კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ვისი დახმარებით აპირებს სამოთხეში თეატრის გახსნას გოჩა აბულაძე და რატომ მოუწია მას ოცი ტყავის გამოცვლა

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 32 წლის ქართველი ბარიტონი, გოჩა აბულაძე, გერმანიაში საუკეთესო მომღერლის ტიტულით დააჯილდოვეს. ის ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი საოპერო მომღერალი მამაკაცია და მას ხშირად იწვევენ იტალიის, ავსტრიის, გერმანიისა და სხვადასხვა ქვეყნის დიდ სცენებზე მთავარი პარტიების შესასრულებლად. მიუხედავად წარმატებებისა, ის საკმაოდ თავმდაბალი, იუმორით სავსე და უშუალოა. ხოლო,  თუ რა ენატრება მას საქართველოდან შორს, ვისთან ერთად ცხოვრობს გერმანიაში და რატომ შეეწირა მის სასიმღერო კარიერას მშობლების ბინა, ამაზე თავად მოგიყვებათ.
გოჩა აბულაძე:
პუტკუნა ბავშვი ვიყავი და მახსოვს, ბიჭები რომ მივდიოდით სოფელში ბლის მოსაპარად, ყველა ხეზე ადიოდა და მე, ჩემი წონის გამო, ვერ ვახერხებდი. დაბლა ვიდექი და ზემოდან მიყრიდნენ (იცინის). მერე, რაგბიზე შევედი, ცოტა მოვძლიერდი და აღარ ვიჩაგრებოდი. ოცნებად მქონდა, სპორტსმენი გამოვსულიყავი. თუმცა, რასაც დღეს ვაკეთებ, ძალიან ჰგავს სპორტს – სულ შრომაში, ფორმაში, ბრძოლაში ხარ და მოდუნების საშუალება არ გაქვს.
– როგორც მივხვდი, რომ არ ყოფილიყავი მომღერალი, სპორტსმენი იქნებოდი. შენი სახით კარგი მორაგბე დავკარგეთ?
– რამდენად კარგი მორაგბე დაკარგეთ, ვერ გეტყვით (იცინის), მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ არა მომღერალი, აუცილებლად სპორტსმენი ვიქნებოდი. რომ გავიღვიძებ, პირველად საოპერო სიახლეებს კი არა, სპორტულ სიახლეებს ვეცნობი. მაინტერესებს ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი – ეს მეხმარება განტვირთვაში. კვირაში რამდენჯერმე დავრბივარ და ვვარჯიშობ, რომ ფორმაში ვიყო. უკვე შვიდი წელია, უცხოეთში ვცხოვრობ და რასაც ვაკეთებ, ჩემი ქვეყნისა და ოჯახის სიყვარულს უკავშირდება. იმ ბლის ხის სუნი, კლიმატი, ბალახი მენატრება, რაც საქართველოში დავტოვე. აქაც ჭიკჭიკებენ ჩიტები, მაგრამ ისე არა, როგორც ჩემს ქვეყანაში.
– გერმანიაში, მაგდებურგის თეატრში, საუკეთესო მომღერლის წოდება მოგანიჭეს. ბევრი, მიუხედავად დიდი შრომისა, ამას ვერ ახერხებს. როგორ ფიქრობ, ეს არის შენი შრომის, იღბლის თუ, უბრალოდ, გამართლების შედეგი?
