კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ დავმალოთ დაღლა და უძილობა სწორად გაკეთებული მაკიაჟით

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ყოველდღიური სტრესი, პრობლემები, დამღლელი სამუშაო, გარემო პირობები, არასწორი ცხოვრების რეჟიმი თუ უძილობა, ადამიანს სახეზე ეტყობა. ძნელია, ამ დროს კარგად გამოიყურებოდე, მაგრამ, თუ ამას დაემატა არასწორად გაკეთებული მაკიაჟი, მაშინ, ეს კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. არსებობს რეკომენდაციები, რა არ უნდა გააკეთოთ არასდროს, თუ  გინდათ, გადაღლისა და უძილობის კვალი მეტად არ გამოკვეთოთ სახეზე და ის, მაკიაჟის საშუალებით, ოსტატურად დამალოთ.
დამატენიანებელი – არასდროს წაისვათ ტონალური კრემი მშრალ კანზე. აუცილებლად დაიტენიანეთ სახის კანი, რადგან მშრალ კანზე მაკიაჟის წასმა, გამომშრალს და დაღლილს გაჩენთ.
ერთფეროვანი ტონი – სახის ნაკვთების გამოკვეთა სხვადასხვა ტონით გვეხმარება, უფრო ფხიზელი ვჩანდეთ. უმჯობესია, ოდნავ მაინც გამოკვეთოთ წარბები, თვალები, ლოყები და ტუჩები.
კორექტორი – მიუხედავად იმისა, რა ფერის კორექტორს ისვამთ, იქნება ეს ძალიან მუქი თუ ძალიან ღია, თქვენთვის შეუფერებელია, უფრო დაღლილს გაჩენთ. მაკიაჟი აუცილებლად კარგ განათებაზე უნდა გაიკეთოთ, სასურველია, ბუნებრივ შუქზე.
თვალის ჩრდილი – თვალის გალამაზება სხვადასხვაფერის ჩრდილით, სახეს კიდევ უფრო ალამაზებს და გამოკვეთს. თუმცა, ის სწორად უნდა შეარჩიოთ. ეცადეთ, ამისთვის, უსაფრთხო კოსმეტიკა საგულდაგულოდ შეარჩიოთ, რადგან, დიდი შანსია, ქარის ან ხელის მოსმის დროს, ის თვალში მოხვდეს. ქარიან ამინდსა და მზეში, ნუ იხმართ ისეთ ჩრდილს, რომელიც ადვილად შორდება კანს. ამ დროს წყალგამძლე ტუში უნდა იხმაროთ.
პუდრი – მშრალი კანის ეფექტი უფრო დაღლილს გაჩენთ. ამიტომ, მოერიდეთ ზედმეტი პუდრის გადასმას სახის კანზე. გამოგადგებათ გამჭვირვალე პუდრი, რომელიც მბზინვარებას მოგაშორებთ და სახეზეც კარგად გადანაწილდება.
თვალის ფანქარი – ბრონზის ან ოქროსფერი თვალის ფანქარი ღია ტონალობის სახეზე, დაღლილის ეფექტს ქმნის. იგივე ეფექტი აქვს, ვერცხლისფერს თბილი ტონალობის კანზე. სანამ თვალის ფანქარს შეარჩევთ, აუცილებლად გაარკვიეთ თქვენი კანის ტონალობა და მის შესაბამისად შეარჩიეთ თვალის ფანარი.
ნაცრისფერი ტონი – თუ თქვენი მაკიაჟის უმეტესი ნაწილი ნაცრისფერ ტონებს შეიცავს, გირჩევთ, შეცვალოთ ტექნიკა. ნაცრისფერი ტონი, ხელს უწყობს ფერმკრთალი ადგილების წინ წამოწევას, რაც ძალიან დაღლილსა და დაბერებულს  გაჩენთ.
ტუში ქვედა წამწამებზე – ტუში ქვედა წამწამებზე უფრო მეტად კვეთს მუქ წრეებს თვალებქვეშ. ამიტომ, ტუში, მხოლოდ ზედა წამწამებზე წაისვით. თუ გინდათ, ქვედა წამწამების გამოკვეთაც, გამჭვირვალე ტუში იხმარეთ.скачать dle 11.3