კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ყირამალა საყვარლები

თათია ფარესაშვილი ნიმა ბარათელი

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-32(867)



ისტორია ოცდამეშვიდე
სასტუმროს დედოფალი
(მოქმედი პირები: ეკა და ლაშა)

– მოიყვანე სხვა ვინმე, დაურეკე ნუ, აი, შენს… ჩამოიყვანე. რამდენი ღამეც გინდა, გაატარე. გამიშვი. მე ჩემით ვერ წავალ. შენ უნდა გამიშვა, –  ლამის შევეხვეწე ლაშას.
– მე ვერ გაგიშვებ, თუმცა ვერც დაგაბამ. თუ გინდა, წადი, მაგრამ მანამდე ვისაუზმოთ.
– სარგებლობ, –  ნამუსზე ვცადე მისი შეგდება.
– შენც, –  არ დამითმო ლაშამ.
– მე ქალი ვარ, –  ურცხვად დავიწყე სპეკულაცია.
– აჰა, და ძალიან მომწონს მე ეს ქალი.
– ამდენს კი მივხვდი.
– მიხვდი და მირბიხარ?!
– რომ მივხვდი, იმიტომ მივრბივარ. დარჩენა სახიფათოა. შენთვის უფრო. მე ვალდებულებები არ მაქვს. არც მამას ვაწონებ თავს და არც მისი იმედების გამართლებას ვაპირებ. არ ვტიპობ: ისედაც ვარ, –  ცოტა გესლიც ამოვანთხიე.
– ჩემს ხიფათებს მე მოვუვლი. არ დამტოვო. დარჩი ჩემთან: მხოლოდ სამი დღე-ღამე, ვითომ სიკვდილმისჯილი ვარ და უკანასკნელ სურვილს მისრულებ.
–  და იმ სამი დღე-ღამის შემდეგ კიდევ რომ მომინდეს დარჩენა?
– თუ ამ სამ დღე-ღამეს არ დავრჩებით, მაგასაც ვერ გავიგებთ.
– პირობა მომეცი: რომ ჩავფრინდებით და დავივიწყებთ.
– მე წუხელვე მოგეცი მაგის პირობა.
– კარგი, მაგრამ ახლა თუ რამეს არ მაჭმევ, გული შემიწუხდება, იცოდე.
– ჩემი საკუთარი ხელით და ეს სამჯერ 24 საათი შენ იქნები ჩემი დედოფალი, შენს ნებისმიერ სურვილ-ფანტაზიას უსიტყვოდ შეგისრულებ…

ისტორია ოცდამერვე
გოთვერნის დამარცხება
(მოქმედი პირები: ჯამლეთა, ირა, მარინა და ლევანო)

ჯამლეთა უქეიფოდ იყო უკვე რამდენიმე დღეა და აშკარად ხარშავდა იმ ვერსიას, რაც მარინამ  ჩააწვეთა. ჩააწვეთა კი არადა, ეგრევე აჯახა, როგორც მარინასნაირ ბოზანდარას ეკადრება –  ირა-მირა გაჟიმე და მე თეოზე შურს გაძიებინებო. არა, არ ვარ ასე აწყობილი  და არც აპოლონ ტავრიჩესკია ჯამლეთა (თუ, სადაურელია ის შიშველი ახვარი!), რომ ნებისმიერი ქალი შეაბას. თან, ისეთი წესიერების ნიმუში, როგორიც ლევანოს ცოლია. და მერე რა?! იქნება და, არ ჩავარდნია მომენტი? ცდას რა უდგას წინ?!
არც რა! ჰოდა, ადექი ახლა და გაატოკე ეგ კვინიხი. მოიფიქრე ისე, რომ თავისით მოხდეს მოსახდენი. თორემ თუ ილონდრებ, თეო უარესებს გკადრებს და კი იკოტრიალებს ამ ბოთე ზურიკელასთან. ვახ, ჩემი, რა დღეში ჩამაგდო კაცი! ან რას გადავეკიდე ამ გაძვალტყავებულ ძუკნას, რით ვერ მოვინელე!? არა, რა, დილი ხორი მაქვს და უნდა გავუდო! მორჩა და გათავდა! მაგას სანამ არ ავაკრუტუნებ და არ დავისვამ, რაზეც საჭიროა, მანამდე ვერ დავცხრები. ისე, ეს მარინა რა დედამოხნული ალქაჯია, ტო! რასაა, კაცს რომ უკეთებს. ბოლოს რაც ვიკოტრიალეთ, თითქოს ხელახლა დავიბადე. ძალა და ჟინი შემემატასავით. ჰოდა, მარინა თუ გზაზე გადაუდგა ვინმეს, კაპეც! დაერხა, გოგოშკას, მეც წავეშველო უნდა, ისე, ეგ ბოზი კია, მაგრამ საქმის გარჩევაში ქურდია. სიტყვაზე პასუხს მომთხოვს და ამახევს კიდევაც. მომიწევს მე ლევანოს დარქიანება. არადა, სულ არ მიდგება ამ თევზივით ირა-მირაზე... მოიცა, ტო, ვისზეც გიდგება, ის გიკიდებს და თუ არაფერი, გაამწარებ მაინც საფუძვლიანად.
