კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

№ნონა დათეშიძე ერთკვირიანი დიეტა საქმიანი ადამიანებისთვის და მინუს 4-5 კილოგრამი

ეს დიეტა საქმიანი ადამიანებისთვისაა, რომელთაც პრაქტიკულად, არ აქვთ თავისუფალი დრო. აქედან გამომდინარე, ჯანმრთელი კვების კონტროლი და დაცვა უჭირთ. დიეტა ერთკვირიანია და წონაში, დაახლოებით, 4-5 კილოგრამს დაგაკლებინებთ. აუცილებელია, დღეში 2-2,5 ლიტრი წყლის დალევა. ქვემოთ შემოთავაზებული ვარიანტებიდან, აარჩიეთ თქვენთვის მისაღები ვარიანტი და ჩადექით ფორმაში.
საუზმე: ა) 30 გრამი შვრიის ფანტელი რძით;
ბ) გახუხული პურის ერთი ნაჭერი, ერთი პომიდორი, ერთი ნაჭერი ყველი;
გ)  ერთი დაჭრილი ბანანი, ერთ ჩაის კოვზ თაფლთან  ერთად, ერთი ჭიქა ნატურალური იოგურტი ან კეფირი, ანდა – 1 ნაჭერი, უმარილო ყველი.
სადილი:  ა) ბოსტნეულის სალათა: ვაშლი ან ფორთოხალი, 50 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, მჟავე კიტრი, 25 გრამი ყველი, ერთი სუფრის კოვზი დაბალკალორიული მაიონეზი, ცოტაოდენი მწვანილი და კიტრი.
ბ) 200 გრამი მოხარშული კარტოფილი, ბოსტნეულის სალათა, ერთი ჭიქა დიეტური იოგურტი ან უცხიმო კეფირი, 125 გრამი მოხარშული ლობიო და 25 გრამი ყველი.
ვახშამი:  ა) სეზონური, სხვადასხვა ცოცხალი ბოსტნეულის სალათა.
ბ) 150 გრამი მოხარშული ქათამი ან ინდაურის თეთრი ხორცი, 75 გრამი შემწვარი კარტოფილი ან კანიანად მოხარშული კარტოფილი, ცოცხალი ბოსტნეული ნებისმიერი და შეუზღუდავი რაოდენობით.
გ) 75 გრამი სპაგეტი პომიდვრის სოუსით, 100 გრამი მოხარშული ქათამი, ბოსტნეულის ან ხილის სალათა.скачать dle 11.3