როდის წარდგება თამარ კობიძის ჩანთების ბრენდი „ნოა“ „მილანი ფეშენ-ვიქზე“ და როდის დაინტერესდა ირინა შეიკი „ნოას“ ჩანთით » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№33 როდის წარდგება თამარ კობიძის ჩანთების ბრენდი „ნოა“ „მილანი ფეშენ-ვიქზე“ და როდის დაინტერესდა ირინა შეიკი „ნოას“ ჩანთით

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

თამარ კობიძის პირამიდის ფორმის ჩანთები, ბრენდი „ნოა“, რომელიც ცხრა თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა, მალე „მილანი ფეშენ-ვიქზე“ იქნება წარდგენილი. ამ ჩანთების უპირატესობა, ხარისხთან ერთად, ჩანთის განსხვავებული ფორმაა. თუ როგორ დაიწყო პროფესიით ჟურნალისტმა თამარ კობიძემ ჩანთების წარმოება და როგორ მივიდა მალევე „მილანი ფეშენ-ვიქამდე“, ამაზე თავად გვიამბობს.
თამარ კობიძე:
პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ახლა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობ. ხატვა, კერვა და რაღაცეების გადაკეთება, ბავშვობიდან მეხერხება. დედაჩემი რასაც ყიდულობს, ყველაფერი უნდა გადააკეთოს. მეც ასე ვარ. პირველი, რაც გავაკეთე, ეს იყო ფეხსაცმელი, რომელიც გადავაკეთე. წებო შევიძინე, რაღაცეები გადავაკარი და წავედი სკოლაში. იმდენად ჩვეულებრივად კარგი იყო, არ დამიჯერეს, რომ მე გავაკეთე. იმის მერე, რასაც ვახერხებდი, ვაკეთებდი ხოლმე, ოღონდ ჩემთვის და არა კომერციულად. შარშან აგვისტოში, ოჯახთან ერთად ბერლინში ვიყავი, სადაც შოპინგზე სამკაულების ჩასადები შევიძინე. მომინდა, გადამეკეთებინა. მივჭერი, მოვჭერი  და გამოვიდა ასეთი უცნაური ჩანთა.
– როგორ მოიფიქრე, რომ დიზაინერობა დაგეწყო და ამ ჩანთებისთვის ბიზნესის სახე მიგეცა?
არასდროს ვამბობ, რომ დიზაინერი ვარ, რადგან ვფიქრობ, დიზაინერობას ასევე სჭირდება, რომ  ხელოვანი იყო ყველა კუთხით. რაც შეეხება ჩანთებს, პირველად გამოვჭერი მაგიდის გადასაფარებელი და მერე ასე გავაკეთე. შევაკერინე ეს ჩვენი ჩანთა. მერე მეგობრებმა მითხრეს, რა მაგარია, მეც გამიკეთეო. ერთმა, რატომ უნდა მაჩუქო, მიეცი ამას ბიზნესის სახეო. გამომდინარე იქიდან, რომ მყავს ძალიან ბევრი ჟურნალისტი მეგობარი, ისეთი ამბავი ატეხეს, რომ ყველა მირეკავდა  – მინდა, მომწონსო.
– საქართველოში თითქმის ყველა ცნობილ ადამიანს აქვს შენი ჩანთა. უცხოელი ვარსკვლავებიც ხომ არ არიან დაინტერესებულნი?
  მოხდა ისე, რომ ბევრი ცნობილი სახე დაინტერესდა. ერთმა სამეგობრო წრემ აიტაცა ეს ჩემი ჩანთები და ქუჩაში რომ გავდიოდი, ხშირად მხვდებოდა ადამიანი, ვისაც ჩემი ჩანთა ეჭირა. ეს იყო უდიდესი ბედნიერება ჩემთვის. გარდა სამკუთხედებისა, გავაკეთე ზურგჩანთები უცნაური პრინტებით, ჩემს დიზაინერ დემეტრე ჩოხელთან ერთად. პირველი პრინტი იყო ასეთი. ჯერ დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რა შეიძლება, იყოს საქართველოს ბრენდი. საფრანგეთს ხომ აქვს ეიფელის კოშკი, ამერიკას – თავისუფლების ქანდაკება. ერთმა მეგობარმა მომაწოდა იდეა – ქართლის დედაო. მერე დიდხანს ვფიქრობდი, როგორია ქართლის დედა. ვიზუალურად დავინახე ის, რომ თავისუფლების დამცველია, ხელში მახვილით და ზურგჩანთზე, ამერიკის თავისუფლების ქანდაკებას მივუპრინტეთ გვერდზე. ეს ჩანთა ახლა რუსკა მაყაშვილს აქვს – ქართლის დედა და ამერიკელი ქალი. ჩემს გვერდზე რომ დაიდო, იმ საღამოს მოგვდის ასეთი მესიჯი: ამ ბოზი ქალის გვერდით როგორ დააყენეთ, როგორ გაუბედეთ, რომ ასე დაგემცირებინათ ქართლის დედაო. რასაც ვაკეთებ, თუ ვერ იგებენ, ვცდილობ, ავუხსნა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. უცხოელებს, ფაქტობრივად, ვაიძულებ, რომ საქართველოს ეს ტრადიციები მიიღონ. რა ჩანთასაც ვაგზავნი, შიგნით ვდებ წერილს, რომელშიც იმ პრინტის მნიშვნელობას ვუხსნი. ახლახან მქონდა საუბარი ირინა შეიკის აგენტთან და ისიც დაიჭერს მალე ჩემს ჩანთას, უკვე ვუმზადებ ჩანთებს. მონიკა ბელუჩი აპირებს სექტემბერში ჩამოსვლას. ედმონდ აბაშიძეს ჩამოჰყავს და დიდი იმედი მაქვს, ბატონი ედმონდი მოხიბლულია ჩემი ჩანთებით და დანაპირებს შეასრულებს. მონიკასაც ვნახავთ ჩემი ჩანთით. თუ არ შეასრულებს და მე მაინც მოვახერხებ, რომ გადავცე.
– აფხაზები როგორ დააინტერესე ისე, რომ შენი ჩანთების საყიდლად ჩამოდიან?
–  ყველაზე დიდი სიხარულია ჩემთვის, რომ ახლახან სოხუმიდან გადმოვიდა გოგონა ჩემი ჩანთის საყიდლად. მერე გავიგე, რომ ეს გოგონა ცნობილი, მოქმედი პოლიტიკოსის შვილი ყოფილა, რომელიც აფხაზეთში საკმაოდ პოპულარულია. მე იმ დღეს ვიყავი ძალიან ბედნიერი. წერილები გავუმზადე. ყველას, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, შეუძლია, მათ გაუგზავნოს ერთი პატარა მესიჯი ისე, როგორც მე – ჩემი პატარა ჩანთით. მე ხომ გული მოვიფხანე, დავაწერე: „დამზადებულია საქართველოში თბილისიდან სოხუმამდე“. ვტიროდი, ამას რომ ვაკრავდი ჩანთას. მადლობის წერილი გამომიგზავნა. ჩემი ოცნებაა სოხუმში  გავაკეთო ერთი პატარა მაღაზია. დაინტერესებაცაა ამ კუთხით. თვითონაც ითხოვენ, რომ სოხუმში გავაკეთო ერთი მაღაზია.
– ალბათ, ბევრი უცნაური ადამიანი გიკავშირდება ჩანთის გამო?
   სიყვარულის დღისთვის მწერს ერთი მამაკაცი, რომელმაც მითხრა, რომ უნდა ოთხი ჩანთა. რადგან სიყვარულის დღეა, ვუთხარი, თუ გნებავთ, დაგიწერთ, რომ დამზადებულია ამისთვის – სახელი. დამთანხმდა და გამომიგზავნა სახელების სია. როცა შემიკვეთა, ვკითხე, რა ასაკის ხალხისთვის უნდოდა. მე ხომ ვიცი უკვე, ვის როგორი მოსწონს და აღმოჩნდა, რომ ყველა ერთი ასაკისაა. მაინც ვკითხე, ვისთვის გნებავთ-მეთქი. ჩემი საყვარელი ქალბატონებისთვისო. ეს ქალბატონები ყველა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს და თითოეულ ჩანთაზე მიმაწერინა მათი სახელები და ქვეყნები:  დამზადებულია ამისთვის ამ ქვეყანაში. გული დამწყდა, რომ გავუკეთე, მაგრამ უკვე შეთანხმებულები ვიყავით. ერთხელ ერთმა ადამიანმა გამომიგზავნა ამ ფორმის რძის კოლოფი,  რომელსაც „მალაკო“ აწერია.  
– როგორ მოხვდა „ნოა“ „მილანი ფეშენ-ვიქზე“?
– საერთოდ, ძალიან მიმართლებს მეგობრებში. ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც მილანში ცხოვრობს და ჰყავს  ბაიერი მეგობარი, რომელსაც აცმევს „ვერსაჩე“, „დოლჩე გაბანა“, „მარჯიელა“, მითხრა, რომ მოდი, ჩემს მეგობარს ვაჩვენებ ამ  ჩანთებს და იქნებ მოეწონოსო.  რას ამბობ, არ მოეწონება-მეთქი. მოდი, ლუქ-ბუქი გააკეთე, ფოტოები გადაიღე და გამოაგზავნე, იქნებ მოეწონოსო. მაგის თანხები და ნერვები არ მაქვს-მეთქი. მერე დავფიქრდი, რატომაც არა-მეთქი და მივწერე – არანაირ ალბომს და ლუქ-ბუქს არ ვაკეთებ, რაც ახლა მაქვს ფოტოები, გამოგიგზავნი და ანახე-მეთქი. იმანაც გაუგზავნა და მოუვიდა პასუხი: ვაუ, რა ლამაზია, მინდაო. ასევე, ერთმა ჩემმა მილანში მცხოვრებმა მეგობარმა, „მილანი ფეშენ-ვიქის“ არტმენეჯერს აჩვენა ჩანთის ფოტოები. მან უთხრა, რომ აღარ იყო ამ თემაში ჩაბმული, მაგრამ ჩანთებით ძალიან ბევრი სერიოზული ადამიანი დაინტერესდებაო. მართლაც, დაინტერესდნენ და მაქვს სერიოზული შემოთავაზებები. მგონია, რომ იმ დონემდე ვარ, ამ ყველაფერს გავუმკლავდე.

скачать dle 11.3