– ყველაფერს დამოუკიდებლად მივაღწიე. ძალიან შევუყვარდი მაყურებელს, ორკესტრს, დასს და გამოკითხვით, მე დამასახელეს საუკეთესო მომღერალ მამაკაცად. ეს დიდი პატივი და იმავდროულად, პასუხისმგებლობაცაა ჩემთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ეტაპი გავიარე, რაც ადვილი არ არის. ახლა მაგდებურგის თეატრში აღარ მაქვს კონტრაქტი და სხვადასხვა ქვეყნის თეატრებში გამოვდივარ. ჩემი ყველა გამარჯვება და წარმატება ქუთაისს უკავშირდება, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ამ ქალაქმა მაჩუქა სიყვარული და განსაკუთრებული მეგობრობა და „ჯიგრობა.” მართალია, ჩემს კარიერას მშობლების ბინა შეეწირა, მაგრამ მაინც მეამაყება, რომ ჩემით, დამოუკიდებლად მოვდივარ დღემდე. რისკებიც გამოვიარე, ფეხის დადებებიც და ყოველდღიურად წინაღობებსაც ვხვდები, მაგრამ იღბალი და ქართული გენეტიკა მშველის, ყველაფერს გავუმკლავდე. ასევე, ძალიან მეამაყებიან, ჩვენი, ოპერის ქართველი მომღერლები, რომლებიც ძალიან უყვართ და აფასებენ. ქართველები ძალიან გამორჩეული ვართ და ეს ჩვენი უნიკალური გენეტიკის ბრალია. იტალიელს რომ გაუკვირდება, ასე მაგრად როგორ მღერითო, ეს უკვე დიდი აღიარებაა.
– ეს, ქუთაისური „ჯიგრობა“ უცხოეთშიც გაგყვა?
– სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი ქალაქის „ჯიგრობა“, სულ თან დამყვება და სიცოცხლის ბოლომდე ასეთად დავრჩები. სხვათა შორის, ქუთაისში გამორჩეული იუმორი აქვთ და ჩემს ოჯახშიც, ყველა ამ ნიჭითაა დაჯილდოებული, განსაკუთრებულად კი დედა. ნიკა არაბიძე ჩემი ალალი ბიძაა და მასთან სუფრაზე დაჯდომა და სიცილი მენატრება. ადრინდელი სტერეოტიპით – რაც უფრო წონიანი იყო საოპერო მომღერალი, მით უფრო კარგ ხმას უშვებდა (იცინის). ახლა, ასე არ არის. ჭარბი წონა კარგი ხმის გამოცემაში კი არ გეხმარება, პირიქით, ყველა რეჟისორი ვიზუალს აქცევს ყურადღებას და შეიძლება, ზედმეტი წონის გამო, არც აგიყვანოს როლზე. მომღერალი მსუქან ადამიანთან აღარ ასოცირდება. ამიტომ, ყველა ცდილობს, კარგად გამოიყურებოდეს, რომ კონკურენციას გაუძლოს.
– ბევრმა არ იცის, რომ გარდა საოპერო არიებისა, არაჩვეულებრივად მღერი ქართულ ხალხურ სიმღერებს. სოციალურ ქსელში დადებულმა ვიდეომ, სადაც მეგობრულ წრეში, ბუნებაში, ერთად ასრულებთ ხალხურ სიმღერას, ნახვების რეკორდი მოხსნა. თუმცა, უკმაყოფილო კომენტარებიც ჰქონდა და როგორ ფიქრობ, რა დაგიწუნეს?
– სხვათა შორის, ამ ვიდეოს ნაწყვეტი ფილმშიც მოხვდა, რომელიც ჩემზე გადაიღო გერმანიაში ცნობილმა რეჟისორმა. ბუნებაში მეგობრებთან ერთად ვიყავი და ვიმღერე ხალხური სიმღერა. არც კი ვიცოდი, თუ ვიდეოს მიღებდნენ და მერე, სოციალურ ქსელში რომ დაიდო, ბევრმა უცხოელმა მოიწონა და ქართველებმა კი, საყვედური გამოთქვეს, რა არის ეს, შიშველი რომ მღერისო (იცინის). წელს ზევით შიშველი ვიყავი, ცხელოდა, ტბასთან ვიჯექი და რას წარმოვიდგენდი, თუ მსოფლიო მნახავდა (იცინის). მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მწერდნენ, მაქებდნენ და მარტო საქართველოდან მოდიოდა კრიტიკული წერილები – შიშველი რატომ ხარო (იცინის). ბავშვობაში ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი და დილის შვიდ საათზე ვდგებოდი, რომ ჯერ რეპეტიციებზე გავქცეულიყავი და მერე სკოლაშიც მიმესწრო გაკვეთილებზე.
– ანუ, მთელი ბავშვობა ძილი გაკლდა?
