კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ჩემი ცოლი მამაჩემის საყვარლის შვილია

თათია ფარესაშვილი ერეკლე, 22 წლის.


ინტიმური საუბრები




ცხოვრებაში ისეთი დაუგეგმავი მოვლენები ხდება, თუ ოდნავ სუსტი ფსიქიკა გაქვს, შეიძლება, გაგიჟდე. ყოველთვის მეგონა, ჩემს მშობლებს ისე უყვარდათ ერთმანეთი, სამაგალითო წყვილი იყო. მაგრამ, როცა ცოლი მოვიყვანე, მერე გავიგე, რომ ეს ოჯახური იდილია და ურთიერთობა, მოჩვენებითი ყოფილა. არასდროს გვილხინდა, თუმცა მშობლები ცდილობდნენ, არაფერი მომკლებოდა. როცა სტუდენტი გავხდი, მუშაობა დავიწყე, რომ მეც ჩემი შემოსავალი მქონოდა. სწორედ იმ პერიოდში, მამამ გადაწყვიტა, უცხოეთში წავალ, ცოტა ხანს ვიმუშავებ და იქიდან დაგეხმარებით, იქნებ, ცოტა ამოვისუნთქოთო. დედა წინააღმდეგი იყო. შესთავაზა კიდეც, იქ კაცებს უჭირთ მუშაობის დაწყება, გაგიჭირდება მარტო ყოფნა უცხო ხალხში და თუ წასვლაა, მე წავალო. თუმცა, მამა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ვიფიქრე, კაცი ცოლს არ უშვებს სამუშაოდ უცხოეთში-მეთქი, მაგრამ თურმე სულ სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული. მოკლედ, მამა საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ და მშენებლობაზე მალევე დაიწყო მუშაობა. ფულსაც გვიგზავნიდა და ხშირად გვეკონტაქტებოდა. მეც, იმ პერიოდში ანი გავიცანი და მივხვდი, მიყვარდა. მის გარეშე ვერ ვძლებდი და მინდოდა, მთელი ცხოვრება მის გვერდით გამეტარებინა. ხუთი თვის შეხვედრების მერე, ცოლობა ვთხოვე. მამას რომ ვუთხარი, ერთი გოგო მიყვარს და მინდა, დავოჯახდე-მეთქი, გაუხარდა. უარი არ უთქვამს. პირიქით, გამამხნევა, მე შენს გვერდით ვარ და არაფრის შეგეშინდეს, დიდ ქორწილსაც გადაგიხდი და ვეცდები, რაც ჩემი მხრიდან გასაკეთებელია, „ხუთიანზე“ გავაკეთოო. ამის მერე ავიყვანე ანი სახლში და დედას გავაცანი. ძალიან მოეწონა და არჩევანი შემიქო. მითხრა, გოგო არ მყავდა და რომ მყოლოდა, ასეთს ვინატრებდიო. მოკლედ, გავიდა რამდენიმე დღე და მამამ დამირეკა, გადარეული იყო, კატეგორიულად მთხოვდა, ეგ გოგო არ მოიყვანო ცოლადო. ვკითხე, რა მოხდა, რა გაიგე ეგეთი-მეთქი. არაფერი მითხრა, უბრალოდ, სურათებში ერთად გნახეთ, გთხოვ, არ მოიყვანო ცოლად, მე მალე ჩამოვალ და ყველაფრს მოგიყვებიო. იმდენად ვიყავი შეყვარებული, მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და ანისთან ერთად ბათუმში გავიპარე. დედას რომ უთქვამს ჩვენი ამბავი, სულ გადარეულა მამაჩემი. აღმოჩნდა, რომ საბერძნეთში, ურთიერთობა ჰქონია ერთ ქართველ ქალთან, რომელიც მასავით სამუშაოდ იყო წასული და სწორედ მისი ქალიშვილი აღმოჩნდა ანი. ეს ამბავი ტელეფონით არ მითხრა, რომც ეთქვა, მაინც ვერაფერს შეცვლიდა. მე და ანი დღეს თავს კარგად ვგრძნობთ, მამა კი სამუდამოდ დავკარგე. არც ანი ელაპარაკება დედამისს. მართლია, მას მამა არ ჰყავს და ერთი შეხედვით, დედამისს ეს საქციელი ეპატიება, მაგრამ მამაჩემი, რომელიც დედას შორიდანაც სიყვარულს უხსნიდა, ჩუმად ღალატობდა. ფაქტია, ეს სამყარო პატარაა და სად გადაიკვეთება ადამიანების გზა, ღმერთმა უწყის. მამაჩემს მე რომ შევურიგდე, დედა არ აპატიებს. ანის კი, დედამისზე საუბარიც არ უნდა. არ ვიცი, დრო რომ გავა რა მოხდება, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, ჩემს სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი დამაშორებს.
ერეკლე, 22 წლის.
скачать dle 11.3