კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 მარგუშას მოკრძალებული მიძღვნა და თავშეკავებული პროფესორის „გაშიფრული“ კადნიერება

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

მარგო ინასარიძე – მაშინდელი თსუ-ის, დღევანდელი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გამომცემლობის წამყვანი, უკიდეგანოდ განათლებული, უზომოდ კომპეტენტური და თავისი საქმის მაღალპროფესიონალი რედაქტორი გახლდათ. თუმცა, მიუხედავად ასეთი სტატუსისა და ერთობ სოლიდური ასაკისა, ქალბატონი მარგო ყველასთვის „მარგუშა“ მაინც იყო: დიდთან – დიდი, პატარასთან – პატარა, მაგრამ ზრდილთან – ზრდილიო, მთლად ასე ვერ ვიტყოდით. ყველამ იცოდა მარგუშას ბილწსიტყვაობის შესახებ. ცუდი სიტყვები და გინება მისთვის ძალიან მიღებული „პრაქტიკა“ იყო. ხშირად შეურცხვენია გამომცემლობის თანამშრომლები, რა თქმა უნდა, ძირითადად ქალები, ისე მოურიდებლად იტყოდა ხოლმე რამეს.
მარგუშას „თავისი“ ავტორებიც ჰყავდა, რომლებთანაც მეგობრობდა და ყოველთვის ცდილობდა, მათი წიგნები სწრაფად (ხარისხზე, ცხადია, არ არის ლაპარაკი) წაეკითხა. ბატონი ალექსანდრე გვახარია (როგორც თვითონ ეძახდა მოფერებით – შურიკო) მისი უახლოესი მეგობარი იყო. მარგუშას ტირილი არ უყვარდა. პირველად შურას გარდაცვალების დროს ვნახე მის თვალზე ცრემლი. მასაც ძალიან უყვარდა მარგუშა და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული მეგობარი და ხშირი სტუმარი იყო. ლექსო ჭინჭარაული, ედუარდ კოდუა, ლევან ალექსიძე, ლევან სანიკიძე, ანზორ სიხარულიძე... არქეოლოგებიდან ვერავის გამოვყოფ, ყველა ძალიან უყვარდა და „ჩემი ბიჭებიო“, ასე ეძახდა. და საერთოდ, ისტორიკოსები და ფილოლოგები, შეიძლება ითქვას, უკლებლივ მისი ძმაკაცები იყვნენ.
ძალიან შეხუმრებული იყო ყველასთან. ერთმანეთს კაფიობაში ტოლს არ უდებდნენ ის და ბატონი ლექსო ჭინჭარაული. ყველას ახსოვს უნივერსიტეტის გამომცემლობაში პროფესორი ედუარდ კოდუა, რომელიც თითქმის ყოველდღე იყო  მათი სტუმარი (მისი კაბინეტი ერთი სართულით დაბლა მდებარეობდა). რადგან ბევრი წიგნი მისი ავტორობით თუ რედაქტორობით გამოდიოდა, ბევრს თარგმნიდა და შესაბამისად, კარგად იცნობდნენ გამომცემლობის თანამშრომლები. ბატონი ედუარდი ძალიან თავშეკავებული და სერიოზული კაცი გახლდათ, მაგრამ მარგუშასთვის ეგ ბევრს არაფერს ნიშნავდა – ისიც ხშირად შეუმკია „საინტერესო სიტყვებით“.
ერთხელ მარგუშამ კოდუას წიგნი აჩუქა და, როგორც ამ დროს აკეთებდა ხოლმე, წაუწერა: „გკოცნი, შენი მ. ი.“ (ხელს ყოველთვის და ყველაფერზე ასე აწერდა).
კოდუამ მოსწერა: „მადლობა, მეც გკოცნი. შენი ყ.“
მისგან ამას არავინ მოელოდა და დიდხანს იხილებოდა ეს საკითხი გამომცემლობის მასშტაბით. მარგალიტა ისეთი ოხერი ჰყავდა გამჩენს, რომ ბატონმა ედუარდმა ვერც კი იფიქრა, ეს „მ.ი.” ოდენ უწყინარი ინიციალები თუ იყო და  სხვანაირად „გაშიფრა“.
скачать dle 11.3