კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 შვილმა დედა მის მეგობართან ინტიმური კავშირის გამო მოკლა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

 28 წლის ვანო ი-შვილი სამართალდამცველებმა  მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს. მან  დედას, ხათუნა დ-ძეს სხეულის მზიმე დაზიანებები მიაყენა, რაც  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. ქალი შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.  ხათუნა დ-ძეს სხეულზე დანით ხუთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მძიმე მდგომარეობაში იყო   ბრალდებულის მეგობარიც –  ემზარ ნ-ია, რომელიც ვანო ი-შვილმა  დაჭრა. მას  ორი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და გადარჩა.
რა იყო მძიმე დანაშაულის მოტივი, სამართალდამცეველბისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. სისხლის სამართლის საქმე გაზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.  გარდაცვლილი ქალის მეზობლების ერთი ნაწილის განცხადებით, დედა-შვილს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა და ფინანსურ ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება ჰქონდა. შვილი დედას სახლის გაყიდვას და  ცალკე გადასვლას სთხოვდა, რის გამოც, მათ შორის დროდადრო კონფლიქტი იყო. დედა-შვილის მეზობლების განცხადებით, ხათუნა დ-ძემ, ერთი სახლი შვილის პატიმრობის დროს გაყიდა და წასასვლელი არსად ჰქონდა. ამიტომ, შვილის მოთხოვნას, მისთვის ცალკე ბინა მიეცა,   ვერ აკმაყოფილებდა. ხათუნამ, რაც ჰქონდა, ვანოს ნარკოტიკებით გატაცებას შესწირა. დედა შვილის ვალებსაც ხშირად იხდიდა, რის გამოც სახლიც კი გაყიდა. მეტი რა უნდა ექნა? - ამბობდნენ გარდაცვლილი ქალის მეზობლები. დედა-შვილს შორის  ყოფით თემებზე  დაწყებული  კონფლიქტი  რომ არსებობდა, ამას ადასტურებდა ხათუნა დ-ძის ბევრი ახლობელი, მათ შორის, ვანო ი-შვილის ცოლიც. თუმცა, საბოლოოდ, მისგან გაირკვა, რა გახდა რეალურად, მისი ქმრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის მოტივი.   
სისხლიანი ინციდენტი მათ კუთვნილ ბინაში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ახალგაზრდამ დედას საკუთარ მეგობართან  და თანაკლასელთან, 28 წლის ემზარ ნ-იასთან ინტიმური კავშირის დროს შეუსწრო. ინციდენტის თვითმხილველი აღმოჩნდა ვანო ი-შვილის მეუღლე, ია ფ-შვილი, რომელმაც დაჭრილი დედამთილისა და ქმრის მეგობრის დასახმარებლად, ჯერ მეზობლებს უხმო, შემდეგ – სასწრაფო სამედიცინო სამსახურს. პირველი ჩვენება გამოძიებას სწორედ მან მისცა. ია ფ-შვილის ჩვენების მიხედვით, დედამთილს შვილის მეგობართან ინტიმური ურთიერთობა  რომ ჰქონდა, მისთვის ცნობილი იყო.  ამონაწერი ია ფ-შვილის ჩვენებიდან: „ჩემი მეუღლე დედამთილმა მარტო გაზარდა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ. დედა-შვილს ერთმანეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება  ჰქონდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც  გავიგე, რომ ხათუნა ემზარს ხვდებოდა, ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა. ეს რომ ვანოს გაეგო, დედას არ აპატიებდა. ერთხელ ამ თემაზე ხათუნას სიტყვაც ჩამოვუგდე, მაგრამ აშკარად არ ესიამოვნა და საუბარში არ ამყვა. ემზარი ჩვენს ოჯახში სტუმრად ხშირად მოდიოდა. ის ვანოს თანაკლასელი და ბავშვობის მეგობარი იყო.  