრენდისგან, რომელიც ამ ბალონებს აწარმოებს. საქართველოში ადრე იყო კუჭში გასაბერი ბალონების ჩადგმის რამდენიმე მცდელობა. მაგრამ, ის ბალონები სილიკონის გახლდათ, განსხვავებით ჩვენი ბალონებისაგან, რომლებიც პოლიურეთანისაგანაა დამზადებული. ეს მასალა გაცილებით არეაქტიულია, ვიდრე სილიკონი. ჩვენი ბალონები წინამორბედი ბალონებისაგან ასევე, იმით განსხვავდება, რომ ჰაერით იბერება, ხოლო სილიკონის –  წყლით და მისი წონა დაახლოებით 650 გრამია, მაშინ, როცა ჩვენი ბალონი მხოლოდ 37-38 გრამს იწონის. სილიკონის ბალონები იწვევდა კუჭში სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნებას, რაც მისი ვადაზე ადრე ამოღების მიზეზი ხდებოდა.
– რა უპირატესობა აქვს გასახდომ ბალონს, კუჭის შესამცირებელ ოპერაციასთან შედარებით და როგორია ბალონის ჩადგმის პროცედურა?
– ჭარბწონიანი ადამიანების შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. კუჭის ბალონირება გაცილებით უსაფრთხო პროცედურაა. გასტროსკოპიის დროს, ენდოსკოპის მეშვეობით, ხდება საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება. აპარატთან ერთად, ხდება სპეციალური მოწყობილობის შეყვანა კუჭში და ვიზუალური კონტროლის ქვეშ იბერება ბალონი. შესაბამისად, არანაირი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. პროცედურა გრძელდება დაახლოებით 20-30 წუთი, რა პერიოდშიც პაციენტს სძინავს. დასრულების შემდეგ კი, 30-50 წუთში მიდის სახლში. პაციენტი პროცედურამდე აუცილებლად გადის როგორც ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგის, ასევე, ფსიქიატრის კონსულტაციას, რათა დარწმუნებული ვიყოთ მის სრულ ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში. გასახდომი ბალონის ჩადგმა, კუჭის დაპატარავების ოპერაციასთან შედარებით, თითქმის მესამედი ფასი ღირს. ჩვენთან მოქმედებს განვადებაც, 6 თვის განმავლობაში.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– მომავალში ვგეგმავთ იაპონელ კოლეგებთან ურთიერთობების უფრო და უფრო გაღრმავებას, ახალი, თანამედროვე მკურნალობისა  და დიაგნოსტიკური ენდოსკოპიური პროცედურების დანერგვას.
скачать dle 11.3