... ჯონდო, იგივე ჯამლეთა-ჯონი საკუთარ ბინძურ ზრახვებს ვერსად ემალებოდა და უხალისოდ, მაგრამ მაინც ტელეფონს დასწვდა, რომ ამ ზრახვების განხორციელებას შესდგომოდა.
– სალამი მშვენიერ ქალბატონს! მიცანი, გოგო?! კი, მე ვარ, ოქრო... არა, რატომ ვარ მთვრალი?! ამ უთენია რომელი არისტოკრატი მნახე, თუ დეგენერატად მთვლი!? ჰაჰაჰა, ირას ვენაცვალე, ჩაგეთვალა! არა, ჩემი ოქრო ქალბატონი ხარ, შენ ხომ იცი, როგორ პატივს გცემ. კი, ასეა, გეფიცები, რა მაქვს შენთან საპირფერო. ირა, იცი შენ, რომ მიყვარს მე შენი უტვინო დაქალი და ახლა ისეთ შარშია, შენ გარდა... არა, არაფერი ისეთი, დაწყნარდი, გოგო, გეუბნები, ჯერ არც იცის, რა შარშია. მაგრამ ხომ იცი, მე ყველაფერი ვიცი, რაც მის თავს ხდება და მინდა, გავაფრთხილო. არ დაიღუპოს თავი საბოლოოდ. კი, ზუსტადაც ასე უნდა მოიქცე. გელოდები, იცოდე. კი, სახლში დაგელოდები, აბა, ამ თემაზე ქუჩაში ვერ დავილაპარაკებთ. კიდევ ერთი ქალბატონი ამოვა, აი, ვისაც უნდა, რომ გაგაფრთხილოს. არა, არ იცნობ, ირას ვენაცვალე, მაგრამ მთავარი სათქმელი მისგან უნდა გაიგონო...
– ესეც ასე! ვაჰ, რა მიამიტი ბოთეა ეს გოგო! რა უცბად დავითანხმე, აი! საღამომდე დრო მაქვს და ერთი კაკოიას დავუკაკუნო უნდა, ჩამწერი დამიყენოს აქვე, საძინებელში. თორემ ისე მარინას რა ხეირი, ლევანოს თუ არ აჩვენებს ამას?! მოიცა და, სახლი რომ იცნოს? იცნოს, რა, ირა ვითომ არ ეტყვის? ვაჰ, ამაზე სულ არ მიფიქრია! რომ გამთქვას?! და მერე ლევანომ ... ერთი მაგისიც, ისე დავთეთქვავ, მარინასაც ვეღარ გაჟიმავს... არა, ამაზე კარგად უნდა ჩამოვყალიბდე, რას ვაკეთებ, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი მივიღოთ, ამ ბოთეებს კი ავახიოთ! ესე იგი, ვიდეოს ვიღებთ. მერე ირას ვაფრთხილებ, რომ სუსს არ ძრავს, თორემ ოჯახს ვუნგრევ. მარინა ამ ვიდეოს ლევანოს უჩვენებს, ისე, რომ მე არ ვჩნდები...
მოიცა და, ლევანო რომ ირას დაადგება, ვნახეო, ეს ქათამი ეგრევე დამადებს ხელს... სხვა რამეა მოსაფიქრებელი. იფიქრე, ჯამლეთ, იფიქრე, ჯერ გაქვს დრო! მარა გარდა იმისა, რომ ირა ნებით დავიყოლიო და შევუყვარდე, სხვა შანსი სად არის, რომ ლევანომ არ დამიპადიეზდოს?! მოკლედ, მომიწევს ერთი ორჯერ მუშტის მოქნევა. მთავარია, ეს დედალი ისე გავუბახო, კამერაზე იკრუტუნოს და მერე მდიოს რამდენიც უნდა... ჰო, დავალევინებ რამეს. მარინას კი ეცოდინება მასეთები...