როდესაც ჩემი მეუღლე ნარკოტიკების მოხმარებისთვის გაასამართლეს, გვერდში დაგვიდგა, გვეხმარებოდა ფინანსურად,  პროდუქტით.  ჩემს შვილებსაც ძალიან უყვარდათ. ვანო ეჭვსაც არ იღებდა, რომ მას ხათუნასთან  ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, მეც მეზობლებისგან გავიგე. ერთ-ერთმა მეზობელმა მითხრა, როგორც კი შენ და ვანო სახლიდან გახვალთ, ემზარი თქვენთან მოდის და ხათუნასთან მარტო რჩებაო. იმ დღეს მე და ჩემი ქმარი სოფლიდან დავბრუნდით. ხათუნამ ამის შესახებ არაფერი  იცოდა.     სახლში პირველი ვანო ავიდა. მე მეზობელთან შევყოვნდი და ალბათ, 4-5 წუთის შემდეგ ავედი მეორე სართულზე, საიდანაც ხმაური მომესმა. როცა ოთახში შევედი, იქ უკვე საშინელება ხდებოდა. ხათუნა და ემზარი შიშვლები იყვნენ. ვანოს ხელში დანა ეჭირა და დედამისს, რომელიც იატაკზე ჰყავდა დაგდებული, გამალებული ურტყამდა. კივილი ავტეხე, ქმარს ხელში ვეცი, მაგრამ მომიქნია და გადამაგდო. თავი  კარადას დავარტყი და წამიერად გავითიშე. როცა გონზე მოვედი,  დავინახე, რომ ემზარიც იატაკზე ეგდო. ვანო, რომელსაც შეშლილი სახე ჰქონდა და სულ სისხლში იყო მოსვრილი, დედას და მეგობარს შორის დახრილი, ხან ერთს ურტყამდა დანას, ხან – მეორეს.  ჩემს კივილზე  სახლში მეზობელები შემოცვივდნენ. მათ გააგდებინეს ვანოს დანა ხელიდან.”
 სამართალდამცველებმა ვანო ი-შვილი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ის მეგობრის ბინაში აიყვანეს, საიდანაც გასაქცევად ემზადებოდა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დიდი ზომის დანა, რომლითაც ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. გამოძიების პროცესში ვანო ი-შვილს დაუპირისპირდა დაზარალებული მეგობრის დედა, რომელიც აცხადებდა, რომ ბრალდებული  მისი შვილის მკვლელობას ანგარების მიზნით, ვალის გამო  ცდილობდა. „მოკლავდა ჩემს შვილს და ხუთი ათასი დოლარი, რომელიც ემზარმა მისცა მანქანის გაყიდვის შემდეგ, შერჩებოდა,” – აცხადებდა ემზარ ნ-იას დედა. ვანო ი-შვილმა   დანაშაული აღიარა. როგორც აღმოჩნდა, ის დანაშაულის ჩადენის დროს ნარკოტიკური თრობის ქვეშ იყო. თუმცა, როგორც მან მოგვიანებით განმარტა, იგივე ქმედებას აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფიც  ჩაიდენდა.  ამონაწერი ვანო ი-შვილის ჩვენებიდან: „დედაჩემთან ბინის გაყიდვის გამო დაპირისპირება მქონდა, მაგრამ ამისთვის მას სასიკვდილოდ არ გავიმეტებდი. ადრე თუ გვიან, ეს პრობლემა გადაწყდებოდა. სულ ვეუბნებოდი, რომ თუ პირადი ცხოვრების აწყობა უნდოდა, გათხოვილიყო და საყვარელი არ გაეჩინა, რადგან ეს ჩემს სახელს შეურაცხყოფდა. მაგრამ, დედამ მაინცდამაინც ჩემს მეგობართან დაიჭირა საქმე. ეჭვი მქონდა, რადგან რამდენჯერმე შევუსწარი ემზარს და დედაჩემს უხერხულ სიტუაციაში. ამაზე ემზართან კონფლიქტიც მომიხდა, მაგრამ მან სასტიკად უარყო, რომ დედაჩემთან რომანი ჰქონდა. იმ დღეს, თვითონვე გავხდი ამ ფაქტის მომსწრე. როცა დედაჩემი, ტიტველი ემზართან ერთად, ჩემს საწოლში დავინახე, საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. დანა ავიღე და გაუცნობიერებლად, დედას ხუთი ჭრილობა მივაყენე. სამჯერ დავარტყი დანა ემზარს, მაგრამ მერე, მეზობლები შემოცვივდნენ და დანა ხელიდან წამართვეს.”
სასამართლომ ვანო ი-შვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.   
скачать dle 11.3