კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 დაინახე შენი თავი!

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

 რა კარგი იქნებოდა, როგორც სკანერზე, ისე რომ შეგვეძლოს საკუთარი თავის დანახვა. არაჩვეულებრივად დავინახავდით ყველა იმ ნაკლს, რაც უკეთ ცხოვრებაში გვიშლის ხელს. თუმცა, ეს ტესტი თითქმის სკანერია და შეიძლება, გაიგოთ, რას წარმოადგენთ, არა მარტო თქვენ, არამედ ადამიანმა, რომელიც გვერდით გყავთ.
1. რა დეტალი დაგამახსოვრდებათ ადამიანის ჩაცმულობიდან?
ა) მკვეთრი ფერის შარფი;
ბ) ძვირფასი საათი, თუკი უკეთია;
გ) ძვირფასი ფეხსაცმელი;
დ) განსაკუთრებული ფერის პერანგი, პიჯაკი.
2. როგორი შეიძლება, იყოს ადამიანის მზერა?
ა) ირონიული;
ბ) დაღონებული;
გ) გულღია და პირდაპირი;
დ) შემფასებლური.
3. რა ცხოველს გაგონებთ ზოგჯერ საკუთარი თავი?
ა) ვეფხვს;
ბ) ლომს;
გ) ძაღლს;
დ) ირემს.
4. რა ფერის ყვავილი იქნებოდით?
ა) წითელი;
ბ) ლურჯი,
გ) ყვითელი;
დ) იისფერი.
ვნახოთ შედეგები პასუხების სიმრავლის მიხედვით.
თუ პასუხების უმრავლესობაა:
ა) თქვენ გიყვართ საკუთარი თავი და „ისიც“ სიყვარულით გპასუხობთ. იყავით იმისთვის მზად, რომ პარტნიორს ყოველთვის მოუნდება ახალი თავგადასავალი თქვენ გვერდით. თუ წვრილმანებზე თვალის დახუჭვას ისწავლით, აუცილებლად ბედნიერი იქნებით.
ბ) მომხიბვლელი, საინტერესო, მახვილგონიერი ხართ – საპირისპირო სქესისთვის სასურველი. თქვენი ნდობა ყველაფერში შეიძლება და პარტნიორს ეს მოსწონს. თუ ზოგჯერ რაღაც არ გამოგდით, ეს იმის ბრალია, რომ ჩქარობთ.
გ) მთლიანად და სრულიად ხართ ორიენტირებული თქვენს ახლობლებზე. ზოგჯერ რომანტიკა არ გყოფნით. ყველა ინიციატივას თუ საკუთარ ხელში არ აიღებთ, არაფერი გამოგივათ არც საქმეში და არც ურთიერთობაში.
დ) ისე გიყვართ წესრიგი და სიზუსტე, ზოგჯერ გამაღიზიანებლადაც კი. სხვებს უჭირთ, თქვენს ახირებებს შეეგუონ. ცუდის გაკეთება ფიზიკურად არ შეგიძლიათ. შინაგანად წესიერი ხართ, თუმცა გიჭირთ თქვენი კეთილგანწყობების გამოვლენა. საზღვრები და ბარიერები არ გაშინებთ.
скачать dle 11.3