– მარო, ისეთი რამე მინდა ამ საღამოსთვის, რომ ქალი დაშტერდეს, არ გაითიშოს, მარა ნებას დამყვეს... ჰო, ზუსტად მიმიხვდი, ჯიგარო ხარ, შემოგირბენ და ჩემზეა ის საქმე და შენზეა შენი წილი. აბა, რა! ყველაფერი იქნება ოკეიები!
ესეც ასე! მაინც, რა თახსირია ეს ბოზი ესა! რაც მოგინდება –  ყველაფერი  აქვს არსენალში. ლევანოს ნაღდად არ აქვს შანსი, თავი დააღწიოს და ბარემ, ჩემს საქმესაც მოვიკვარახჭინებ. ერთი გასროლით რამდენს გავარტყამ?! ასე, აბა! ეცოდინებათ ჯამლეთა ბიძას ამბავი...
სახლში რომ დაბრუნდა, უკვე საღამოს შვიდი ხდებოდა. ვიდეოკამერაც დაყენებული დახვდა (კაკოია მეზობლად ცხოვრობდა, ერთი, ნახევრად დებილი უსაქმური ბალღი იყო, რომელიც საოცრად ერკვეოდა ტექნიკაში და ოღონდ გეთხოვა რამე, ტყავიდან გამოძვრებოდა, თან, თუ ერთ-ორ ლარს მიუგდებდი, სულ გადაირეოდა). ჯამლეთამ მარინასგან წამოღებული მინის მომცრო, კოლბასავით მოგრძო ჭურჭელი საგულდაგულოდ დაყნოსა, დაათვალიერა და გულის ჯიბეში გადაინახა. მარინამ გარკვევით უთხრა: მხოლოდ 15 წვეთი! და თან დააკვირდი, ჯერ რამე შეჭამოს, თორემ მაგას სუსტი ჯანი აქვს და ემანდ არ შემოგაკვდესო. მერე ისე მოიმჩვარება, რაც გინდა ის უქენიო... ჯამლეთა, ცოტა არ იყოს, ნერვიულობდა! ხუმრობა საქმე ხომ არ არის, წესიერი ოჯახის ქალი აცდუნო, ვიდეოზე ჩაწერო და მერე დააშანტაჟო. იქნებ არც ღირდეს ასე გარისკვა და ბოზი მარინას ჭკუას აყოლა?! იმას რა ენაღვლება, ყველა ჩიხიდან გაძვრება და ირამ რომ იჩივლოს? არა, კაცო, ისე გაითიშებაო, სიამოვნებისგან დადნება, თუ ივარგებო... მოკლედ, ვნახოთ და ეგაა!
ნახევარ საათში ირა ჯამლეთას კართან იდგა და ნერვულად აჭერდა ხელს ზარის ღილაკს.
– დედა, რა მშვენიერი სტუმარი მესტუმრა! –  ჯამლეთამ საკოცნელად გაიწია, მაგრამ ირამ ხელი დაახვედრა და ცივი, ირონიული ღიმილით შეათვალიერა: ფიქრობ, აქ კომპლიმენტების მოსასმენად ამოვედი?! თუ ძმა ხარ, მალევე გამაგებინე, რა ხდება და გავრბივარ, არ მაქვს ბევრი დრო, ლევანოც მელოდება.
– ლევანო სად გელოდება? –  ჯამლეთას შიში გაუკრთა ხმაში.
– სადაც საჭიროა, იქ! ისე, გაგიხარდება, ვიცი და დუდუ ჩამოვიდა... ვიცი, რომ იცი, დუდუ ვინც არის და მასეთ სახეს ნუ დაიყენებ, არ გინდა... სად არის ის ქალი? დააგვინდება? მე მართლა არ მაქვს დრო...
– ირა, ჩემო ლამაზო, რად ჩქარობ? ლევანო არსად გაგექცევა, თუ, რა თქმა უნდა, არ გაიტაცეს...
– შენ აქ რისთვის დამიბარე, ადამიანო? ჩემი ოჯახის საქმე შენ არ გეხება, დაიმახსოვრე ეს! არც თეოსთან გაქვს  ხელი! და ახლა მით უფრო, დუდუა აქ, გახსოვდეს...
– ისე ახსენებ იმ დუდუკს, თითქოს გინდა, შემაშინო. მაგას რამის ტრაკი რომ ჰქონოდა, აქამდე ჩამოვიდოდა და არ დაელოდებოდა, სანამ ზურას ჩაუგორდებოდა შენი დაქალოჩკა!
– აი, ეს უკვე ნამდვილი ჯამლეთაა! ჰოდა, არ გინდა ჩემთან თამაში, კარგი? მითხარი, რაც უნდა გეთქვა და წავედი მე...