– თქვენ წარმოიდგინეთ არა (იცინის). არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, შუადღის 12 საათამდე რომ სძინავთ. საქმე სიყვარულის გარეშე დამღლელია, მე კი მიყვარს, რასაც ვაკეთებ და ამიტომ, არ მეზარება, არც დილით ადგომა და არც გვიან დაძინება. უბრალოდ, ერთი ოცნება მაქვს, რაც ჯერ ვერ ავიხდინე, მინდა, ჩემი ოჯახის წევრები ჩამოვიყვანო და ყველა ჩემს გამოსვლას დავასწრო. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ვარ, მიწევს სირთულეებისა და ბარიერების გადალახვა. ამიტომ, მაინც დამკვიდრების ეტაპზე ვარ.  ახლახანს, მიმიწვიეს ვერდის ქალაქში, სადაც „ტრავიატაში” მთავარ პარტიას ვასრულებ. ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც სულ მალე ამიხდება. ყოველთვის მარჯვენა ფეხით შევდივარ სცენაზე და ჯერჯერობით მიმართლებს (იცინის).
– რადგან სიყვარული ახსენე, მოდი, მითხარი: ევროპაში ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი ბარიტონი-მამაკაცის პირადში, რა ხდება? შეყვარებული არ ხარ?
– სპექტაკლების შემდეგ ძალიან დიდი რიგი დგას, რომ ჩემი ავტოგრაფი მიიღონ და ამ დროს ვგრძნობ, რომ ჩემმა შრომამ უქმად არ ჩაიარა. როცა სცენაზე დგახარ და მსმენელი ოვაციებს ვერ მალავს, გაგიჟებული თვალებით გიყურებს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამას, რომელი ქალის სიყვარული შეედრება? (იცინის) ზოგადად, გერმანელები არ გამოხატავენ ემოციებს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ემოციებს ვერ მალავენ და მიხარია. ასე რომ, თაყვანისმცემლების სიმცირეს არ განვიცდი. არ დამავიწყდება, ერთი გერმანელი გოგონა იყო შეყვარებული ჩემზე – ყოველდღე მწერდა პირადში წერილებს, მეც ვპასუხობდი. 350 სპექტაკლი ვიმღერე და ყველას დაესწრო, წინა რიგში იჯდა. ბოლოს ძალიან „გარეკა“, საშიში გახდა, როლებში შეიჭრა და დავბლოკე (იცინის). მოკლედ, პირად ცხოვრებაში ცხრა მთა გადავიარე, გადმოვიარე და ახლა, ჩემს გვერდით არის მეგობარი გოგო, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, ჯერ ურთიერთობის დაკანონებას არ ვფიქრობთ.
– საქართველოდან რომ არ წასულიყავი უცხოეთში და აქ არ გაგეგრძელებინა საოპერო კარიერა, ვინ იქნებოდი დღეს, ამაზე გიფიქრია?
– მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. საქართველოში გულით ვმღერი და ყველაზე მეტად მემღერება, მაგრამ როგორ მოვახერხებდი ამ სფეროში პროგრესს, რთული სათქმელია. არ არის ადვილი ჩემი ცხოვრება, რთული პრიოდებიც დგება. მაგრამ, რაც მეტად ვაწყდები პრობლემებს, მით მეტად ვძლიერდები. ემოციური ვარ და გულთან ახლოს მიმაქვს ყველაფერი. სცენაზე მე გოჩა აბულაძე არ ვარ, სხვა განზომილებაში გადავდივარ და ირგვლივ ვერაფერს ვხედავ. გერმანიაში უკვე 20 როლი შევასრულე და ვხუმრობ ხოლმე, ოც ტყავში შევძვერი და გამოვძვერი-მეთქი (იცინის). ასე რომ, ოცჯერ ტყავის გამოცვლა, არ არის ადვილი. სულ ვამბობ, მინდა, სიკვდილის მერე, სამოთხეში მოვხვდე და ჩემი საყვარელი მაესტრო, ჯუზეპე ვერდი ვნახო, მაგრად ჩავეხუტო, დავპატიჟო ყავაზე და ვკითხო, საკუთრი თეატრის გახსნა მინდა და რას მირჩევ-მეთქი (იცინის).
скачать dle 11.3