–  ჯერ არ ამოსულხარ, ირა, საყვარელო და სად გარბიხარ?! რამდენი ხანია, ჩემს სახლში არ მოსულხარ და ერთი ჭიქა დამილიო უნდა!
–  აუცილებლად! ჭერსაც დაგილოცავ... კაი ახლა, რის დალევა და, თან, წამლებს ვსვამ...
–  ყავა მაინც, გოგო! ისეთი ყავა მაქვს, ასეთს სხვაგან ვერ გასინჯავ...
–  ჯამლეთ, სად არის ის ქალი? და, საერთოდ, ვინ არის? რა ხელი აქვს თეოსთან? რამეს ხომ არ იგონებ, როგორც გჩვევია?
–  ობიჟაეშ, დარლინგ! რა მჩვევია ახლა მე? მოვა ქალი, თუ გინდა, კაციც და გაიგებ ყველაფერს. მე რა, შენი დაქალია  შარში! გაიგო ზურას ცოლმა ყველაფერი და...
– რას ამბობ, ადამიანო?! და შენ საიდან იცი? ჯონდო, იცოდე, რაღაცას ჩმახავ, მე მგონი და შენ ხომ არ გააგებინე, როგორც მე გამაგებინე?
– კაი ახლა, მე. რა, ჭორიკანა დედაბერი გგონივარ? მოდი, დავსხდეთ, აგერ ყავაც მზად არის და სანამ ამოვა, ვინც ამოსასვლელია, ცოტა მოვდუნდეთ, სასიამოვნო მუსიკასაც ჩავრთავ აგერ...
– არ გინდა მუსიკა, მე აქ გასართობად არ ამოვსულვარ და არც ყავა მინდა!
– გოგო, რა გაწყენინე ასეთი? ყავაა, შხამი ხომ არ არის? დალიე და დამშვიდდი.
– არა-მეთქი, არ მინდა შენი არაფერი! არ მაქვს გული კარგად და, თუ ახლავე არ მეტყვი ყველაფერს, მივდივარ მე! ვეტყვი ყველაფერს დუდუსაც, თეოსაც, ლევანოსაც და უხსენი იმათ მერე.
– კაი ერთი, სად მიდიხარ? ვინ გიშვებს, რო? და თუ ქალი ხარ, ამ შენი სირი კაცებით ნუ მემარიაჟები! არ მეშინია არცერთის და, საერთოდაც, ეგ შენი ლევანო ბოზ მარინაზე ისე იხარჯება, დიდი ეჭვი მაქვს, არც გჟიმავს. ასე რომ, მოდი აგერ, და განახვებ, რას ნიშნავს კაცი და სექსი...
– შენ თავი მიარტყი ხომ რამეს?! გაიწიე იქით, თორემ...
– თორემ, რა? რას მიზამ, გოგო, ჩემს ხელში ხარ აგერ და თუ წესიერად მოიქცევი, გასიამოვნებ, შენი ბოთე ქმარი კი არ ვარ. ისეთ საქმეს გიზამ, არასდროს დაგავიწყდება...
– შე საცოდავო, სულ გაგიჟებულხარ და ეგ არის! ხელი არ დამაკარო, თუ ცხოვრება არ მოგძულებია, შე არაკაცო! ამისთვის ამომიყვანე აქ? და ფიქრობ, ეს გაგივა? შენ მარტო ბოზ მარინასთან შეიძლება, იყოყლოჩინო...
– და შენ ვითომ რით ხარ ბოზზე უკეთესი?! იმიტომ რომ არავინ გჟიმავს? და ვის სჭირდები, შე ქათამო? რას ჰგავხარ, შეხედე შენს თავს. მადლობა მითხარი, შენზე თუ ამიდგა...
– ახლა გაჩვენებ მე შენ, რა აგიდგა და რა –  არა! შე ნაძირალა, ირას ხმამაღლა მოლაპარაკეზე ჰქონდა უკვე ჩართული ტელეფონი და ზარი ლევანოსთან გაშვებული. როგორც კი ლევანომ უპასუხა, გული მიეცა!
– ჯონდო არაკაცო, არ მომეკარო! თორემ ციხეში ამოგალპობ, იცოდე! ჩემს მეგობარს დაეხსენი, არ არის ის შენი საკბილო...
– მე ვის გავეკარები და ვის დავეხსნები, ეს ჩემი საქმეა და აქ რომ ამოხვედი, რას ფიქრობდი?! ასეთი ტუტუცი როგორ ხარ, ქალო?
– აი, ეგ ახლა ლევანოს უთხარი, რისთვის ამომიყვანე, –  ირამ ტელეფონი ამოიღო და მაგიდაზე დააგდო.  ჯამლეთა გაშრა, ტელეფონს დასწვდა და...
– სიცოცხლე მოგბეზრებია, შე ახვარო? დამელოდე, უნდა გაგჟიმო შენი დედაც... –  ლევანო გამწარებული ყვიროდა ტელეფონში და ალეწილ და უცბად დამფრთხალ  ჯამლეთას კარგებს უტრიალებდა წაღმა-უკუღმა...
ირამ მშვიდად აიღო ტელეფონი და ქმარს უპასუხა:
– მე გამოვალ ახლა და მერე გაარკვიე ამ ნაგავთან საქმე. ისე, ბოზ მარინას ელოდება აშკარად, იქნებ ამოუსწრო კიდეც, –  ირა ისე უცნაურად მშვიდად და ხისტად ლაპარაკობდა, ისეთი დარწმუნებული აკეთებდა, რასაც აკეთებდა, რომ ცალკე ლევანოს ჩაუვარდა ხმა და ცალკე ჯამლეტა იდგა დაშტერებული. ირამ ყავა აიღო, ყლუპ-ყლუპობით დალია, ჭიქა დააგდო იატაკზე და სანამ ჯამლეთა გონს მოეგო, შემოსასვლელი კარი გაიჯახუნა...

საკუთარი გრძნობების ალყაში
(მოქმედი პირები:
ზურა, ბაგრატიჩი და ლანა)

ასეთი დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ საკუთარ გადაწყვეტილებაში. უცნაურად ვგრძნობდი თავს: ბოლოს და ბოლოს, ის დღეც დადგა, რომ აღარ მოვიძურწებოდი ქურდივით თეოს სახლიდან, იმის შიშით, ვინმეს არ დავენახე და სულ მეკიდა, რას იზამდა ის შალავა ქეთა, რას იტყოდა ლაშა. ერთადერთი, ვისზეც გული მეთანაღრებოდა, ლანა იყო. ლანა კარგი ადამიანია, ჩემი შვილების დედაა და კარგი დედაა. ოპა: რამ გამომაქლიავა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი, რომ ლანამ ყველაფერი იცის! იცის და მაინც ჩუმადაა, იმიტომ რომ, ასეთია. მისი ეს თვისება ძალიან მაღიზიანებდა: შეეძლო, გადაეყლაპა ნებისმიერი წყენა და შეურაცხყოფა და თავი დაეჯერებინა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ვიტყუები, ამ ბოლო დროს გამაღიზიანა და ამ მის „ზურიკო, ზურიკოს“, ძახილს ხომ სულ წყობიდან გამოვყავარ უკვე. ისე, არასდროს შემიდარებია ლანა თეოსთვის, მაგრამ თეო სიცოცხლის სურვილს მაძლევს, ჩემი სტიმულია, ჩემი ენერგიის წყარო, ჩემი სუნთქვა, ჩემი სიცოცხლე!..
ფიქრები ელვის უსწრაფესად ცვლიდა ერთმანეთს ჩემს თავში, მაგრამ ასე ნათელი გონება ბოლოს როდის მქონდა, აღარც კი მახსოვდა. ბოლო ორი კვირაა ან ნაკლები, უცნაურად კი ვგრძნობდი თავს: მოდუნებულ-მოშვებული, თითქოს მე მე არ ვიყავი; თეოსკენ გახედვისაც თითქოს მეშინოდა, სულ თვალს ვარიდებდი. სამსახურიდან ეგრევე სახლში გავრბოდი და ვიჯექი უაზროდ… კიდევ კარგი, წუხელ რაღაც მოხდა და ჩემი ტვინიც თითქოს განათდა: რა ქაქში ვიცხოვრე და უარესში ვამყოფე ჩემი საყვარელი ქალი! და ლანა?! ლანას, რა, კარგად მოვექეცი?! ნივთივით…
ახლა სახლში მივალ და ყველაფერს ავუხსნი. მოიცა, მოვიფიქრო, რას ვეტყვი, რომ გული ნაკლებად ეტკინოს!
სანამ მე ლანასთვის სათქმელ სიტყვას ვამზადებდი, ვიღაცამ მანქანის კარი გააღო, მე კი –  პირი: ჩემ გვერდითა სავარძელში ბატონი სანდრო იჯდა!
თვალებს არ დავუჯერე, მაინც მოვიფშვნიტე და მივაშტერდი!
– მე ვარ, კი, ზურა ბატონო და მე შენ კაცი მეგონე, მაგრამ, თურმე, ჩემს ასაკშიც ცდება ხოლმე ადამიანი. სადმე მოფარებულ ადგილას დავდგეთ, სალაპარაკო მაქვს!..
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3